ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს ელოდებოდნენ მსგავს უბედურ შემთხვევას, რომ თავისი აფთრები და სვავები კვლავ გამოეშვათ გალიებიდან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
192 30 ივლისი 2022, 12:55
„Puma-ზე ხომ არც ქარის სიმძლავრე არ მოქმედებს, არც მის რომელიმე აგრეგატს კლდესთან შეტაკების საშიშროება არ ემუქრება - ის ხომ Puma-ა!!! მაგრამ, რაც მთავარია - ის ხომ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის!!!“- წერს დავით ქართველიშვილი, რითაც გუდაურში მომხდარი ავიაკატასტროფის შესახებ გავრცელებულ სპეკულაციებს ეხმიანება. 

მისი თქმით არც ერთხელ გაგხსენებიათ სააკაშვილის ფრანგული ვერტმფრენის, იმ წლებშიც სატყეო ხანძრებისა თუ სხვა სამაშველო ოპერაციებში ჩართვა -რამეთუ ბელადის პაემნებზე დასწრების ძირითად კომფორტულ გადაადგილების საშუალებად ითვლებოდა, სახელმწიფო ვერტმფრენით! არასახელმწიფო დანიშნულების მიზნით!!!

„დღეს გლოვის დღეა, დილიდან მიცვალებულების სახელზე აღვლენილ წირვაზე ვიყავი შვილიშვილებთან ერთად, დაღუპულების ახლობლების გაძლიერებას ვითხოვდით უფლისაგან და არაფრის წერის ხასიათზე არ ვიყავი. მაგრამ ეს შეპყრობილები ხომ არ გასვებებენ - ეს არაკაცები და არაქალები, არაადამიანები, ლეშის მაძიებლები, უსამშობლოები და უღმერთოები. ვერტმფრენი...ბიძინა..."მი-8"...ივანიშვილი..."პუმა"...ოლიგარქი...

უღრან ტყეში დაკარგული ბავშვის სამძებრო ოპერაციას რუსული (!) УАЗ-ებით რომ დაიწუნებ, ამაშიც რუსულ კვალს რომ მოძებნი, "პუწინ-პუწინის" ძახილით რომ შეიკლავ იქაურობას და  "Lamborghini"-ით რატომ არ ეძებენო - ამაზე თავის მესიჯბოქსებს და სატელევიზიო "კარწინკას" რომ ააწყობ!!! ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ მდინარე ვერეზე განვითარებული ტრაგედიის შემდეგ, სადაც პირველად წამოწიეს ვერტმფრენებზე აწყობილი, "Lamborghini"-ის УАЗ-ზე უპირატესობის თემა - თითქოს ელოდებოდნენ მსგავს უბედურ შემთხვევას, რომ თავისი აფთრები და სვავები კვლავ გამოეშვათ გალიებიდან. მაგრამ რაღა კვლავ - მათ უკან გალიებში შერეკვას ნატრულობს კაცი ამაოდ! 

Puma-ზე ხომ არც ქარის სიმძლავრე არ მოქმედებს, არც მის რომელიმე აგრეგატს კლდესთან შეტაკების საშიშროება არ ემუქრება - ის ხომ Puma-ა!!! მაგრამ, რაც მთავარია - ის ხომ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის!!! არც ერთხელ გაგხსენებიათ სააკაშვილის ფრანგული ვერტმფრენის, იმ წლებშიც სატყეო ხანძრებისა თუ სხვა სამაშველო ოპერაციებში ჩართვა - რამეთუ ბელადის პაემნებზე დასწრების ძირითად კომფორტულ გადაადგილების საშუალებად ითვლებოდა და ნუ დამათვლევინებთ ამ პაემნების რაოდენობას! სახელმწიფო ვერტმფრენით! არასახელმწიფო დანიშნულების მიზნით!!! მაიმუნისაგან წარმოშობილნო და გენმოდიფიცირებულებო - შეგვეშვით ღვთის ხატება და მსგავსება ადამიანებს, გინდ ცოცხლებს და გინდ მიცვალებულებს! ერთმანეთით "დატკბით"!“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ სააკაშვილი - ქალბატონმა პრეზიდენტმა გორში მე და სტალინი ერთმანეთს შეგვადარა და ჩემს მშობლიურ გორელებს ორივეს დავიწყება ურჩია - ერთი ადამიანია, რომელიც სტალინს და მე ვერაფრით გვივიწყებს - მას ვლადიმერ პუტინი ჰქვია
გიორგი არველაძე „ნაციონალურ მოძღაობაზე“: პარტია განადგურებულია, მისი ავტორიტეტი ფეხქვეშ გათელილი, ერთადერთი ემოცია რასაც ხალხში იწვევთ არის დაცინვა
დავით ქართველიშვილი: ზურაბიშვილმა შეიძლება ამ „არა და არასდროს“ ფრაზას არ გადააბიჯოს მაგრამ გამონაკლისის სახით სააკაშვილის საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს
გამოვდივარ ინიციატივით, შედგეს პეტიცია, რომელსაც, პირველ რიგში, ხელს მოაწერენ სტუდენტები, ასევე მათი ოჯახის წევრები და აქტივისტები
დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: პრეზიდენტმა ტრადიციული გაუგებარი და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებით გაგვახარა
არქივი