რომან გოცირიძე ივანიშვილის წერილზე - კელი დეგნანთან საუბრის შინაარსის საიდუმლოდ დატოვება კვლავ არის შანტაჟის გაგრძელება, დასავლეთზე თავდასხმა ერთადერთი მიზნით - არ მოიხსენიონ ოლიგარქად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
221 27 ივლისი 2022, 11:03
უკრაინაში ომმა ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობას ნიღაბი საბოლოოდ ახადა - ახლა მან თავად უნდა აირჩიოს, როგორ დათმობს მიტაცებულ ძალაუფლებას, როგორ წავა ხელისუფლებიდან: მსუბუქად, მძიმედ თუ ძალიან მძიმედ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წერილთან დაკავშირებით წერს.

მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის წერილის მთავარი სათქმელი იყო ის, რომ „ვიღაცებს საქართველოს ომში ჩართვა უნდოდა“.

რომან გოცირიძის თქმით, ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ს ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრა დაადასტურა და საუბრის შინაარსი საიდუმლოდ დატოვა, დასავლეთზე თავდასხმას ნიშნავს ერთადერთი მიზნით, რომ ის ოლიგარქად არ მოიხსენიონ და მის არაფორმალურ ძალაუფლებას არ შეეხონ.

„როგორც ვვარაუდობდით, „ის ბრძენი კაციც“ გამოჩნდა. რა იყო ბიძინა ივანიშვილის წერილის მთავარი სათქმელი? ის, რომ ვიღაცებს საქართველოს ომში ჩართვა უნდოდა. თურმე ომის საფრთხე რუსეთიდან კი არ მოდის, არამედ სხვებისგან, რომლებიც იმდენს უჩხიკინებენ პუტინს, რომ იმ წესიერ კაცს შემოეპყობა კიდევაც ქვეყანა. ასე ამბობდა 2008 წლის აგვისტოს ომზეც, ასე ამბობენ მისი ენით მოლაპარაკეები “ოცნებიდან” რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის შესახებ-თურმე უკრაინამ ვერ აიცილა თავიდან ომი (როგორც მაშინ საქართველომ), ანუ უკრაინაა დამნაშავე.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრას, დაადასტურა, რომ ასეთი შეხვედრა შედგა, თანაც სრულადაც, რომ სამი საათიო. დროის ამ ხანგრძლივობით ირიბად მიანიშნებს საუბრის თემის სირთულეზე და შესაძლო ზეწოლაზე. ისე, იმ სამი საათიდან ორი საათი სადილს თუ ვახშამს არ მოხმარდებოდა? დაუპურებელს ხომ არ დატოვებდა სტუმარს? “სადილით თუ სადილის გარეშე სამი საათი” - უკვე ახალი თავსატეხი გაუჩინა საზოგადოებას.

რა საკითხზე უნდა ყოფილიყო ელჩის მიერ ზემოქმედების მცდელობა? რადგან საიდუმლოდ ინახავს, გვაფიქრებინებს, რომ ომი უნდოდა რომ დაეწყო, ანუ უნდოდა რომ რუსეთი საქართველოში შემოჭრილიყო, ბიძინა რუსებს პრემიერ-მინისტრად დაესვათ და ამერიკა ამით გახარებული 500 მილიონს დაუბრუნებდა შვეიცარიული ბანკიდან. წერილში ამას ვერ ამოვიკითხავთ, მაგრამ ამაზე „ტროიკები" და სხვები ხომ წერდნენ და ლაპარაკობდნენ? ეს, რა თქმა უნდა, არის აბსურდი, მაგრამ საუბრის შინაარსის საიდუმლოდ დატოვება კვლავ არის შანტაჟის გაგრძელება, დასავლეთზე თავდასხმა ერთადერთი მიზნით - არ მოიხსენიონ ოლიგარქად, არ შეეხონ მის არაფორმალურ ძალაუფლებას და კვლავ ძველებურად მართოს კულისებიდან ქვეყანა, როცა პარლამენტიც თვითონაა, მთავრობაც და მოსამართლეც.

არაფერი გამოუვა. უკრაინაში ომმა საბოლოოდ ახადა ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობას ნიღაბი. მან ქვეყნის კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას გადაუხვია. ახლა მან თავად უნდა აირჩიოს, როგორ დათმობს მიტაცებულ ძალაუფლებას, როგორ წავა ხელისუფლებიდან - მსუბუქად, მძიმედ თუ ძალიან მძიმედ. მაგალითების მოძიება მას არ გაუჭირდება.

სანქცია ნებისმიერ შემთხვევაში არ ასცდება. რაც უკვე ჩაიდინა დასჯადია“, - აცხადებს რომან გოცირიძე.



სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი ხუნდაძე: ანტიდემოკრატიული და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახველი განცხადებები ევროპარლამენტში უნდა დასრულდეს
ლევან ნიკოლეიშვილი: ზურაბიშვილს გრიგორიადისი ჰუმანური მოსაზრებით არ შეუწყალებია, დაავალეს და მანაც აღასრულა, ის, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მავნებელი, თუ ვინმეს განსაკუთრებით მტრობს, ეს ქართველი პოლიციელებია
თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკული Wokism უტევს საქართველოს და ევროპას, აგრესიული ფსევდოლიბერალიზმით ცდილობენ ქვეყნების დამორჩილებას
გია აბაშიძე - უმადურნი არიან ის ცალკეული პირები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილმა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნა და მაინც უკმაყოფილნი არიან რადიკალთა სექტაში
ლევან ნიკოლეიშვილი ფონდი „ქართუს“ ქველმოქმედებაზე: სხვებისგან განსხვავებებით ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი ქვეყნისთვის და ხალხისთვის გააკეთა! ამიტომაც აღიზიანებთ უმადურებს, მავნებლებს და საქართველოს მტრებს
არქივი