მამუკა მდინარაძე - ადამიანთა ჯგუფი, რომელიც სახელმწიფოს ან ხალხის რაიმე გაერთიანებას უთხრის ძირს მტრის, მოწინააღმდეგის სასარგებლოდ, მისი მოქმედება განსაკუთრებით თავს იჩენს და დამანგრეველი ხდება სამხედრო მოქმედებების დროს - ვისი დახასიათებაა ან ვისზეა საუბარი?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
344 30 მარტი 2022, 16:29
ადამიანთა ჯგუფი, რომელიც სახელმწიფოს ან ხალხის რაიმე გაერთიანებას უთხრის ძირს მტრის, მოწინააღმდეგის სასარგებლოდ. მისი მოქმედება შეიძლება იყოს ღია ან ფარული. მისი წევრები შეიძლება ფარულად, საიდუმლოდ მოემზადონ და ღიად გაერთიანდნენ კრიტიკულ მომენტში, მოწინააღმდეგის სამხედრო შეტევისას ან მისი სხვა, რაიმე აქტიური ქმედებისას - წერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე Facebook-ზე და სვამს კითხვას - თქვენი აზრით, ვისი დახასიათებაა ან ვისზეა საუბარი?
„ადამიანთა ჯგუფი, რომელიც სახელმწიფოს ან ხალხის რაიმე გაერთიანებას უთხრის ძირს მტრის, მოწინააღმდეგის სასარგებლოდ. მისი მოქმედება შეიძლება იყოს ღია ან ფარული. მისი წევრები შეიძლება ფარულად, საიდუმლოდ მოემზადონ და ღიად გაერთიანდნენ კრიტიკულ მომენტში, მოწინააღმდეგის სამხედრო შეტევისას ან მისი სხვა, რაიმე აქტიური ქმედებისას. მათი ფარული მოქმედებები შეიძლება გამოიხატოს საბოტაჟის აქტებში, დეზინფორმაციის გავრცელებაში, შპიონაჟში და ა.შ. ის შეიძლება მოქმედებდეს მოწინააღმდეგესთან კოორდინირებულად, იმართებოდეს მის მიერ, მაგრამ შეიძლება მოქმედებდეს დამოუკიდებლად, საკუთარი შეხედულებისამებრ ირჩევდეს სამიზნეს, თავდასხმის ფორმას და დროს. მისი წევრები შეიძლება იყვნენ, როგორც აშკარად, შეგნებით, სრულიად გაცნობიერებული მიზნების და მოტივაციის მქონე პირები, ასევე პირები, რომლებიც განსხვავებულ შეხედულებათა გამო, საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების მიმართ პროტესტის გამო, მისი, როგორც პიროვნების მარგინალიზაციის და სხვა მიზეზთა გამო, შეუგნებლად მოქმედებს მოწინააღმდეგის სასარგებლოდ. ის არ არის მოწინააღმდეგის ჯაშუშური ქსელი, თუმცა შეიძლება იმართებოდეს და ხალისდებოდეს მის მიერ.

მისი მოქმედება განსაკუთრებით თავს იჩენს და დამანგრეველი ხდება სამხედრო მოქმედებების დროს.
თქვენი აზრით, ვისი დახასიათებაა ან ვისზეა საუბარი?“ - წერს მამუკა მდინარაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი ხუნდაძე: ანტიდემოკრატიული და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახველი განცხადებები ევროპარლამენტში უნდა დასრულდეს
ლევან ნიკოლეიშვილი: ზურაბიშვილს გრიგორიადისი ჰუმანური მოსაზრებით არ შეუწყალებია, დაავალეს და მანაც აღასრულა, ის, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მავნებელი, თუ ვინმეს განსაკუთრებით მტრობს, ეს ქართველი პოლიციელებია
თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკული Wokism უტევს საქართველოს და ევროპას, აგრესიული ფსევდოლიბერალიზმით ცდილობენ ქვეყნების დამორჩილებას
გია აბაშიძე - უმადურნი არიან ის ცალკეული პირები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილმა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნა და მაინც უკმაყოფილნი არიან რადიკალთა სექტაში
ლევან ნიკოლეიშვილი ფონდი „ქართუს“ ქველმოქმედებაზე: სხვებისგან განსხვავებებით ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი ქვეყნისთვის და ხალხისთვის გააკეთა! ამიტომაც აღიზიანებთ უმადურებს, მავნებლებს და საქართველოს მტრებს
არქივი