„რუსთავი 2“-ის დირექტორის პოსტზე გვარამიას ხელფასი 100 000 ლარს შეადგენდა. 2019 წლის თებერვალში, თავისი ოჯახისთვის, 232 000 ლარად ღირებული ავტომობილი გამოიყვანა, რაშიც პირადი თანხიდან არცერთი თეთრი არ გადაუხდია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
354 16 მაისი 2022, 19:52
,,მიუხედავად იმისა, რომ „რუსთავი 2“-ის დირექტორის პოსტზე ნიკა გვარამიას ყოველთვიური ხელფასი 100 000 ლარს შეადგენდა, მან, 2019 წლის თებერვალში, მეუღლესთან ერთად, პორშეს ცენტრიდან, თავისი ოჯახისთვის გამოიყვანა 232 000 ლარად ღირებული ბოლო მოდელის ავტომობილი ,,Porsche Macan S”. რაშიც პირადი თანხიდან არცერთი თეთრი არ გადაუხდია. გვარამია მანქანის საფასურს იხდიდა „რუსთავი 2“-დან,’’ - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე. 

 როგორც ქადაგიძე წერს, ნიკა გვარამიას 7 მილიონ ლარამდე გაფლანგული ჰქონდა ტელეკომპანიიდან, არც სახელმწიფო გადასახადებს იხდიდა. ამ გზით დაუგროვა „დირექტორმა“ ტელეკომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანება 24 მილიონი ლარი. 

 ,,მიუხედავად იმისა, რომ „რუსთავი 2“-ის დირექტორის პოსტზე ნიკა გვარამიას ყოველთვიური ხელფასი 100 000 ლარს შეადგენდა, მან, 2019 წლის თებერვალში, მეუღლესთან ერთად, პორშეს ცენტრიდან, თავისი ოჯახისთვის გამოიყვანა 232 000 ლარად ღირებული ბოლო მოდელის ავტომობილი ,,Porsche Macan S”. რაშიც პირადი თანხიდან არცერთი თეთრი არ გადაუხდია. გვარამია მანქანის საფასურს იხდიდა „რუსთავი 2“-დან. 

ტელეკომპანიაში განსათავსებელი სარეკლამო დროის ღირებულებიდან. საინტერესოა, რომ ამ პერიოდისათვის, გარდა იმისა, რომ ნიკა გვარამიას 7 მილიონ ლარამდე უკვე გაფლანგული ჰქონდა ტელეკომპანიიდან, არც სახელმწიფო გადასახადებს არ იხდიდა. ამ გზით დაუგროვა „დირექტორმა“ ტელეკომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანება 24 მილიონი ლარი. სწორედ ამ დავალიანებით და ფაქტიურად გაკოტრებული ტელეკომპანია გადაეცა შიდა სასამართლოების და სტრასბურგის სასამართლოს მიერ, რუსთავი 2-ის ნამდვილ მესაკუთრედ აღიარებულ ქიბარ ხალვაშს,’’ - წერს ქადაგიძე facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა სეფაშვილი: კელი დეგნანს ვურჩევ, სწორი ინფორმაცია მოიპოვოს
ნინო ფოჩხუა რადიკალებზე: მათ უკან დასახევი არ აქვთ, მაგრამ არაფერი გამოუვათ, ხალხი ყველაფერს ხედავს, ისმენს და სწორ დასკვნებსაც აკეთებს
გია აბაშიძე: NED და EED ქართული საზოგადოებისთვის დღემდე არიან კარჩაკეტილნი, ასპონსორებენ "ნაცრადიკალებს" და გაუგონარი უტიფრობით აქეთ უყენებენ პრეტენზიებს დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებას
დიმიტრი ხუნდაძე: სწორედ დეგნანი იყო ცრუ კამპანიის სათავეში, როდესაც „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შემოვიტანეთ და მას სრულიად უარგუმენტოდ, „რუსული კანონი“ დაარქვა
დიმიტრი ხუნდაძე „ხალხის ძალის“ წერილზე: ასეთი ამოცანის წინაშე ვდგავართ: ერთი - დავიცვათ თავი, რომ არ გავეხვიოთ ომის ქარცეცხლში და არ მივიღოთ მეორე უკრაინიზაცია; მეორე - გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანა არ მივიყვანოთ ეკონომიკურ კრიზისამდე
არქივი