რატომ უარყოფდა ელჩი შეხვედრის ფაქტს? ესეც ნიშანდობლივია. პოლიტიკიდან წასულ ივანიშვილთან 3 საათი რაზე უნდა ესაუბრა ელჩს?! ამის განსჯა საზოგადოებისთვის მიმინდია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
246 27 ივლისი 2022, 11:12
ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, საქართველოში აშშ-ს ელჩის  კელი დეგნანის ინიციატივით ის შეხვდა მას და სამ საათზე მეტი ისაუბრეს. აქ საკვანძო სიტყვაა „3 საათი.“ და ის არ არის შემთხვევით ნახსენები - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე  ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს.

მისი თქმით, თუ იმ დროისთვის არსებულ ვითარებას გავაანალიზებთ, რთული  მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ რა იქნებოდა საუბრის მთავარი თემა. დააკვირდით თარიღებს! ელჩთან შეხვედრა 21 მარტს შედგა, ხოლო 26 მარტს კი უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი ფრონტების გახსნა, უკრაინას ძალიან წაადგებოდა.  ივანიშვილის წერილი მკაფიოდ გვეუბნება, თუ რა პასუხს მიიღებდა კელი დეგნანი ომში საქართველოს შესაძლო ჩართვაზე ამა თუ იმ ფორმით.

„ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, საქართველოში აშშ-ს ელჩის  კელი დეგნანის ინიციატივით ის შეხვდა მას და სამ საათზე მეტი ისაუბრეს. აქ საკვანძო სიტყვაა „3 საათი.“ და ის არ არის შემთხვევით ნახსენები.  

რატომ უარყოფდა ელჩი შეხვედრის ფაქტს? ესეც ნიშანდობლივია. და პოლიტიკიდან წასულ ივანიშვილთან 3 საათი რაზე უნდა ესაუბრა ელჩს?!   ამის განსჯა საზოგადოებისთვის მიმინდია. 

თუმცა, იმ დროისთვის არსებულ ვითარებას გავაანალიზებთ, რთული  მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ რა იქნებოდა საუბრის მთავარი თემა. დააკვირდით თარიღებს! ელჩთან შეხვედრა 21 მარტს შედგა, ხოლო 26 მარტს კი უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი ფრონტების გახსნა, უკრაინას ძალიან წაადგებოდა.  ივანიშვილის წერილი მკაფიოდ გვეუბნება, თუ რა პასუხს მიიღებდა კელი დეგნანი ომში საქართველოს შესაძლო ჩართვაზე ამა თუ იმ ფორმით. 

ისევ მოვლენათა ქრონოლოგიას რომ გავყვეთ, სწორედ ამ პერიოდიდან ეწყება ბიძინა ივანიშვილს სერიოზული პრობლემები შვეიცარულ ბანკთან, ამ პერიოდიდან იწყება საქართველოში ე.წ. „ომის პარტიის“ გააქტიურება „ნაცმოძრაობიდან“ და მისი სატელიტებიდან  დაწყებული, საქართველოს თავზე ბომბების მოსურნე „სახალხო დამცველით“ დამთავრებული.
ამას უკვე მოსდევს, ევროპარლამენტარების მოწოდება საქართველოს მოსახლეობას - აირჩიეთ ან ივანიშვილი ან ევროპა! შემდეგ უკვე ევროპარლამენტის ყბადაღებული რეზოლუცია ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით, ევროპული საბჭოს უსაფუძვლო უარი მიანიჭონ საქართველოს კანდიდატის სტატუსი, და ამის ნიადაგზე დასავლეთის ფარული მხარდაჭერით საპროტესტო აქციები ხელისუფლების დასამხობად და „ტექნიკური მთავრობით“ ჩასანაცვლებლად.  

ჩემი მხრივ დავძენ, რომ საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე ბოლომდე მოხსნილი არ არის, რადგანაც სავარაუდოდ გარკვეული მოძრაობები ამ მხრივ კიდევ მიმდინარეობს.  ამიტომაც დავესესხები იულიუს ფუჩიკს და ვიტყვი „ადამიანებო იყავით ფხიზლად!“ - წერს ანჯაფარიძე facebook - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა სეფაშვილი: კელი დეგნანს ვურჩევ, სწორი ინფორმაცია მოიპოვოს
ნინო ფოჩხუა რადიკალებზე: მათ უკან დასახევი არ აქვთ, მაგრამ არაფერი გამოუვათ, ხალხი ყველაფერს ხედავს, ისმენს და სწორ დასკვნებსაც აკეთებს
გია აბაშიძე: NED და EED ქართული საზოგადოებისთვის დღემდე არიან კარჩაკეტილნი, ასპონსორებენ "ნაცრადიკალებს" და გაუგონარი უტიფრობით აქეთ უყენებენ პრეტენზიებს დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებას
დიმიტრი ხუნდაძე: სწორედ დეგნანი იყო ცრუ კამპანიის სათავეში, როდესაც „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შემოვიტანეთ და მას სრულიად უარგუმენტოდ, „რუსული კანონი“ დაარქვა
დიმიტრი ხუნდაძე „ხალხის ძალის“ წერილზე: ასეთი ამოცანის წინაშე ვდგავართ: ერთი - დავიცვათ თავი, რომ არ გავეხვიოთ ომის ქარცეცხლში და არ მივიღოთ მეორე უკრაინიზაცია; მეორე - გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანა არ მივიყვანოთ ეკონომიკურ კრიზისამდე
არქივი