მამაჩემი არის მემკვიდრე სოლიკო ვირსალაძის, რომელიც მოღვაწეობდა მარიინსკის თეატრში და უკვე 25 წელია, ჰონორარები ერიცხება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
103 16 ივნისი 2022, 13:40
მამაჩემი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, თეატრის მხატვრის, რომელიც მოღვაწეობდა მარიინსკის თეატრში და რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. უკვე 25 წელია, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპეკტაკლიდან, – ამის შესახებ „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

აღნიშნული პოსტით  ხოშტარია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

„ირაკლი რუხაძის მხილებამ ძალიან ააღელვა „იმედი“. მინდა, გითხრათ, უახლოეს დღეებში კიდევ გაგაცნობთ მასალას რუხაძის კავშირებზე სანქცირებულ ადამიანებთან. ხოშტარიას კრემლიდან ერიცხება ფულიო, მამაჩემი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, თეატრის მხატვრის, რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა მარიისნკის თეატრში და რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. შესაბამისად, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპექტაკლიდან უკვე 25 წელია. რუსეთის საავტორო ორგანიზაცია „რაოსთან“ გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა. არ გამოვა ეს აფიორა და არც რუხაძეს უშველის ეს. ოლიგარქიული მმართველობის საყრდენების შესახებ ყველა ფაქტს  ვამხელ და გადავცემ პარტნიორებს“, – წერს ელენე ხოშტარია.


„ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დროას“ დამფუძნებელ ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება. მათივე ინფორმაციით, გადმორიცხვები არ შეჩერებულა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგაც. „ქრონიკის“ ინფორმაციითვე, ცნობილი გახდა ასევე ის ფაქტიც, რომ ხოშტარიებმა აღნიშნული თანხის ნაწილით ბათუმში საცხოვრებელი ბინაც შეიძინეს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ცუცქირიძე: ვადაზე ადრე გათავისუფლებულმა პატრის ლესკადრონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და ვფიქრობ, ამ ტრაგიკული ფაქტითაც ბევრი რამეა ნათქვამი
ვლადიმერ ბოჟაძე MKD-ის განცხადებაზე: გარკვეული ძალები ცდილობენ ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟებას, თუმცა სრულიად უშედეგოდ - ბატონმა ივანიშვილმა ,,კრედიტ სუისს" განუცხადა, რომ არ იყო მზად შანტაჟის პირობებში ეწარმოებინა მოლაპარაკება
ნინო ფოჩხუა Credit Suisse-ზე: ეს საქმე აბსოლუტურად პოლიტიკური პროცესია, ფულს უბრუნებდნენ, მაგრამ პირობას უყენებდნენ!
გია აბაშიძე: Credit Suisse-ზე-მთავარი მოწმის გაქრობა სპეცსამსახურის ხელწერაა
თამთა მეგრელიშვილი: კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ინტერესებს არ გადააყოლებდა არანაირ თანხას!
არქივი