"მომგებიანი" პოზიციაა 9 წელი ხელისუფლებაში იყო ხელშეუხებელი და მხოლოდ, ოპოზიციურად განწყობილი კონტინგენტით ავსებდე ციხეებს. მერე, 9 წელიწადი ხელისუფლების მომხრეებზე ქმნიდე "დასაჭერთა სიებს"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
339 16 მაისი 2022, 16:26
"ძალიან "მომგებიანი" პოზიციაა - 9 წელი ჯერ ხელისუფლებაში იყო ხელშეუხებელი და მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი კონტინგენტით ავსებდე ციხეებს. მერე 9 წელიწადი უკვე ოპოზიციაში იყო. ასევე, ხელშეუხებლობაზე პრეტენზიებით და ხელისუფლების მომხრეებზე ქმნიდე "დასაჭერთა სიებს" - ძალიან "მომგებიანი" პოზიციაა," - ამის შესახებ დავით ქართველიშვილი facebook -ზე წერს.
როგორც ქართველიშვილი წერს, მომგებიანი პოზიციაა, როდესაც ხელშეუხებლობაზე პრეტენზიებით და ხელისუფლების მომხრეებზე ქმნი "დასაჭერთა სიებს." ძალიან "მომგებიანი" პოზიციაა - 9 წელი ჯერ ხელისუფლებაში იყო ხელშეუხებელი და მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი კონტინგენტით ავსებდე ციხეებს. მერე 9 წელიწადი უკვე ოპოზიციაში იყო. ასევე, ხელშეუხებლობაზე პრეტენზიებით და ხელისუფლების მომხრეებზე ქმნიდე "დასაჭერთა სიებს" - ძალიან "მომგებიანი" პოზიციაა. პირადად მე ხელში მეკავა და ვფურცლავდი 2013 წლის მაისში ნარაზენის ტყეში კასრებში აღმოჩენილ რვეულს სახელწოდებით - "დასაჭერთა სია", ასევე აჭარაში "გასატყავებელ ბიზნესმენთა" ჩამონათვალს. ორიოდე კვირის წინ კი გავეცანი ნაცმედიის. ასევე, ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტის მუქარას ჩემსა და ჩემი მეგობრების მისამართით - ვინ უნდა დაიჭირონ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე. მე მხოლოდ იმით დავინტერესდი - რა მუხლით აპირებენ ჩემს დაჭერას, მერე მივხვდი, რომ მათი დაბრუნების შემთხვევაში - მუხლს მნიშვნელობა აღარ ექნებოდა. დღეს ნაცმედიის შიდა თუ საგარეო მხარდამჭერთა მიერ, განვითარებულ მოვლენებზე პოლიტიზირებული სარჩულის მიკერების თითოეულ მცდელობაზე, ყოველ შემთხვევაში ჩემი მხრიდან, აუცილებლად ექნება სიმეტრიული პასუხი - პოლიტპატიმრებზეც, ოპოზიციური პარტიების გაუქმებაზეც, მედიის შევიწროებაზეც, ციხეებში არსებულ ჯოჯოხეთზეც, ვეტერინარიაზე უფრო დაბალი დონის სამედიცინო მომსახურებაზეც და უამრავ სხვა, დასაფიქრებლად საინტერესო ფაქტობრივ მონაცემებზეც,” - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა სეფაშვილი: კელი დეგნანს ვურჩევ, სწორი ინფორმაცია მოიპოვოს
ნინო ფოჩხუა რადიკალებზე: მათ უკან დასახევი არ აქვთ, მაგრამ არაფერი გამოუვათ, ხალხი ყველაფერს ხედავს, ისმენს და სწორ დასკვნებსაც აკეთებს
გია აბაშიძე: NED და EED ქართული საზოგადოებისთვის დღემდე არიან კარჩაკეტილნი, ასპონსორებენ "ნაცრადიკალებს" და გაუგონარი უტიფრობით აქეთ უყენებენ პრეტენზიებს დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებას
დიმიტრი ხუნდაძე: სწორედ დეგნანი იყო ცრუ კამპანიის სათავეში, როდესაც „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შემოვიტანეთ და მას სრულიად უარგუმენტოდ, „რუსული კანონი“ დაარქვა
დიმიტრი ხუნდაძე „ხალხის ძალის“ წერილზე: ასეთი ამოცანის წინაშე ვდგავართ: ერთი - დავიცვათ თავი, რომ არ გავეხვიოთ ომის ქარცეცხლში და არ მივიღოთ მეორე უკრაინიზაცია; მეორე - გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანა არ მივიყვანოთ ეკონომიკურ კრიზისამდე
არქივი