არ მთავრდება ადამიანურ ტრაგედიებზე პოლიტიკური ქულების დაწერა, ყალბი ჭირისუფლობა, მგლოვიარე პოზების მიღება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
283 30 ივლისი 2022, 12:44
,,რა საოცარი ხალხი ვართ. ყველაფერი ვიცით, არაფერში გვჭირდება პროფესიონალების აზრი. არც გამოძიების შედეგებს ველოდებით, ისე გამოგვაქვს განაჩენი,” - ასე ეხმიანება გუშინ, გუდაურში მომხდარ ტრაგედიას facebook მომხმარებელი მაიკო ელოშვილი.

როგორც ელოშვილი წერს, არ მთავრდება ადამიანურ ტრაგედიებზე პოლიტიკური ქულების დაწერა.

,,რა საოცარი ხალხი ვართ. ყველაფერი ვიცით, არაფერში გვჭირდება პროფესიონალების აზრი. არც გამოძიების შედეგებს ველოდებით, ისე გამოგვაქვს განაჩენი. უკვე დახვრიტეს ყველა: ივანიშვილიდან დაწყებული, დამთავრებული - პარაპლანის ბიზნესით დაკავებული ადამიანებით. არ მთავრდება ადამიანურ ტრაგედიებზე პოლიტიკური ქულების დაწერა, ყალბი ჭირისუფლობა, მგლოვიარე პოზების მიღება. სხვა ქვეყნების ფონდებიდან დაფინანსებული "ლეშის ხოჭოებისგან", ვინც გუშინ, კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი და საკუთარი ფან-კლუბის ადამიანურ ემოციებზე ითამაშა, არაფერია გასაკვირი. ეს პოლიტიკური ტექნოლოგიაა. მათ ასე ასწავლეს... მე ის უფრო მაფიქრებს, ვინც მათ ამ ყალბ პათოსს იზიარებს და იწონებს. მეგობრებო, დააკვირდით პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონეთა ფსიქიკურ მდგომარეობას. მათ არამოტივირებულ სიცილს, უადგილო ყვირილს, სახის უცნაურ მიმიკებს, ხელების უკონტროლო ქნევას, არაადეკვატურ მოძრაობებს, ყველა ოპონენტისთვის ტროლების და ბოტების ძახილს. დააკვირდით და იქნებ, აღარ მოგეწონოთ. მერე ნუ გიკვირთ, ქართული პოლიტიკა არცთუ ჯანსაღი ფსიქიკის მქონე პირთა ასპარეზად რომ არის ქცეული და საქართველო - ერთ დიდ ფსიქიატრიულ საავადმყოფოდ. როდემდე?” - წერს ელოშვილი.





სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: „ფეიკებით”, დეზინფორმაციით და ყველა ამორალური გზით ცდილობენ გავლენის მოხდენას - კიდევ უფრო ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, დამოუკიდებლობა და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ
ნინო წილოსანი: გამოცემა „პუბლიკა“ აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას. ამჯერად, ფეიკი მამუკა მდინარაძის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატების გავრცელებაა და ამის კვალდაკვალ, ქალების უფლებების დაცვის მოტივს ამოფარებული აქტივისტების მუქარები
ზურაბ ქადაგიძე: ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებენ, რატომ ცდილობს ფეხბურთელების მოტივაციის ამაღლებას, აქამდე სად იყოო - ივანიშვილი კვლავ გააგრძელებს სიკეთის კეთებას, ეს ხელმოცარული პოლიტიკოსები კი კვლავ ხელმოცარულებად დარჩებიან
დავით ქართველიშვილი: მე მგონი ილიასეული ტრიადიდან, სარწმუნოების შემდეგ - ენაც ამოვარდნილია უკვე: ან ვეღარ კითხულობენ, ან წაკითხულიდან ელემენტარული აზრის გამოტანა უჭირთ
ირაკლი ლატარია „ქართუს“ მიერ საფეხბურთო ნაკრებისთვის ჯილდოს დაწესებაზე: ეს ის ივანიშვილია, რომელიც ქართული ფეხბურთის აღორძინებაში უდიდესი თანხების ჩადებას გეგმავდა, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებამ უარი განუცხადა
არქივი