თამთა მეგრელიშვილი - ა.შ.შ.-ს წარმომადგენელი ქალბატონი კელი დეგნანი და ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი უკვე დაუფარავად ერევიან ქართულ მართლმსაჯულებაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
322 15 ივლისი 2022, 13:36
მაიკლ გალერი პირდაპირ ზეწოლას ახდენს სასამართლოზე და აშკარად მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს, რომ მომავალი კვირის სამშაბათს ანუ 19 ივლისს, როცა სასამართლო სხდომაა ჩანიშნული, პირველივე განხილვაზე გაამართლოს გვარამია. სამწუხაროა, რომ პროცესის მიმართ დამახინჯებული მიდგომები გახდა ა.შ.შ.-სა და ევროპარლამენტის ხელწერა - წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ  ქსელში მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე.

მისი თქმით, ყველამ უნდა გაიაზროს, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, სახელმწიფოებრივი პრინციპებითა და მიდგომებით. ასევე არც ერთი ქვეყნის ელჩი, მათ შორის არც ა.შ.შ.-ს ელჩი არ არის ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის უფროსი.


„ა.შ.შ.-ს წარმომადგენელი ქალბატონი კელი დეგნანი და ევროპარლამენტარი
მაიკლ გალერი უკვე  დაუფარავად ერევიან ქართულ მართლმსაჯულებაში.
მას შემდეგ რაც ნ. გვარამიას საქმეზე გამოცხადდა განაჩენი, ა.შ.შ.-ს ელჩის დავალებით საქმის მოსამართლეს ლაშა ჩხიკვაძეა შეხვდა ა.შ.შ.- ს საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი(ა.შ.შ.-ს იუსტიციის დეპარატამენტის ხაზით კევინ ბურკი) რომელმაც საუბრისას გამოიკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მოითხოვა განმარტება - თუ რატომ იქნა ნიკა გვარამიას მიმართ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი.
მოსამართლისაგან მისთვის არასასურველი პასუხების მოსმენის შემდეგ კი მან მოსმართლეს მოახსენა, რომ ის ჩახსნილი იყო ა.შ.შ -ს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროგრამიდან რომლითაც (მოსამართლეებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ ამერიკელი მოსამართლეების საქმიანობის პრაქტიკას, საქმის წარმოების წესსა და პრაქტიკას).
ამის პარალელურად ევროპარლამენტარი
მაიკლ გალერი პირდაპირ ზეწოლას ახდენს სასამართლოზე და აშკარად მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს, რომ მომავალი კვირის სამშაბათს ანუ 19 ივლისს, როცა სასამართლო სხდომაა ჩანიშნული, პირველივე განხილვაზე გაამართლოს გვარამია.
სამწუხაროა, რომ პროცესის მიმართ დამახინჯებული მიდგომები გახდა ა.შ.შ.-სა და ევროპარლამენტის ხელწერა.
ყველამ უნდა გაიაზროს, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, სახელმწიფოებრივი პრინციპებითა და მიდგომებით.
ასევე არც ერთი ქვეყნის ელჩი, მათ შორის არც ა.შ.შ.-ს ელჩი არ არის ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის უფროსი.
ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელმწიფოებრივი გამოცდილება, მყარი ინსტიტუციები. 
კი, ღია ვართ საჭირო რეფორმებისათვის თუმცა ეს კონკრეტულ საკითხებში პირდაპირ ჩარევასა და "ძალადობით პოლიტიკას" გამორიცხავს.“ - წერს მეგრელიშვილი facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი: შეერთებული შტატების პოლიტიკა დამყარებულია იმაზე, თუ მსოფლიოში როგორ მიაღწევს იმ მიზნებს, რა მიზნებიც მას გააჩნია. ევროკავშირი არის ის ორგანიზაცია, რომელიც, ღიად შეიძლება ითქვას, ტრამპს მაინცდამაინც არ სიამოვნებს
ზურაბ ქადაგიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: მათ მიერ მართული პროცესი მივიდა იმ კულმინაციამდე, რომ ეგზისტენციალური საკითხი დგას უკვე, ან აგრძელებენ მოქმედებას, ან საერთოდ ასრულებენ ყველაფერს
შალვა პაპუაშვილი: საგანგაშოა, რომ ევროკავშირის საელჩოს დღემდე არც ერთხელ არ დაუგმია მისი დაფინანსებული პირებისგან მომდინარე ძალადობა, სიძულვილი და დეზინფორმაცია
დავით ქართველიშვილი რადიკალებზე: წლების განმავლობაში მათ პოლიტიკურ აქტივობას ასაზრდოებდა ამა თუ იმ ფონდებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შემოსული ფულის ნაკადი
ზონდერებსა და ბიზნეს - რეკეტიორ პერსონებზე არანაკლებ დამნაშავეები, ის ე.წ. ჟურნალისტები არიან, ვინც სააკაშვილის სისტემას ასულდგმულებდნენ და ახლა, თავისუფალი სიტყვისა და დემოკრატიის სახელით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობენ
არქივი