ვლადიმერ ბოჟაძე: სამწუხაროა რომ სამოქალაქო სექტორის ნაწილს და ოპოზიციურ მედიას გონია, რომ ვინმეს მათსავით მოკლე მეხსიერება აქვს. ყველაფერი კარგად გვახსოვს ამიტომ, ხშირად შეგახსენებთ ვის ეკუთვნოდა საქართველო 2003-2012 წლებში და რა უბედურება მოუტანეს ჩვენს სამშობლოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
289 28 ივნისი 2022, 14:32
„მთელი საქართველო დავით იაკობაშვილს იცნობს როგორც დავით კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორს. სწორედ მას მიყიდა 2014 წელს, საქართველოს ბიუჯეტის და ქართული ჯარის ფულის მომპარავმა კეზერამ, თუმცა, დღეს ელენე გავრილოვნა ხოშტარია ამბობს, რომ დავით იაკობაშვილი, რომელიც რუსეთთან სერიოზული კავშირებით გამოირჩევა, თურმე კეზერაშვილის კი არა სხვების ბიზნესპარტნიორი ყოფილა, ის სხვები კიდევ სხვების და იმ სხვებს აქვთ სავარაუდოდ კავშირი საქართველოსთანო“- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით გვახსოვს ვინ იყო სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი, კეზერაშვილი და ძმანი მათნი და რა უბედურება მოუტანეს ჩვენს სამშობლოს.
„მთელი საქართველო დავით იაკობაშვილს იცნობს როგორც დავით კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორს. სწორედ მას მიყიდა 2014 წელს, საქართველოს ბიუჯეტის და ქართული ჯარის ფულის მომპარავმა კეზერამ, ბიზნესმენებისთვის წართმეული ბენზინგასამართი სადგურების ქსელი. ქართული ბიზნესის რეკეტს და წართმეული ბენზინგასამართი სადგურების კეზერას ხელში გადასვლას ადასტურებს ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" და ფონდი ,,ღია საზოგადოება საქართველოს"(სოროსის ფონდი) მიერ 2012 წელს გამოცემული კვლევა ,,ვის ეკუთვნოდა საქართველო 2003 2012 წლები"- ავტორი; პოლ რიმპლი. თუმცა, დღეს აღმოჩნდა რომ და ამას ამბობს ელენე გავრილოვნა ხოშტარია, დავით იაკობაშვილი, რომელიც რუსეთთან სერიოზული კავშირებით გამოირჩევა, თურმე კეზერაშვილის კი არა სხვების ბიზნესპარტნიორი ყოფილა, ის სხვები კიდევ სხვების და იმ სხვებს აქვთ სავარაუდოდ კავშირი საქართველოსთანო. სამწუხაროა რომ სამოქალაქო სექტორის ნაწილს და ოპოზიციურ მედიას გონია, რომ ვინმეს მათსავით მოკლე მეხსიერება აქვს, არადა ყველაფერი ძალიან კარგად გვახსოვს და ვიცით, ამიტომ ხშირად შეგახსენებთ ,,ვის ეკუთვნოდა საქართველო 2003-2012 წლებში, ვინ იყო სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი, კეზერაშვილი და ძმანი მათნი და რა უბედურება მოუტანეს ჩვენს სამშობლოს!“- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი ხუნდაძე „ხალხის ძალის“ წერილზე: ასეთი ამოცანის წინაშე ვდგავართ: ერთი - დავიცვათ თავი, რომ არ გავეხვიოთ ომის ქარცეცხლში და არ მივიღოთ მეორე უკრაინიზაცია; მეორე - გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანა არ მივიყვანოთ ეკონომიკურ კრიზისამდე
ზაალ ანჯაფარიძე: ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს „გამჭვირვალობის კანონის“ მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება, საიდანაც გამოჩნდება საზოგადოების რა ნაწილი უჭერს მხარს კანონს და დაუყოვნებლივ დაიწყოს საჯარო დებატები ოპონენტებთან
დავით ქართველიშვილი: პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობის გამო დაკავებული ელისაშვილის დაზიანებულ ტუჩს მისტირიან ისინი, ვისთვისაც მისი „მუშტი" ისეთივე „წმინდა გრაალად" უნდა იქცეს, როგორც ამერიკაში დაკავებისას ლიკვიდირებული ნარკოდილერის, ჯორჯ ფლოიდის პატივსაცემად ეროვნული დღესასწაულის დაწესება
დიმიტრი ხუნდაძე: ვიოლა ფონ კრამონმა გაამხილა მათი გეგმები - მისი თქმით, „გაყალბებული არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება“ იგეგმებოდა
დავით ქართველიშვილი: „დაუძინებელი დაქალი“ ვიოლა ფონ კრამონი ძალიან „ზრუნავს“ ბიძინა ივანიშვილის დანაზოგებზე
არქივი