დავით ქართველიშვილი რადიო თავისუფლებაზე: უკრაინის ნაკრების მწვრთნელის უხამს საქციელს, ამ ე.წ. მედიასაშუალებამ ისეთი ამაზრზენი სარჩული მიაკერა, სადაც ჩვენთვის ნაცნობი პოლიტიკური შეფასება იკითხებოდა: რა "უსამართლოდ" ექცევა საქართველო ომში მყოფ უკრაინას უკვე სპორტის სფეროშიც კი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
194 02 ივლისი 2022, 11:43
ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში “რადიო თავისუფლების” შეცვლილ ე.წ. სქრინს აქვეყნებს, რომელიც გუშინდელ საქართველო-უკრაინის საკალათბურთო მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარ ინციდენტს ეხმიანება.
მისი თქმით არც ერთ ოპპომედიას არც გუშინ, არც დღეს მცდელობაც კი არ ჰქონია ამ ინციდენტისთვის წმინდა სპორტული ახსნა მოეძებნათ, მით უმეტეს რომ უკრაინის კალათბურთის ფედერაციამ ქართულ დელეგაციას თავისი ბოდიში უკვე მოუხადა.
“ამას არ ჰქვია ჟურნალისტური სტანდარტი. ამას ჰქვია Real TV-ს სკოლა, რომელიც მიმართულია თუნდაც არსებული სკანდალური, უსიამოვნო ფაქტის აშკარად ისეთ პროვოკაციულ, დამახინჯებულ კალაპოტში გადასაყვანად - რომელიც მკითხველში აღძრავს სრულიად სხვა, ცეცხლში ნავთის დასხმის ტიპის ემოციებს. შეადარეთ პირველი ჰედლაინი, რომელიც შემდგომ გააქრეს და რომელიც "ომის პარტიის" მესიჯბოქსებში ჯდება - იმ მეორესთან. წმინდა სპორტული ეპიზოდით გამოწვეული უკრაინის ნაკრების ლატვიელი მწვრთნელის უხეშ, უხამს და არასპორტულ საქციელს, ამ ე.წ. მედიასაშუალებამ ისეთი ამაზრზენი და გაუკუღმართებული სარჩული მიაკერა, სადაც ჩვენთვის უკვე ნაცნობი ლამის პოლიტიკური შეფასება იკითხებოდა: რა "უსამართლოდ" ექცევა საქართველო ომში მყოფ უკრაინას უკვე სპორტის სფეროშიც კი. არც ერთ ოპპომედიას არც გუშინ, არც დღეს მცდელობაც კი არ ჰქონია ამ ინციდენტისთვის წმინდა სპორტული ახსნა მოეძებნათ, მით უმეტეს რომ უკრაინის კალათბურთის ფედერაციამ ქართულ დელეგაციას თავისი ბოდიში უკვე მოუხადა და ეს უსიამოვნება მოთამაშეების დონეზე არანაირად არ გავრცელებულა. "ქართველები უკრაინელებს დაუპირისპირდნენ" - ეს სათავისოდ სასურველი ნარატივი მიიღეს და "კარწინკა" რატომ უნდა გაეფუჭებინათ? ამაზრზენია ყოველივე ეს, როგორც ის ყველაფერი, რასთანაც შეხებაში შედის ეს მავნებელი ძალა”- წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია: ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რომელსაც ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები
ზურაბ ქადაგიძე: საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს - საფრანგეთზეც მოახდინა გავლენა კრემლმა და რუსული კანონიც მიაღებინა
დავით ქართველიშვილი: სულ ამერიკული FARA-ს იმედით ვერ ვიქნებით, რომელიც ადგილობრივი მავნებლების მიერ საქართველოს ინტერესების საზიანოდ და „უპრაგონოდ“ თანხების ხარჯვის თაობაზე ინფორმაციას გვაწვდის - ყველას საკუთარი კანონი უნდა ჰქონდეს
ლევან ნიკოლეიშვილი: მაინტერესებს, იმ ექსპერტების კეთილსინდისიერებაზე ვინ არის პასუხისმგებელი, ვინც ევროკავშირმა გამოაგზავნა საქართველოში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად
ნინო ფოჩხუა: საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, შეიქმნას ლობისტების რეესტრი ანუ „რუსული" კანონი მოიყვანოს მოქმედებაში
არქივი