არიან საკმაოდ ცნობილი ადამიანები, რომლებიც თან კულტურის სფეროს წარმოადგენენ და თან იმდენად დაბრმავებულები არიან ვიწროპოლიტიკური მიზნებით, რომ ყველაფერზე წამსვლელები არიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
332 13 ივნისი 2022, 12:33

ქართველების ნაწილი არაფრად დაგიდევს ომში დაზარალებული უკრაინელების კეთილშობილურ დახმარებას, მათი ჭკუით, მთავარია რამენაირად ხელისუფლებას ავნოს, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ფონდის „გადავარჩინოთ უკრაინა“ ორგანიზებით და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამართულ საქველმოქმედო კონცერტს. მისი თქმით არამარტო ქართველებს და უკრაინელებს ურთიერთობას მიაყენეს დარტყმა, არამედ პირველ რიგში კი საკუთარ თავს და სახელს ავნეს, რაც უბრალოდ სამარცხვინოა.

„ამ ორიოდე დღის წინ, ქართველი და უკრაინელი ვარსკვლავები ახალ სპორტის სასახლეში საქველმოქმედო კონცერტით გაერთიანდნენ. მიზანი ომში დაზარალებული უკრაინელების დახმარება გახლდათ. მე ვუყურე ამ კონცერტს, და არ დაგიმალავთ, ბევრი ამაღელვებელი მომენტი დავაფიქსირე, მომენტი როდესაც თან ომის საშინელებას გრძნობ, და თან ხვდები ხალხის სურვილს რომ ერთმანეთს დაეხმარონ და რამენაირად შეუმსუბუქონ მდგომარეობა წინ ვერაფერი ვერ აღუდგება. თუმცა რა მწარედ მოვტყუვდი: თურმე არიან საკმაოდ ცნობილი ადამიანები - ნინო ქათამაძე და ვახტანგ კიკაბიძე, რომლებიც თან კულტურის სფეროს წარმოადგენენ, და თან იმდენად დაბრმავებულები არიან ვიწრო პოლიტიკური მიზნებით, რომ ყველაფერზე წამსვლელები არიან. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია ასეთი რამ შეიძლება არათუ მოხდეს, არამედ ხდება კიდეც - როგორც აღმოჩნდა ქართველების ნაწილი არაფრად დაგიდევს ომში დაზარალებული უკრაინელების კეთილშობილურ დახმარებას, მათი ჭკუით, მთავარია რამენაირად ხელისუფლებას ავნოს! რეალურად არამარტო ქართველებს და უკრაინელებს ურთიერთობას მიაყენეს დარტყმა, არამედ პირველ რიგში კი საკუთარ თავს და სახელს ავნეს, ეს კი უბრალოდ მართლა სამარცხვინოა“, - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

„იმედის კვირამ“ მოიპოვა შეტყობინებების ვრცელი ტექსტი რუსულად, რომელიც რამდენიმე მომღერლის პროდიუსერს დაეგზავნა და რომლის მთავარი სამიზნე საქართველოს კულტურის სამინისტროსთან ერთად, ტელეკომპანია „იმედი“ იყო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი ხუნდაძე: ანტიდემოკრატიული და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახველი განცხადებები ევროპარლამენტში უნდა დასრულდეს
ლევან ნიკოლეიშვილი: ზურაბიშვილს გრიგორიადისი ჰუმანური მოსაზრებით არ შეუწყალებია, დაავალეს და მანაც აღასრულა, ის, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მავნებელი, თუ ვინმეს განსაკუთრებით მტრობს, ეს ქართველი პოლიციელებია
თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკული Wokism უტევს საქართველოს და ევროპას, აგრესიული ფსევდოლიბერალიზმით ცდილობენ ქვეყნების დამორჩილებას
გია აბაშიძე - უმადურნი არიან ის ცალკეული პირები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილმა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნა და მაინც უკმაყოფილნი არიან რადიკალთა სექტაში
ლევან ნიკოლეიშვილი ფონდი „ქართუს“ ქველმოქმედებაზე: სხვებისგან განსხვავებებით ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი ქვეყნისთვის და ხალხისთვის გააკეთა! ამიტომაც აღიზიანებთ უმადურებს, მავნებლებს და საქართველოს მტრებს
არქივი