გიორგი ვოლსკი: არათუ დაუშვეს, ყოველმხრივ შეუწყეს ხელი საზღვრის გახსნას ტურისტებისათვის. სჩანს, ამჟამად სხვა მიზანი აქვთ - ისტერიკის ფონზე ძალადობის პროვოცირება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
274 06 აგვისტო 2022, 14:01
2008 წლის ომის დასრულებისას, ჩვენი მეომრების ცხედრები ჯერ კიდევ ბრძოლის ველზე იყვნენ მიტოვებული, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები რუს გენერალს მძღოლებად ემსახურებოდნენ, ღლიცინებდნენ - რუსებს შევთავაზეთ გარკვეული თანხის სანაცვლოდ სტალინის ძეგლი დაბომბეთ გორშიო. მალევე ოფიციალური წერილითაც მიმართეს მოსკოვს, გადაუდებლად დავიწყოთ კულტურული გაცვლებიო. არათუ დაუშვეს, ყოველმხრივ შეუწყეს ხელი საზღვრის გახსნას ტურისტებისათვის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, სჩანს, ამჟამად სხვა მიზანი აქვთ - ისტერიკის ფონზე ძალადობის პროვოცირება, რათა სახელმწიფომ ზომები მიიღოს მის აღსაკვეთად და იქნებ ახდეს ოცნება და ყველაფერი დესტაბილიზაციის შეუქცევად პროცესში გადაიზარდოს.

მისივე თქმით, ამ სცენარის რეალიზაციაში სახალხო დამცველიც კი ჩაერთო.

„2008 წლის ომის დასრულებისას, ჩვენი მეომრების ცხედრები ჯერ კიდევ ბრძოლის ველზე იყვნენ მიტოვებული, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები რუს გენერალს მძღოლებად ემსახურებოდნენ, ღლიცინებდნენ - რუსებს შევთავაზეთ გარკვეული თანხის სანაცვლოდ სტალინის ძეგლი დაბომბეთ გორშიო. მალევე ოფიციალური წერილითაც მიმართეს მოსკოვს, გადაუდებლად დავიწყოთ კულტურული გაცვლებიო. არათუ დაუშვეს, ყოველმხრივ შეუწყეს ხელი საზღვრის გახსნას ტურისტებისათვის. სჩანს, ამჟამად სხვა მიზანი აქვთ - ისტერიკის ფონზე ძალადობის პროვოცირება, რათა სახელმწიფომ ზომები მიიღოს მის აღსაკვეთად და იქნებ ახდეს ოცნება და ყველაფერი დესტაბილიზაციის შეუქცევად პროცესში გადაიზარდოს! ამ სცენარის რეალიზაციაში სახალხო დამცველიც კი ჩაერთო. ხელისუფლების „სუსტი მხარეც“ შეუსწავლიათ - მან არ უნდა დაუშვას ომის პროვოცირება, სოციალური ფონის დამძიმება, პრობლემების შექმნა იმ ქართველებისათვის, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ან რუსეთში, ან თუნდაც საოკუპაციო ხაზებთან ცხოვრობენ, შეინარჩუნოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და ლარის კურსის სტაბილურობა, სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესი“, - წერს გიორგი ვოლსკი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: „ფეიკებით”, დეზინფორმაციით და ყველა ამორალური გზით ცდილობენ გავლენის მოხდენას - კიდევ უფრო ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, დამოუკიდებლობა და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ
ნინო წილოსანი: გამოცემა „პუბლიკა“ აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას. ამჯერად, ფეიკი მამუკა მდინარაძის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატების გავრცელებაა და ამის კვალდაკვალ, ქალების უფლებების დაცვის მოტივს ამოფარებული აქტივისტების მუქარები
ზურაბ ქადაგიძე: ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებენ, რატომ ცდილობს ფეხბურთელების მოტივაციის ამაღლებას, აქამდე სად იყოო - ივანიშვილი კვლავ გააგრძელებს სიკეთის კეთებას, ეს ხელმოცარული პოლიტიკოსები კი კვლავ ხელმოცარულებად დარჩებიან
დავით ქართველიშვილი: მე მგონი ილიასეული ტრიადიდან, სარწმუნოების შემდეგ - ენაც ამოვარდნილია უკვე: ან ვეღარ კითხულობენ, ან წაკითხულიდან ელემენტარული აზრის გამოტანა უჭირთ
ირაკლი ლატარია „ქართუს“ მიერ საფეხბურთო ნაკრებისთვის ჯილდოს დაწესებაზე: ეს ის ივანიშვილია, რომელიც ქართული ფეხბურთის აღორძინებაში უდიდესი თანხების ჩადებას გეგმავდა, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებამ უარი განუცხადა
არქივი