არ შეიძლება შერჩევითი, ანგაჟირებული ანალიზი ერთსა და იმავე განცხადებაზე! ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა ის, რასაც დიდი ხანია გვეუბნებიან ნატოელი პარტნიორები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
53 21 ივნისი 2022, 21:31
“ნატო-ს დებულება მკაფიოდ ამბობს, რომ მხოლოდ იმ ქვეყანას შეუძლია ალიანსში გაწევრიანება, რომელსაც არ აქვს ტერიტორიული დავები/პრობლემები. პრემიერმა  ღარიბაშვილმა გააკეთა ძალიან ღირსეული განცხადება - საქართველო არ შეეგუება ტერიტორიების დაკარგვას!”-  ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრემიერ-მინისტრის მიერ დოჰაში გაკეთებული განცხადების შესახებ სხვადასხვა სახის ინტერპრეტაციებს. 

“უტრირებულია და მიზანმიმართულად დამახინჯებულია პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადების ინტერპრეტაცია ნატო-ში გაწევრიანებაზე თითქოსდა  უარის თქმის შესახებ.
ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, ჯერ ეს საკითხი უნდა გადავწყვიტოთ და შემდეგ გავხდეთ ნატო-ს წევრი, ეს არის ნატო-ს წევრი ქვეყნების მოსაზრება.

სწორედაც რომ 15 წელიწადია გვესმის ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან, წევრები ქვეყნების ლიდერებისგან ის, რაც დღეს თქვა საქართველოს მთავრობის მეთაურმა დოჰაში (კატარი). 

ნატო-ს დებულება მკაფიოდ ამბობს, რომ მხოლოდ იმ ქვეყანას შეუძლია ალიანსში გაწევრიანება, რომელსაც არ აქვს ტერიტორიული დავები/პრობლემები. პრემიერმა  ღარიბაშვილმა გააკეთა ძალიან ღირსეული განცხადება - საქართველო არ შეეგუება ტერიტორიების დაკარგვას!

მეტიც, საქართველო არასოდეს განიხილავს ზოგიერთი დასავლელი ანალიტიკოსის მოსაზრებას (ამას ალიანსის მაღალჩინოსნები არ იზიარებენ), რომ თითქოს გაწევრიანების შემთხვევაში, ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი [ყველა ერთისათვის] დროებით არ გავრცელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ვიდრე რუსეთთან კონფლიქტი მშვიდობიანად არ მოგვარდება.

არ შეიძლება შერჩევითი, ანგაჟირებული ანალიზი ერთსა და იმავე განცხადებაზე! ვიმეორებ - ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა ის, რასაც დიდი ხანია გვეუბნებიან ნატოელი პარტნიორები. თუ მავანს არ მოწონს არსებული მთავრობა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლოგიკა და აღქმის უნარი დაიბლაგვოს”- წერს აბაშიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: არავინ შეიყვანოს შეცდომაში დღევანდელი აქციის ლამაზად შეფუთულმა ლოზუნგებმა „არაძალადობრივი,“ „შინ ევროპისკენ“ „ეროვნული თანხმობის მთავრობა“ და ა.შ. სინამდვილეში ყველაფერი, სწორედ პირიქით არის
რატი იონათამიშვილი: ანრის და სხვების ოჯახების მიმართ მუქარა და ამაზრზენი პროვოკაცია რომ გადაფარონ, ახალ, „საღადაო" ფეიკებს იგონებენ, თემის გადასაფარად, თუმცა, ეგაა ნაცის ბუნება
გია აბაშიძე: რადიო „თავისუფლების“ მორიგი ,,ნაცმოძური“ ანუ ანტიქართული გამოხტომა. თუმცა, როცა საზოგადოების უდიდესი აღშფოთება და ლანძღვა-გინება მიიღეს, შეცვალეს სათაურზე მინაწერი
დავით ქართველიშვილი რადიო თავისუფლებაზე: უკრაინის ნაკრების მწვრთნელის უხამს საქციელს, ამ ე.წ. მედიასაშუალებამ ისეთი ამაზრზენი სარჩული მიაკერა, სადაც ჩვენთვის ნაცნობი პოლიტიკური შეფასება იკითხებოდა: რა "უსამართლოდ" ექცევა საქართველო ომში მყოფ უკრაინას უკვე სპორტის სფეროშიც კი
ამაზე დიდი მტრობა საკუთარი ქვეყნის რა უნდა იყოს, როცა საქართველოს წარუმატებლობა გიხარია. მიშას არცერთ ტელევიზიას, არ გაუშუქებია უკრაინის ნაკრების მწვრთნელის უბინძურესი საქციელი
არქივი