ლევან ნიკოლეიშვილი შალვა ხაჭაპურიძის განცხადებაზე: ციხიდან და სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან დაძვრენის ახალი მიშასეული ტაქტიკა!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
250 30 ივლისი 2022, 19:29
წარმოიდგინეთ, ირაკლი კობახიძე დაჯდეს და გულუბრყვილოდ უსმინოს და დაიჯეროს სააკაშვილის ნათქვამი-აქტიურად ციხიდან და სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან დაძვრენის ახალი მიშასეული ტაქტიკა!“- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი შალვა ხაჭაპურიძის განცხადების შესახებ, რომ სააკაშვილმა მასთან საუბრისას აღნიშნა მისი დამოკიდებულება ირაკლი კობახიძის მამის მიმართ და მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას წარმოუდგენელი ამბავი უწოდა.

„სააკაშვილი გამოსწორდაო?!-ამბობს ადვოკატი ხაჭაპურიძე! პოლიტიკა, ხომ არა და არ აინტერესებსო, განსაკუთრებით ქართული პოლიტიკაო, ერთადერთი რაზეც არის შეწუხებული, გია კობახიძეს ვინ დააბრალა აგენტობაო, ჟურნალისტის კითხვაზეც აღშფოთებულა, ასე არ შეიძლებაო...მოკლედ კომედიას გვთავაზობენ, შვილის ედუარდის და ადვოკატ ხაჭაპურიძის მეშვეობით, ირაკლი კობახიძეს ეპირფერება, მაგრამ მთავარი ავიწყდება არ ერევა კობახიძე სასამართლოს საქმეებში, და რა ქნას? თან წარმოიდგინეთ, ირაკლი კობახიძე, რომ დაჯდეს და გულუბრყვილოდ უსმინოს და დაიჯეროს სააკაშვილის ნათქვამი-აქტიურად ციხიდან და სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან დაძვრენის ახალი მიშასეული ტაქტიკა ! ისე გაცილებით უკეთესი იქნებოდა , რომ სააკაშვილს, დანაშაულები ეღიარებინა, სინანული გამოეთქვა, და შემდეგ სასჯელის მოხდის შემდეგ კი მართლა ჩამოშორებოდა პოლიტიკას, არამარტო ქართულს, უკრაინულსაც. ისე, ის პროვოკაციულ-უზრდელური შეკითხვა იმ ჟურნალისტმა, სწორედ რომ სააკაშვილის მიერ გაზრდილი არახამიას ნაბჟუტურების შემდეგ დასვა და იმ სატელევიზიო არხს წარმოადგენს, რომელსაც ამდენი ხანი აკონტროლებდა, რა აღარ აკონტროლებს?!“- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა „ქრონიკას“ განუცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ქართულ პოლიტიკაზე უარს ამბობს და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირს წყვეტს. სააკაშვილის მეორე ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გია კობახიძის რუსეთის აგენტობა წარმოუდგენელია.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ სააკაშვილი - ქალბატონმა პრეზიდენტმა გორში მე და სტალინი ერთმანეთს შეგვადარა და ჩემს მშობლიურ გორელებს ორივეს დავიწყება ურჩია - ერთი ადამიანია, რომელიც სტალინს და მე ვერაფრით გვივიწყებს - მას ვლადიმერ პუტინი ჰქვია
გიორგი არველაძე „ნაციონალურ მოძღაობაზე“: პარტია განადგურებულია, მისი ავტორიტეტი ფეხქვეშ გათელილი, ერთადერთი ემოცია რასაც ხალხში იწვევთ არის დაცინვა
დავით ქართველიშვილი: ზურაბიშვილმა შეიძლება ამ „არა და არასდროს“ ფრაზას არ გადააბიჯოს მაგრამ გამონაკლისის სახით სააკაშვილის საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს
გამოვდივარ ინიციატივით, შედგეს პეტიცია, რომელსაც, პირველ რიგში, ხელს მოაწერენ სტუდენტები, ასევე მათი ოჯახის წევრები და აქტივისტები
დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: პრეზიდენტმა ტრადიციული გაუგებარი და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებით გაგვახარა
არქივი