ზურაბ ქადაგიძე გია ჯაფარიძეზე: ასე აბრუებენ ხალხს, რომ როგორმე საპროტესტო ტალღა ააგორონ.
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
209 14 ივნისი 2022, 17:34
„კანდიდატის სტატუსი არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და დიდი და გრძელი გზის დასაწყისი საბოლოო წევრობამდე, ის არც იაფი ფულია, არც უფასო მკურნალობა და არც უფასო სწავლა. არაფერია განსხვავებული იმისგან, რა სარგებელსაც ახლა ვიღებთ ევროპისგან“- ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე გია ჯაფარიძის ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება.


„აი, ასე აბრუებენ ხალხს, რომ როგორმე საპროტესტო ტალღა ააგორონ...ეს გაუგონარი კაცი ყველა სიტყვას, რასაც ამბობს, მიზანმიმართულად იტყუება. კანდიდატის სტატუსი არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და დიდი და გრძელი გზის დასაწყისი საბოლოო წევრობამდე, ის არც იაფი ფულია, არც უფასო მკურნალობა და არც უფასო სწავლა. არაფერია განსხვავებული იმისგან, რა სარგებელსაც ახლა ვიღებთ ევროპისგან  და თქვენ გგონიათ, რომ ამ კაცმა არ იცის რასაც იტყუება?! მაგრამ იტყუება იმიტომ, რომ ხალხი გააბრუოს და თვალებში ნაცარი შეაყაროს...“- წერს ქადაგიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩიბურდანიძე: პირადად მე, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს მიზანმიმართული ქმედებაა საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, რათა ხელი შეუშალოს საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის მართვაში, შეაფერხოს პროცესები და გაწელოს დრო
ნინო ფოჩხუა- ნუთუ იმ დროში მოგვიწია ცხოვრებამ, როცა არავინ ფიქრობს ბავშვების და არასრულწლოვნების უფლებების დაცვაზე? ბავშვებს, რომელთა ფსიქიკა ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, თავს მოახვიო ლგბტ პროპაგანდა, ამას საზოგადოება ვერასდროს შეეგუება
გია გაბრიჭიძე: როგორი ხელის შეშლაც არ უნდა იყოს და როგორი პროპაგანდაც არ უნდა წარმოებდეს, ის რაც ბუნებრივი და ნორმალურია საბოლოოდ მაინც გამარჯვებული დარჩება
ედიშერ გვენეტაძე: კალიფორნიის შტატის მცხოვრებლებმა, სახელდობრ, დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მშობლებმა პროტესტი გამოუცხადეს იმ უმსგავსოებას რასაც ჰქვია სკოლის წინ ე.წ. ლგბტ პრაიდის ჩატარება
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივება არის საერთაშორისო ვალდებულებების ნაწილი და ამიტომაც ყველანაირი სპეკულაციები ამ თემაზე, ჩვეულებრივი სიბრიყვეა
არქივი