გია გაბრიჭიძე: შვეიცარია, რომელიც მუდამ ითვლებოდა თავისუფალი სამყაროს ოაზისად, ასევე თავისუფალი სიტყვის ხელშეუხებლობის გარანტს წარმოადგენდა, დღეს ბინძური პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი გახდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
212 02 აგვისტო 2022, 14:54

„კრედიტ სუისის“ დანაშაული, რომელიც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მხოლოდ ივანიშვილის წინააღმდეგ არ არის მიმართული, აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს პირველ რიგში სწორედ დასავლურ მედიაში, რათა გადასახადის გადამხდელებმა გაიგონ რასთან აქვთ საქმე“- წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ პრეს-რელიზის შესახებ.

მისი თქმით იმედია აგრესიული ლიბერალიზმის ბლოკადის მიუხედავად ადვოკატთა ჯგუფი მოახერხებს არსებული ბლოკადის გარღვევას.

„წავიკითხე ადვოკატთა ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული პრეს-რელიზი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი აგრესიული ლიბერალიზმის იმ საცეცების ბოროტებაში, რაც ბოლო რამდენიმე ათწლეულია მოედო მსოფლიოს და რის შედეგებსაც ფაქტობრივად 24 თებერვლის შემდეგ მსოფლიო ყოველდღიურად იმკის.
ეს არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული პიროვნების, ან მისი კუთვნილი კომპანიის წინააღმდეგ ბრძოლა იმ მიზეზის გამო, რომ გაზარდონ თავიანთი გავლენა საქართველოზე, არამედ ეს არის დემოკრატიის პრინციპების სრული განადგურება.
შვეიცარია, რომელიც მუდამ ითვლებოდა თავისუფალი სამყაროს ოაზისად, რომელიც ფაშისტების ბოგინის პერიოდშიც როგორც საბანკო სისტემის, ასევე თავისუფალი სიტყვის ხელშეუხებლობის გარანტს წარმოადგენდა, დღეს ბინძური პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი გახდა.
„კრედიტ სუისის“ დანაშაული, რომელიც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მხოლოდ ივანიშვილის წინააღმდეგ არ არის მიმართული, აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს პირველ რიგში სწორედ დასავლურ მედიაში, რათა გადასახადის გადამხდელებმა გაიგონ რასთან აქვთ საქმე.
იმედი მაქვს აგრესიული ლიბერალიზმის ბლოკადის მიუხედავად ადვოკატთა ჯგუფი მოახერხებს არსებული ბლოკადის გარღვევას“- წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო ფოჩხუა: საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, შეიქმნას ლობისტების რეესტრი ანუ „რუსული" კანონი მოიყვანოს მოქმედებაში
ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციას: ე.წ. ვეტინგი ჯერ სტრასბურგის სასამართლოში რომ დაგეტესტათ, არა?! იქნებ ასე მაინც დაიქვემდებაროთ ევროპის მიუკერძოებელი სასამართლო, თორემ გაგაშიშვლათ ყველა ერთად და სირცხვილია!
ედიშერ გვენეტაძე დუნია მიატოვიჩზე: უსაქმური ევრობიუროკრატი, საქართველოში პროტესტის უსტარს უსტარზე გვიგზავნის, როგორ თუ ბედავთ და ვიღაც შარლატანების უკანალების უფლებებს როგორ თუ არღვევთო
დავით ქართველიშვილი: დღეიდან მხოლოდ ერთ ფსონს აქვს გამარჯვების შანსი და მას დიადი საქართველო ჰქვია
ლევან ნიკოლეიშვილი: სტრასბურგის სასამართლოსგან უარყოფილმა გვარამიამ საკუთარ ლეკვებს დააორგანიზებინა უმსგავსობა და რესპუბლიკის მოედანზე პრემიერის გამოსვლის დროს ფეხბურთელების დაჯილდოება „გააპროტესტებინა“
არქივი