რატი იონათამიშვილი: ანრის და სხვების ოჯახების მიმართ მუქარა და ამაზრზენი პროვოკაცია რომ გადაფარონ, ახალ, „საღადაო" ფეიკებს იგონებენ, თემის გადასაფარად, თუმცა, ეგაა ნაცის ბუნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
290 02 ივლისი 2022, 22:36

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში ანრი ოხანაშვილის მიმართ განხორციელებულ პროვოკაციას ეხმიანება და წერს, რომ თემის გადასაფარად, ახლა „საღადაო" ფეიკებს იგონებენ.

იონათამიშვილის თქმით, ვინც ამას აკეთებს, ჭუტაზე არანაკლებად ამორალური და მისი თანამონაწილეა ამ სიბინძურეში, თუმცა, ეგაა ნაცის ბუნება!..

,,ანრის და სხვების ოჯახების მიმართ მუქარა, უკანასკნელი, გაუგონარი სიტყვებით გინება და ამაზრზენი პროვოკაცია რომ გადაფარონ, ახალ, და ვითომ, "საღადაო" ფეიკებს იგონებენ, თემის გადასაფარად.
ვინც ამას აკეთებს, ჭუტაზე არანაკლებად ამორალური და მისი თანამონაწილეა ამ სიბინძურეში, თუმცა, ეგაა ნაცის ბუნება!” - წერს იონათამიშვილი Facebook -ზე.

ამერიკის საელჩოს შენობაში „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანრი ოხანაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საბა ჯულაყიძე: ისევ პროვოკაციის მოწყობა გადაწყვიტეს „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებმა პრემიერ ირაკლი კობახიძის ლექციაზე - ღირსეული პასუხი გასცეს სტუდენტებმა, ყოველ ჯერზე საკადრის პასუხს მიიღებენ
დავით ქართველიშვილი: ჩვენი მართლაც რომ თავისუფლებისთვის თავდადებული გმირების უკვდავი სულების მიმართ ბოდიშისა და პატივისცემის ნიშნად ობელისკს და მიმდინარე ტერიტორიას ხელახლა ვაკურთხებდი
ეკა სეფაშვილი: კელი დეგნანს ვურჩევ, სწორი ინფორმაცია მოიპოვოს
ნინო ფოჩხუა რადიკალებზე: მათ უკან დასახევი არ აქვთ, მაგრამ არაფერი გამოუვათ, ხალხი ყველაფერს ხედავს, ისმენს და სწორ დასკვნებსაც აკეთებს
გია აბაშიძე: NED და EED ქართული საზოგადოებისთვის დღემდე არიან კარჩაკეტილნი, ასპონსორებენ "ნაცრადიკალებს" და გაუგონარი უტიფრობით აქეთ უყენებენ პრეტენზიებს დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებას
არქივი