ანდრია გვიდიანი: Credit Suisse-სთან ურთიერთობის გაშუქებას უშედეგოდ ცდილობს ბიძინა ივანიშვილის მხარე. ეს დამოკიდებულება ადასტურებს საერთაშორისო მედიის ტენდენციურობას და მედიის თავისუფლების საბაზისო სტანდარტების არარსებობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
261 02 აგვისტო 2022, 16:06

მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილსა და Credit Suisse-ის შორის არსებულ ბუნდოვან ურთიერთობაზე, არ დარჩეს არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა. ამდენად, მნიშვნელოვანია საზოგადოება ინფორმირებული იყოს ყველა, მათ შორის, თუნდაც ყველაზე წვრილმან დეტალებზე, - ასე ეხმიანება ექსპერტი ანდრია გვიდიანი იურიდიული ფირმის „ემ ქეი დი“ პრეს-რელიზს.

მისი თქმით ძალიან სწორია გადაწყვეტილება მიმოწერების გასაჯაროების შესახებ. საზოგადოებაში არსებობს ბევრი კითხვა ამ დავის ირგვლივ.

„Credit Suisse-ის მიერ, ბიძინა ივანიშვილის მიმართ არსებული დამოკიდებულება და ქცევა რომ არანაირ სტანდარტს აღარ ექვემდებარება, ეს ახალი არ არის. ბანკის მენეჯმენტის ქცევა, არ არის თანამდროვე ბანკინგის დამახასიათებელი, რაც, სხვათა შორის, არაერთხელ დაადასტურა ბიძინა ივანიშვილის მიერ მოგებულმა არაერთმა საარბიტრაჟო და სასამართლო დავამ. შეიძლება ითქვას, რომ ეს ქეისი ლეგენდარული შვეიცარული საბანკო სისტემის ყველაზე ბნელ ლაქას წარმოადგენს. მეორე გაუგონარი საკითხი შვეიცარული და საერთაშორისო მედიის გამაოგნებელი დამოკიდებულებაა. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სასამართლოებმა და არბიტრაჟებმა, ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ, ძალიან მკაფიო გადაწყვეტილებები გამოიტანეს, რატომღაც, საერთაშორისო მედიისთვის, ეს ამბავი გასაშუქებლად საინტერესო მაინც არ აღმოჩნდა. უფრო მეტიც, Credit Suisse-სთან ურთიერთობის გაშუქებას უშედეგოდ ცდილობს ბიძინა ივანიშვილის მხარე. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება ადასტურებს, საერთაშორისო მედიის ტენდენციურობას და მედიის თავისუფლების საბაზისო სტანდარტების არარსებობას. ამასთან, ვფიქრობ, ძალიან სწორია გადაწყვეტილება მიმოწერების გასაჯაროების შესახებ. საზოგადოებაში არსებობს ბევრი კითხვა ამ დავის ირგვლივ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილსა და Credit Suisse-ის შორის არსებულ ბუნდოვან ურთიერთობაზე, არ დარჩეს არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა. ამდენად, მნიშვნელოვანია საზოგადოება ინფორმირებული იყოს ყველა, მათ შორის, თუნდაც ყველაზე წვრილმან დეტალებზე“, - წერს ანდრია გვიდიანი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა სეფაშვილი: კელი დეგნანს ვურჩევ, სწორი ინფორმაცია მოიპოვოს
ნინო ფოჩხუა რადიკალებზე: მათ უკან დასახევი არ აქვთ, მაგრამ არაფერი გამოუვათ, ხალხი ყველაფერს ხედავს, ისმენს და სწორ დასკვნებსაც აკეთებს
გია აბაშიძე: NED და EED ქართული საზოგადოებისთვის დღემდე არიან კარჩაკეტილნი, ასპონსორებენ "ნაცრადიკალებს" და გაუგონარი უტიფრობით აქეთ უყენებენ პრეტენზიებს დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებას
დიმიტრი ხუნდაძე: სწორედ დეგნანი იყო ცრუ კამპანიის სათავეში, როდესაც „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შემოვიტანეთ და მას სრულიად უარგუმენტოდ, „რუსული კანონი“ დაარქვა
დიმიტრი ხუნდაძე „ხალხის ძალის“ წერილზე: ასეთი ამოცანის წინაშე ვდგავართ: ერთი - დავიცვათ თავი, რომ არ გავეხვიოთ ომის ქარცეცხლში და არ მივიღოთ მეორე უკრაინიზაცია; მეორე - გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანა არ მივიყვანოთ ეკონომიკურ კრიზისამდე
არქივი