ის, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
191 26 ივლისი 2022, 13:02
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთაში დაგეგმილ პროექტს გამოეხმაურა.

„ის, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა. ჩვენ ვხედავთ ამ მოვლენებზე ხალხის მძაფრ რეაქციას. ეს უწყვეტი ოკუპაციის შედეგია. კატეგორიულად ვგმობ და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოვუწოდებ“, - წერს პრეზიდენტი.


ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების პროექტით, 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49- წლიანი იჯარით გადაეცემა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ სააკაშვილი - ქალბატონმა პრეზიდენტმა გორში მე და სტალინი ერთმანეთს შეგვადარა და ჩემს მშობლიურ გორელებს ორივეს დავიწყება ურჩია - ერთი ადამიანია, რომელიც სტალინს და მე ვერაფრით გვივიწყებს - მას ვლადიმერ პუტინი ჰქვია
გიორგი არველაძე „ნაციონალურ მოძღაობაზე“: პარტია განადგურებულია, მისი ავტორიტეტი ფეხქვეშ გათელილი, ერთადერთი ემოცია რასაც ხალხში იწვევთ არის დაცინვა
დავით ქართველიშვილი: ზურაბიშვილმა შეიძლება ამ „არა და არასდროს“ ფრაზას არ გადააბიჯოს მაგრამ გამონაკლისის სახით სააკაშვილის საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს
გამოვდივარ ინიციატივით, შედგეს პეტიცია, რომელსაც, პირველ რიგში, ხელს მოაწერენ სტუდენტები, ასევე მათი ოჯახის წევრები და აქტივისტები
დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: პრეზიდენტმა ტრადიციული გაუგებარი და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებით გაგვახარა
არქივი