დავით ქართველიშვილი - სამწუხაროა, რომ ჟორიკა რურუას დეკრიმინალიზაციის ერთ-ერთი ხელშემწყობი საელჩო, ესოდენ მნიშვნელოვან ზეიმზე წარსულში არანაკლებად ცნობილ კრიმინალს, მკვლელს და დანაშაულის გამპრავებელს ეპატიჟება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
197 30 ივნისი 2022, 22:40

სამწუხაროა, რომ ჟორიკა რურუას დეკრიმინალიზაციის ერთ-ერთი ხელშემწყობი საელჩო, ამ ჯერზეც ესოდენ მნიშვნელოვან ზეიმზე წარსულში არანაკლებად ცნობილ კრიმინალს, მკვლელს და დანაშაულის გამპრავებელს ეპატიჟება თითქოს და ნორმალურ და წინასწარ შესწავლილ საზოგადოებაში - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

„აშშ-ს საელჩოში დღეს განვითარებულ, დარწმუნებული ვარ - გამიზნულ, წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას არავითარ შემთხვევაში "შემთხვევითობის" ჭრილში არ გავატარებ. უბრალოდ არ მინდა მჯეროდეს და ვერც დავიჯერებ, რომ თავად საელჩოს პერსონალს ამ ინციდენტთან შეიძლება ჰქონოდა თუნდაც ირიბი კავშირი, რამეთუ ეს უკვე ფსკერი იქნებოდა. ინფორმაცია - მწირია. ანრი ოხანაშვილს, პარლამენტის ერთ-ერთი საკვანძო კომიტეტის თავმჯდომარეს, მოწესრიგებულ, ევროპული განათლების მქონე ადამიანს თურმე ხელი გაურტყია ტვ პირველის მფლობელ ვატო წერეთლისთვის ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ წვეულებაზე.
დიდი ალბათობით, უამრავი ვიდეოკამერები ამ ინციდენტის აუდიოფორმატს ვერ დააფიქსირებდნენ, თუმცა დიდი ალბათობით ვატო წერეთლის მხრიდან ადგილი ექნებოდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ან გინებას, რომელსაც ქართველი მამაკაცი გენეტიკურ დონეზე შესაბამისად უპასუხებდა. სამწუხაროა, რომ ჟორიკა რურუას დეკრიმინალიზაციის ერთ-ერთი ხელშემწყობი საელჩო, ამ ჯერზეც ესოდენ მნიშვნელოვან ზეიმზე წარსულში არანაკლებად ცნობილ კრიმინალს, მკვლელს და დანაშაულის გამპრავებელს ეპატიჟება თითქოს და ნორმალურ და წინასწარ შესწავლილ საზოგადოებაში.
ისეთი ილეთებით ცდილობენ უკვე ქვეყნის პოლიტიკურ "დეპოლარიზაციაში" თავისი წვლილის შეტანას, ყოველდღიური გამაოგნებელი განცხადებებით, თუ (ღმერთმა ქნას, ვცდებოდე) პროვოკაციების, თუნდაც ირიბი ხელშეწყობით - რომ როგორც ვატყობ, აქ მალე ქვა ქვაზე არ დარჩება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, ეს განზრახვები წინმსწრებად უნდა ამოვიკითხოთ, აღვკვეთოთ ან თავიდან ავიცილოთ. ბრძენი სოლომონ მეფისა არ იყოს - ესეც ჩაივლის, ხოლო საქართველო ამ შემოტევასაც მოიგერიებს“ - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ხდება უნგრეთი, როგორ გგონიათ, ქვეყანა რომელიც მთავარ პარტნიორად კავკასიაში განიხილავს საქართველოს და ორბანი, რომელიც კობახიძეს გროსმაისტერად მოიხსენიებს, ვიზალიბერალიზაციას შეგვიჩერებს?!
დავით ქართველიშვილი: ვინც 28-ში პროტესტის ნიშნად დააიგნორებს „რუსულ ბზობას", ყველანი რესპუბლიკის მოედანზე, რომელსაც ნაცებიც კი აღარ მოიხსენიებენ „ვარდების რევოლუციის მოედნად"
ზურაბ ქადაგიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ იმისათვის, რომ 2012 წლის შემდეგ საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების ხარჯზე იცავს საქართველოში მშვიდობას, ხოლო მოითხოვენ სააკაშვილის უპირობო თავისუფლებას, რომელმაც შექმნა მოძალადე სისტემა
დავით ქართველიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიეს - ამით დასრულდა ზღაპარი მათ მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემის თაობაზე
ლევან ნიკოლეიშვილი: საქართველოს დაპყრობა ბევრჯერ სურდათ ეროვნული იდენტობის წაშლითა და სარწმუნოებასთან დაშორებით - ხელისუფლის პრინციპულობით, სარწმუნოებისა და იდენტობის განმტკიცებით და სამშობლოს სიყვარულით, ოკუპაცია არა თუ დროებითია, არამედ საბოლოოდ კიდეც სრულდება
არქივი