ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ქართული მედიასივრცე პლურალისტური და თავისუფალია, ყველა პირობაა შექმნილი ჟურნალისტიკის გაძლიერებისა და შემდგომი განვითარებისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
269 03 მაისი 2022, 10:32

ყველა მედიასაშუალებასა და თითოეულ ჟურნალისტს გულითადად გილოცავთ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო რეგიონში უდავო ლიდერია და არაერთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსაც უსწრებს.

„ფასეულობებსა და პროფესიონალიზმზე დაფუძნებული, თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესა ქვეყნის დემოკრატიულობის ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელია. ქართულმა მედიამ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ურთულესი გზა გაიარა, გაუძლო მრავალ გამოწვევას, შევიწროებასა თუ ზეწოლას.

ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად სწორედ პრესის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა დაისახა. ამ მიზნით გავატარეთ არაერთი რეფორმა. დღეს ქართული მედია-სივრცე პლურალისტური და თავისუფალია, ყველა პირობაა შექმნილი ჟურნალისტიკის გაძლიერებისა და შემდგომი განვითარებისთვის. პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო რეგიონში უდავო ლიდერია და არაერთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსაც უსწრებს. ეს ყველაფერი ხელისუფლებისა და საზოგადოების, მთლიანად ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. ჩვენი ხელისუფლება მოწოდებულია, ხელი შეუწყოს პრესის თავისუფლების კიდევ უფრო განვითარებას.

კვლავაც თანადგომას გპირდებით და შემდგომ წარმატებებს გისურვებთ პროფესიულ საქმიანობაში“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი აქციაზე „იმედის“ ჟურნალისტზე თავდასხმაზე: გაშმაგებული მონები შურს იძიებდნენ ამ ქვეყნის მოსახლეობაზე და ჟურნალისტებზე, რომლებიც საქართველოს თავისუფლებას და სუვერენიტეტს იცავდნენ.
ირაკლი კუპრაძე - მცემეს, დამიჭირეს, სასტიკად უსწორდებიან ხალხს
თამარ ჩიბურდანიძე: ისევ მაშველი რგოლი ოპოზიციას რუსეთიდან დუგინის სახით, იქნებ ახლა მაინც გამოვიდეს ხალხი ქუჩაში
თამთა მეგრელიშვილი: „ნაცმოძრაობის“ წევრს დევი ჭანკოტაძეს ოპოზიციური სპექტრი პოლიტიკურ ძელზე გააკრავს, რადგან, მან ოპოზიციის გეგმა გასცა - არის ინფორმაცია, რომ იგეგმება შეკრებილი ახალგაზრდებიდან ერთ-ერთის სიკვდილი
გიორგი გამსახურდია: პუტჩისტმა დევი ჭანკოტაძემ „ექსპერტმა“ ბარბაქაძემ, კრიმინალმა ჟორიკამ და ა.შ. ჯეროვანი პასუხი რომ არ მიიღეს რუსთაველზე დაღვრილ ძმათა სისხლის გამო, კანონიერი ხელისუფლების დამხობის გამო, იმიტომ არიან დიდ გულზე
არქივი