დავით ქართველიშვილი - ერთადერთი, რაც უეჭველი და იმედისმომცემია - "ქართულმა ოცნებამ" ამ ეტაპზე კოლოსალურ და უპრეცედენტო წნეხს გაუძლო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
260 11 აგვისტო 2022, 16:36
დღეს საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალა"-ს სახელით გამოქვეყნდა შოკისმომგვრელი ინფორმაცია, ჩვენს ქვეყანაში ბოლო სამი წლის განმავლობაში მიმდინარე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან, მისი ორგანიზატორების - აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოების როლისა და ადგილის თაობაზე. საექსპერტო წრეებისთვის და საზოგადოების დიდი ნაწილისთვის - ეს ინფორმაცია თითქოს არც წარმოადგენს რამე დაუჯერებელს ან ალოგიკურს. ყველაფერი ეჯახებოდა მხოლოდ ჩვენს "ჯიუტ" სურვილს - ბოლომდე არ დაგვეჯერა ამ გაუგონარ კოლექტიურ, საერთაშორისო ღალატსა და შეთქმულებაში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობა, საელჩოების სახით - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში. 


„დღეს საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალა"-ს სახელით გამოქვეყნდა შოკისმომგვრელი ინფორმაცია, ჩვენს ქვეყანაში ბოლო სამი წლის განმავლობაში მიმდინარე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან, მისი ორგანიზატორების - აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოების როლისა და ადგილის თაობაზე. საექსპერტო წრეებისთვის და საზოგადოების დიდი ნაწილისთვის - ეს ინფორმაცია თითქოს არც წარმოადგენს რამე დაუჯერებელს ან ალოგიკურს. ყველაფერი ეჯახებოდა მხოლოდ ჩვენს "ჯიუტ" სურვილს - ბოლომდე არ დაგვეჯერა ამ გაუგონარ კოლექტიურ, საერთაშორისო ღალატსა და შეთქმულებაში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობა, საელჩოების სახით.
ფაქტები, ლოგიკა, მოვლენათა თანამიმდევრობა იმდენად გამჭირვალე და პრაქტიკულად ეჭვგარეშეა, რომ ამ "ფაზლის" საბოლოოდ აწყობამ, საზოგადოების შოკის მდგომარეობამდე მიყვანა ნამდვილად მოახერხა. ხელისუფლების შეცვლა, სახელმწიფო გადატრიალება რევოლუციური გზით, საბოტაჟი, აკერმანის ტრენინგები, კრიმინალების ციხიდან გამოშვება, პატიმარი ბელადის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი, არასამთავრობოების (ომბუდსმენითურთ) სახელმწიფოს წინააღმდეგ ამხედრება, ქვეყნის გამიზნული დამცირება და დასჯა ევროინტეგრაციის გზაზე, საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა, მისი სანქციებით დაშანტაჟება, ივანიშვილის წინააღმდეგ "გამოუცხადებელი" ომი და მრავალი-მრავალი სხვა ნაბიჯები, რომლებშიც ჩართული ჰყავდათ უკვე არსებული და ახლად შეძენილი "აგენტურა" - თურმე ეს ყველაფერი არ გვეჩვენებოდა!!! და ამ ყველაფრის უკან იდგა აშშ-ს და ევროკავშირის საელჩოები!!!
ეს არის საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალა"-ს დღევანდელი გზავნილის ძირითადი დედააზრი და მიუხედავად თავისი "გამანადგურებელი" ლოგიკურობისა, ის მაინც ითხოვს ცივ გონებაზე გააზრებას, ამჯერად შემდეგ კითხვებზე პასუხების მისაღებად: ახლა კი რა ვქნათ??? ერთადერთი, რაც უეჭველი და იმედისმომცემია - "ქართულმა ოცნებამ" ამ ეტაპზე ამ კოლოსალურ და უპრეცენდენტო წნეხს გაუძლო!!! ჩვენმა საზოგადოებამ და ხელისუფლებამ მსოფლიო ფსევდოლიბერალიზმის "ტიტანებთან" ამ ბრძოლას ამ ეტაპზე გაუძლო!!! ღვთის შეწევნით ამ ომსაც მოვიგებთ!!!“ - წერს ქართველიშვილი facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა სეფაშვილი: კელი დეგნანს ვურჩევ, სწორი ინფორმაცია მოიპოვოს
ნინო ფოჩხუა რადიკალებზე: მათ უკან დასახევი არ აქვთ, მაგრამ არაფერი გამოუვათ, ხალხი ყველაფერს ხედავს, ისმენს და სწორ დასკვნებსაც აკეთებს
გია აბაშიძე: NED და EED ქართული საზოგადოებისთვის დღემდე არიან კარჩაკეტილნი, ასპონსორებენ "ნაცრადიკალებს" და გაუგონარი უტიფრობით აქეთ უყენებენ პრეტენზიებს დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებას
დიმიტრი ხუნდაძე: სწორედ დეგნანი იყო ცრუ კამპანიის სათავეში, როდესაც „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შემოვიტანეთ და მას სრულიად უარგუმენტოდ, „რუსული კანონი“ დაარქვა
დიმიტრი ხუნდაძე „ხალხის ძალის“ წერილზე: ასეთი ამოცანის წინაშე ვდგავართ: ერთი - დავიცვათ თავი, რომ არ გავეხვიოთ ომის ქარცეცხლში და არ მივიღოთ მეორე უკრაინიზაცია; მეორე - გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანა არ მივიყვანოთ ეკონომიკურ კრიზისამდე
არქივი