დავით ქართველიშვილი: ებრძვიან ყველას და ყველაფერს, რაც ამ გარდაუვალ პროცესთან არის დაკავშირებული. პირველი, რითაც ინტერესდებიან - ცოცხალია თუ არა ჯერ კიდევ საქართველოს პატრიარქი და შეიყვანეს თუ არა ივანიშვილი სასანქციო პაკეტში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
298 11 ივლისი 2022, 15:55
„მსოფლიო ომების ფონზე ერთადერთი რასაც სერიოზულად, დაუღალავად და მიზანმიმართულად ებრძვის - ეს არის "იბერიის გაბრწყინება". ებრძვიან ყველას და ყველაფერს, რაც ამ გარდაუვალ პროცესთან არის დაკავშირებული“- ასე გამოეხმაურა ექსპერტი დავით ქართველიშვილი ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას განცხადებას, რომელიც აცხადებს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ მოწოდება ბიძინა ივანიშვილს ეხება. 

„ამას ავად მყოფობაც აღარ ჰქვია. გინდა არ გინდა გადაყავხარ ესქატოლოგიურ პერიოდში, თითქოს მსოფლიოს "ბატკნებად" და "ციკნებად" დიდ სამსჯავროზე წარდგენის ჟამი უკვე გვიახლოვდება და ანტიქრისტესიული პლანეტის მთელი ძალისხმევა მიმართულია საქართველოზე, რომელმაც ბოლო 10 წლის განმავლობაში დაიწყო ისეთ კატეგორიებში განმტკიცება, როგორიც არის მართლმადიდებლობის უზენაესობა, ეროვნული თავმოყვარეობა, იდენტობა, ტრადიციონალიზმი - რაც პლანეტას არა თუ დაკარგული აქვს, არამედ რისი რენესანსის არანაირი სურვილიც არ გააჩნია.
იქმნება იმის სრული სიურეალისტური შთაბეჭდილება, რომ მსოფლიო, საკუთარი კრიზისის, ომების ფონზე ერთადერთი რასაც სერიოზულად, დაუღალავად და მიზანმიმართულად ებრძვის - ეს არის "იბერიის გაბრწყინება", რომელიც მან არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას. ებრძვიან ყველას და ყველაფერს, რაც ამ გარდაუვალ პროცესთან არის დაკავშირებული. თითქოს, ყოველ დილით, პირველი, რითაც ინტერესდებიან - ცოცხალია თუ არა ჯერ კიდევ საქართველოს პატრიარქი და შეიყვანეს თუ არა ივანიშვილი სასანქციო პაკეტში.
განკაცებული ეშმაკების ხილვის პერიოდიც დაგვიდგა, ამის "სიამოვნება" ყოველდღიურად გვაქვს შინ თუ გარეთ. მათი ბელადის ლპობა და აყროლება - მათი შინაგანი მდგომარეობის სიმბოლოა. მათ იბერიის არც ერთი წარმატება თუ სახალხო ზეიმი - დიდი ხანია აღარ ახარებს, ეს ყველაფერი მათ ლპობის პროცესებს აჩქარებს მხოლოდ, ივანიშვილი კი ამ პროცესების მთავარ კატალიზატორად მიაჩნიათ, ამიტომაც ებრძვიან გაშმაგებულად...“ - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ლატარია: გვარამიას პროკურორობის დროს იყო ყველაზე მძიმე მმართველობა საქართველოში, ასეთი დიქტატურა საქართველოს ისტორიას არ ახსოვს და მაოცებთ ის ახალგაზრდები, ვინც მასთან დგახართ
ნიკა გვარამია: ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რომელსაც ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები
ზურაბ ქადაგიძე: საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს - საფრანგეთზეც მოახდინა გავლენა კრემლმა და რუსული კანონიც მიაღებინა
დავით ქართველიშვილი: სულ ამერიკული FARA-ს იმედით ვერ ვიქნებით, რომელიც ადგილობრივი მავნებლების მიერ საქართველოს ინტერესების საზიანოდ და „უპრაგონოდ“ თანხების ხარჯვის თაობაზე ინფორმაციას გვაწვდის - ყველას საკუთარი კანონი უნდა ჰქონდეს
ლევან ნიკოლეიშვილი: მაინტერესებს, იმ ექსპერტების კეთილსინდისიერებაზე ვინ არის პასუხისმგებელი, ვინც ევროკავშირმა გამოაგზავნა საქართველოში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად
არქივი