ლევან ნიკოლეიშვილი: ვინ უნდა შეცვალოს ხელისუფლება გიგა ბოკერიამ თუ მისმა ამფსონებმა?! ეს არის ამ ხელმოცარული მავნებლების უბედურება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
235 07 ივნისი 2022, 14:23
 „ბოკერია, რომელიც ცდილობდა ახალი ქართველის გამოყვანას, მაგრამ ქართველებმა მის პარტიას და ხელისუფლებას გამოუყვანეს წირვა“ - ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით ბოკერიას სიტყვის ფასს, თვითონ ოპოზიციაში დასცინიან უკვე და მთავარ ხელმოცარულ მავნებლად მიაჩნიათ. „აქ წერია, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოსო“-ამბობს გიგა ბოკერია, კაცი 1% პროცენტი. ბოკერია, რომელიც ცდილობდა ახალი ქართველის გამოყვანას, მაგრამ ქართველებმა მის პარტიას და ხელისუფლებას გამოუყვანეს წირვა. დაუშვათ, ჰიპოთეზურად დაუშვათ, რომ ასე წერია, მაინტერესებს ვინ უნდა შეცვალოს ხელისუფლება გიგა ბოკერიამ თუ მისმა ამფსონებმა (ცოლის, თამარ ჩერგოლეიშვილის გარდა მხარდამჭერი ჰყავს? ) ?! აი, ეს არის ამ ხელმოცარული მავნებლების უბედურება, ასე უცხოეთში თუ მიაწვდენენ რაღაც განწირულ იდეებს ლობისტებს და ფეიკ-ტელევიზიებში, რომ არ ჰქონდეთ ეთერი დათმობილი უკვე ვერც ვერავინ იცნობს! რაც შეეხება, ბოკერიას სიტყვის ფასს, თვითონ ოპოზიციაში დასცინიან უკვე და მთავარ ხელმოცარულ მავნებლად მიაჩნიათ“- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი სააკაშვილის განცხადებაზე: მიცვალებული ისევ ადგა, ნაწამები, ნაშიმშილარი, ნასიკვდილარი, არაჟნის კონტეინერში ნამყოფი, გორის მიწის ფრჩხილებითა და კბილებით გადამთხრელი, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის უარმყოფელი, კვლავ საქართველოში შემოძურწული, ხან უკრაინელი და ხან ქართველი პოლიტიკოსი
ლევან ნიკოლეიშვილი: რადიკალების მოქმედებები, დაწყებული ელისაშვილის მუხანათობით დამთავრებული მომიტინგეების მიერ გუშინდელი გამოხტომებით, ღრმად მწამს, რომ რეპეტიცია და ერთგვარი ვარჯიშია არჩევნების დროს სიტუაციის გამწვავებისათვის
დავით ქართველიშვილი: უკრაინის ტელევიზიამ საქართველოში გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით სიცრუე გაავრცელა - ეს გასაკვირი არ არის, რადგან მათმა ხელისუფლებამ ობიექტური ტელეარხები მოსპო
სოზარ სუბარი: პატივცემულ მილერს და ქართული სასამართლოს „დაუძინებელ მეგობრებს“ ავიწყდებათ, რომ მათ ქვეყანაში სასამართლოს მიმართ ნდობა მინიმალურია, ქართული სასამართლო კი ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევს
ნინო ფოჩხუა: გუშინდელმა ინციდენტმა, რაც ელისაშვილმა იკადრა, დაგვანახა, რომ ეს არანაირი სპონტანური მოქმედება არ იყო, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი - ეს ხალხი ხართ თქვენ, მავნებლები, ფულზე გაყიდულები და ქვეყნის მტრები
არქივი