დავით ქართველიშვილი ბილდტზე: სამშობლოში მას „პოლიტიკური კორუფციონერი“ და „ტეფლონის კარლი“ უწოდეს - იმ შედარების ნიშნად, რომ ყველა ბრალდებას ისე ადვილად იცილებს, როგორც ტეფლონის ტაფა ცხიმს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
211 15 ივნისი 2022, 14:51

„უამრავი მტკიცებულებით დადგინდა, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პიარკამპანიაში უკვე მოქმედი მინისტრის რანგში, შვედმა დიპლომატმა საქართველოდან მის პიარკომპანიის ანგარიშზე სულ მცირე 14 გადარიცხვა განხორციელდა 18 მილიონი დოლარის ოდენობის. მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ ნოღაიდელის მიერ ხელმოწერილ ამ დოკუმენტაციას, სააკაშვილმა გრიფი „საიდუმლო“ დაადო“, - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის შესახებ, რომელმაც თავი ამ განცხადებით დაგვამახსოვრა, რომ „საქართველო არ არის მზად ახალი ნაბიჯისთვის ევროკავშირთან ურთიერთობებში“.

„საქართველოში ამ ავადხსენებულ და ბინძურ ყოფილ პოლიტიკოსს ძალზე კარგად იცნობენ - კარლ ბილდტი, შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი. აი, რას ვიგებთ მასზე მის სამშობლოში არაერთი ჟურნალისტური გამოძიების მასალებიდან: მულტიმილიონერი იგი გახდა 2003 წელს, იარაღის მწარმოებელი ამერიკული კომპანია „ლოკჰიდ მარტინთან“ თანამშრომლობის პერიოდში - როდესაც ერაყში მიმდინარე ომის დროს უზარმაზარი შეკვეთები შესრულდა. შემდეგ მის გამდიდრებას ხელი შეუწყო სუდანში მიმდინარე სამოქალაქო ომმა, როდესაც ცეცხლში გახვეულ ამ აფრიკულ სახელმწიფოში, კარლ ბილდტი კომპანია „ლუდინ ოილთან“ ერთად ნავთობის საბადოებზე აკეთებდა ფულს.

ბიზნესში მოღვაწეობამდე, 90-იან წლებში, ის აქტიურად მონაწილეობდა ბალტიისპირეთის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებში, შემდეგ - ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის რანგში, იუგოსლავიის დაშლასა და სერბეთიდან კოსოვოს გამოყოფას უწყობდა ხელს. საგარეო უწყების მინისტრის პორტფელამდე, მან მოასწრო პიარკომპანია Kreab-ის შექმნა, რომელთანაც კონტაქტები არც გამინისტრების შემდეგ შეუწყვეტია, რის გამოც სამშობლოში მას „პოლიტიკური კორუფციონერი„ და „ტეფლონის კარლი“ უწოდეს - იმ შედარების ნიშნად, რომ იგი ყველა ბრალდებას ისევე ადვილად იცილებს, როგორც ტეფლონის ტაფა ცხიმს.

პირველი სერიოზული ბრალდება პოლიტიკურ კორუფციაში მას დასდო საქართველოში შვედეთის ყოფილმა ელჩმა ჰანს გუნარ ადელმა, რის გამოც კარლ ბილდტმა ის მალევე გამოიწვია თბილისიდან. უამრავი მტკიცებულებით დადგინდა, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პიარკამპანიაში უკვე მოქმედი მინისტრის რანგში, შვედმა დიპლომატმა საქართველოდან მის პიარკომპანიის ანგარიშზე სულ მცირე 14 გადარიცხვა განხორციელდა 18 მილიონი დოლარის ოდენობის. მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ ნოღაიდელის მიერ ხელმოწერილ ამ დოკუმენტაციას, სააკაშვილმა გრიფი „საიდუმლო“ დაადო - ამ ფაქტს, თავის დროზე, ადასტურებდა ნინო ბურჯანაძე, პეტრე მამრაძე და ბევრი სხვა იმდროინდელი ჩინოვნიკი.

რატომ გავიხსენე ყოველივე ეს - დღეს ამ ადამიანმა, საქართველოსთან მიმართებაში, აი, ამ ციტატით დაგვამახსოვრა თავი: „სიმართლე, რა თქმა უნდა, ისაა, რომ საქართველო არ არის მზად ახალი ნაბიჯისთვის ევროკავშირთან ურთიერთობებში. დემოკრატიის მდგომარეობა შემაშფოთებელია, ოპოზიციისადმი მოპყრობა კი საზიზღარი. დღეს ეს არის არალიბერალური რეჟიმია“. ამ კორუმპირებული ლობისტის მოსაზრებას დღეს დროშასავით აფრიალებს ქართული სექტა - რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ჩვენთვის, თავად განსაჯეთ”, - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ასეთია რეზიდენტის ხვედრი, ჯერ ორ ლუკმას გადმოგიგდებენ, ოჯახის წევრებს დაგისაქმებენ, იმიჯს შეგიქმნიან და მერე, გადაფურთხებულს აგალოკინებენ
დავით ქართველიშვილი: რუსული დეზინფორმაცია ისევე შემოუბრუნდა USAID-ს, როგორც ამერიკული კანონის, FARA-ს სახით შემოუბრუნდა ის „რუსული კანონი", რომელიც შორეული ამერიკიდან სისტემატურად გვაწვდის ოპერატიულ მასალას სააკაშვილზე და მის ოჯახზე
დავით ქართველიშვილი მაია კოპალეიშვილზე: ამ „უცხო ენაზე“ თსუ-ს პროფესორი და საკონსტიტუციო სასამართლёს ყოფილი მოსამართლе გესაუბრება
თამარ ჩიბურდანიძე: ჩუგოშვილმა პრეზიდენტის სიტყვების ციტირებით ფაქტობრივად თავად გამოუტანა განაჩენი პრეზიდენტს - კონსტიტუციის დარღვევა
მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის წარმომადგენელზე: მთლად ასეთ გიჟურ არგუმენტებსაც არ ველოდი, მმართველობის ფორმა დააყენეს ეჭვქვეშ
არქივი