სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილს აიგივებს სააკაშვილთან, გვარამიასთან და ნაცმოძრაობის სხვა სუბიექტებთან, კრიმინალებთან და დამნაშავე ადამიანებთან, ეს მიუღებელი, გაუგებარი და გულდასაწყვეტია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
112 13 ივნისი 2022, 14:09
სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილს აიგივებს სააკაშვილთან, გვარამიასთან და ნაცმოძრაობის სხვა სუბიექტებთან, კრიმინალებთან და დამნაშავე ადამიანებთან, ეს ჩემთვისაც და უამრავი ადამიანისთვისაც რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელი, გაუგებარი და გულდასაწყვეტია - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გია ცაგარეიშვილმა აღნიშნა,  „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი თავის დროზე საქართველოს პრეზიდენტი გამხდარიყო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც არც მას, არც სხვას უნდა დაავიწყდეს. 
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, ვინ არის ის მილიონი ქართველი, რომელმაც ის მეორე ტურში საქართველოს პრეზიდენტად აირჩია. ის მილიონი ქართველი არ არის მეგის ქარდავას და სააკაშვილის მოყვარული ქართველი, ის არის ქვეყნის თავისუფლების მოყვარული ქართველი.
ცაგარეიშვილმა გაიხსენა მოვლენები, რომელიც წინ უძღოდა სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას.  მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურაზე ყურადღება რამდენიმე  მიზეზის გამო შეჩერდა. 
„პირველ რიგში, რომ ის გახლდათ ქალბატონი, ის იყო პროევროპელი თავისი განცდებით და აღქმებით, ჩემთან და ჩემს კოლეგებთან ერთად ებრძოდა ნაციონალურ მოძრაობას. გადის რამდენიმე წელი და ქალბატონი პრეზიდენტი ივანიშვილს აიგივებს სააკაშვილთან, გვარამიასთან და ნაცმოძრაობის სხვა სუბიექტებთან, კრიმინალებთან და დამნაშავე ადამიანებთან, ეს ჩემთვისაც და უამრავი ადამიანისთვისაც რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელი, გაუგებარი და გულდასაწყვეტია. 

მესმის, მას უნდა დამოუკიდებელი პოლიტიკური როლი ითამაშოს, ასე პოზიციონირებს ყოველ შემთხვევაში, მაგრამ არსებობს ზღვარი, რომელიც წესით მას არ უნდა გადაელახა. მას ყოველთვის უნდა ახსოვდეს, ვინ არის ის მილიონი ქართველი, რომელმაც ის მეორე ტურში საქართველოს პრეზიდენტად აირჩია, ის მილიონი ქართველი არ არის მეგის ქარდავას და სააკაშვილის მოყვარული ქართველი, ის არის ქვეყნის თავისუფლების მოყვარული ქართველი, პატიოსნების, გულწრფელობის, ადამიანობის და წესიერების. ამას ეფუძნება ჩვენი ამომრჩეველი, როცა კონკრეტულ არჩევანს აკეთებს. ამ შემთხვევაშიც სწორედ ამას დაეფუძნა ქართველი ამომრჩეველი, როცა ხმა მისცა სალომე ზურაბიშვილს. თუ ამ ყველაფერს ივიწყებს და ამბობს, რომ თურმე არა, ბოდიშით და გზა შემეშალა, კვალი ამერია და ჩემი კვალი და გზა მეგისისკენ და სააკაშვილი-გვარამიასკენ არის, მაშინ ესეც მისი არჩევანია და შესაბამისად იქნება არგუმენტებიც წარმოდგენილი და პასუხი გაცემული“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უკრაინაში თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაცემულები წარმოადგენენ ქართველ ხალხს და მის დაუმარცხებელ სულს
რობერტ სტურუა: ბოღმა-ნაცპუტინისტები ვერ იტანენ, კრუნჩხვა ემართებათ, როცა ესმით თბილისი-მშვიდობის ქალაქიაო
ხაბეიშვილმა, მუმლაძემ და მელიამ, გადახედეს ერთ მუჭა ხალხს და კმაყოფილებმა იმით, რომ ბელადის წინაშე დიდი ვალი მოიხადეს, დაიშალნენ
ჩაიარა 2003 წელს დაძრულმა მიშას მატარებელმა, ხალხს რომ პლაცკარტში ეპატიჟებოდა. ახლა, დგას ეს მატარებელი დეპოში და იჟანგება 2012 წლიდან მოყოლებული
სამმა ლიდერმა, გამოცხადებული მობილიზაციის მიუხედავად, ,,ქართული ოცნების" ოფისთან რამდენიმე ასეული ადამიანი მიიყვანეს. დღეს, აღარავის სჯერა ,,ნაციონალური მოძრაობის" განახლების და გაძლიერების
არქივი