დავით ქართველიშვილი: ექს-პრეზიდენტებთან მიმართებაში "ასოცირების ტრიო" გათანაბრებულ პირობებში იმყოფება და აწი, მათ წინსვლა ევროკავშირისკენ გზაზე, ამ ქვეყნებში მიმდინარე და განხორციელებულმა რეფორმების მაჩვენებლებმა უნდა განაპირობოს, რაშიც საქართველო უპირობო ლიდერია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
255 24 მაისი 2022, 13:29
,,გუშინ მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ 50 წლის გახდა და ჰეროდეს მოცეკვავე გერისა არ იყოს, საჩუქრად ექს-პრეზიდენტ იგორ დოდონის "თავი" მოითხოვა. ევროკავშირის გზაზე საქართველოზე "წინ მყოფმა" მოლდოვამ დოდონი ჯერ მისი 9 მაისის მიმართ დამოკიდებულების გამო დააჯარიმა, ხოლო დღეს დილით იგი უკვე დააკავეს.’’ ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი მოლდოვაში ექს-პრეზიდენტის იგორ დოდონის დაპატიმრებას.
როგორც ქართველიშვილი წერს, მას ბრალი ედება მოლდოვას სსკ-ით გათვალისწინებული რამდენიმე მუხლით: პასიური კორუფცია, პოლიტიკური პარტიის დაფინანსება დანაშაულებრივი ორგანიზაციისგან, სახელმწიფო ღალატი, არაკანონიერი გამდიდრება.
,,გუშინ მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ 50 წლის გახდა და ჰეროდეს მოცეკვავე გერისა არ იყოს, საჩუქრად ექს-პრეზიდენტ იგორ დოდონის "თავი" მოითხოვა. ევროკავშირის გზაზე საქართველოზე "წინ მყოფმა" მოლდოვამ დოდონი ჯერ მისი 9 მაისის მიმართ დამოკიდებულების გამო დააჯარიმა, ხოლო დღეს დილით იგი უკვე დააკავეს. ბრალი წაყენებული აქვს მოლდოვას სსკ-ით გათვალისწინებული რამდენიმე მუხლით: პასიური კორუფცია, პოლიტიკური პარტიის დაფინანსება დანაშაულებრივი ორგანიზაციისგან, სახელმწიფო ღალატი, არაკანონიერი გამდიდრება. ევროკავშირის გზაზე საქართველოსა და მოლდოვაზე "კიდევ უფრო წინ" მყოფ უკრაინაში კი გუშინ დაპატიმრებულ ოპოზიციონერ-ლიდერ მედვედჩუკს "ხელიდან პასტა ვერ გააგდებინეს" - თავისი ჩვენებით სახელმწიფო ღალატში ბრალდებულ ექს-პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიმართ წაყენებული ბრალდება მან ათმაგად დაუმძიმა. ასე რომ პოროშენკოსთვის წინასწარ აღმკვეთ ზომად - პატიმრობის შეფარდების მოლოდინში ვართ.
ასე რომ ექს-პრეზიდენტებთან მიმართებაში "ასოცირების ტრიო" გათანაბრებულ პირობებში იმყოფება და აწი მათ წინსვლას ევროკავშირისკენ გზაზე მხოლოდ ამ ქვეყნებში მიმდინარე და უკვე განხორციელებული რეფორმების მაჩვენებლებმა უნდა განაპირობოს, რაშიც ყველაზე სკეპტიკური შეფასებებით, საქართველო უპირობო ლიდერია.’’ წერს ქართველიშვილი facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ლატარია: გვარამიას პროკურორობის დროს იყო ყველაზე მძიმე მმართველობა საქართველოში, ასეთი დიქტატურა საქართველოს ისტორიას არ ახსოვს და მაოცებთ ის ახალგაზრდები, ვინც მასთან დგახართ
ნიკა გვარამია: ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რომელსაც ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები
ზურაბ ქადაგიძე: საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს - საფრანგეთზეც მოახდინა გავლენა კრემლმა და რუსული კანონიც მიაღებინა
დავით ქართველიშვილი: სულ ამერიკული FARA-ს იმედით ვერ ვიქნებით, რომელიც ადგილობრივი მავნებლების მიერ საქართველოს ინტერესების საზიანოდ და „უპრაგონოდ“ თანხების ხარჯვის თაობაზე ინფორმაციას გვაწვდის - ყველას საკუთარი კანონი უნდა ჰქონდეს
ლევან ნიკოლეიშვილი: მაინტერესებს, იმ ექსპერტების კეთილსინდისიერებაზე ვინ არის პასუხისმგებელი, ვინც ევროკავშირმა გამოაგზავნა საქართველოში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად
არქივი