თამთა მეგრელიშვილი მალგოჟატა გოშევსკას განცხადებაზე: წამების ევროპული კომიტეტის შეფასებით, საქართველოს ციხეებში არასათანადო მოპყრობის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
356 17 ივნისი 2022, 12:01

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, მალგოჟატა გოშევსკას განცხადებებას ეხმიანება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას მძიმედ აფასებს. 

მეგრელიშვილი მას ახსენებს, რომ წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის შეფასებით, საქართველოს ციხეებში არასათანადო მოპყრობის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა,  დელეგაციას არ მიუღია ინფორმაცია ციხის თანამშრომლების მხრიდან პატიმრების არასათანადო მოპყრობის არცერთ ფაქტზე.

„პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე მალგოჟატა გოშევსკა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას მძიმედ აფასებს თუმცა ამის კომპეტენცია არ გააჩნია. "რამდენიმე თვეა, ვცდილობ დავეხმარო  ჩემს დიდ მეგობარს"- ამბობს ის. აღიარებს, რომ მიმართა საერთაშორისო ინსტიტუციებსა და ორგანიზაციებს მაგრამ ამას რეალური შედეგი არ მოჰყოლია. ისმის კითხვა - რატომ?! პასუხი- იმიტომ რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და კანონის წინაშე ყველა თანასწორია. პასუხი - წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის შეფასებით, საქართველოს ციხეებში არასათანადო მოპყრობის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა,  დელეგაციას არ მიუღია ინფორმაცია ციხის თანამშრომლების მხრიდან პატიმრების არასათანადო მოპყრობის არცერთ ფაქტზე.  შესაბამისად დაიმსხვრა მითი მიხეილ სააკაშვილისადმი არასათანადო მოპყრობაზეც. მინაწერი: ქალბატონო, მოდით გადავხედოთ ევროპულ პრაქტიკას ჩეუშესკო და მილოშევიჩი, ჟააკ შირაკი და სარკოზი, ბერლუსკონი ევროპელი ლიდერები იყვნენ თუ არ იყვნენ? პასუხი- დიახ, იყვნენ. კანონმა ევროპელობის გამო რომელიმე მათგანი დაინდო?! პასუხი- არა. თითოეული მათგანი გასამართლდა საკუთარი ქვეყნის სასამართლოს მიერ.  ანუ ყველა სამართლებრივ სახელმწიფოში კანონი ყველასთვის ერთნაირი დავალებაა. წერტილი!“- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ლატარია: გვარამიას პროკურორობის დროს იყო ყველაზე მძიმე მმართველობა საქართველოში, ასეთი დიქტატურა საქართველოს ისტორიას არ ახსოვს და მაოცებთ ის ახალგაზრდები, ვინც მასთან დგახართ
ნიკა გვარამია: ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რომელსაც ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები
ზურაბ ქადაგიძე: საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს - საფრანგეთზეც მოახდინა გავლენა კრემლმა და რუსული კანონიც მიაღებინა
დავით ქართველიშვილი: სულ ამერიკული FARA-ს იმედით ვერ ვიქნებით, რომელიც ადგილობრივი მავნებლების მიერ საქართველოს ინტერესების საზიანოდ და „უპრაგონოდ“ თანხების ხარჯვის თაობაზე ინფორმაციას გვაწვდის - ყველას საკუთარი კანონი უნდა ჰქონდეს
ლევან ნიკოლეიშვილი: მაინტერესებს, იმ ექსპერტების კეთილსინდისიერებაზე ვინ არის პასუხისმგებელი, ვინც ევროკავშირმა გამოაგზავნა საქართველოში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად
არქივი