ირაკლი ლატარია „ხალხის ძალის“ წერილზე: უცხო ქვეყნის საელჩო რომ ერევა მოსამართლეთა დანიშვნებში, დამოუკიდებელი სახელმწიფო როგორღა გამოვდივართ?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
244 16 აგვისტო 2022, 14:37
„სტრატეგიული პარტნიორობასა და ყველაფერში ჩარევას შორის უდიდესი განსხვავება რომ არის, იმედია ქალბატონმა ელჩმა ეს კარგად იცის და ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ნაბიჯების გადადგმას შეეშვება“- ასე გამოეხმაურა ექსპერტი ირაკლი ლატარია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებას სასამართლო ხელისუფლების შესახებ. მისი თქმით დამოუკიდებელი სახელმწიფო ნიშნავს დამოუკიდებელ - სასამართლოს და არა - მონობას. „წერილი წავიკითხე ოცნებიდან გასული დეპუტატების და ანუ რა გამოდის? საელჩო ითხოვს, რომ ნაცებმა დაგვინიშნონ მოსამართლეები? ჯერ უცხო ქვეყნის საელჩო რომ ერევა მოსამართლეთა დანიშვნებში, დამოუკიდებელი სახელმწიფო როგორღა გამოვდივართ? ქალბატონ კელის უნდა ვთხოვოთ, არა მხოლოდ მოსამართლეები, იქნებ სასჯელაღსრულებაც დავუბრუნოთ ბაჩო ახალაიასა და მეგიზ ქარდავებს? მოკლედ, სტრატეგიული პარტნიორობასა და ყველაფერში ჩარევას შორის უდიდესი განსხვავება რომ არის, იმედია ქალბატონმა ელჩმა ეს კარგად იცის და ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ნაბიჯების გადადგმას შეეშვება. დამოუკიდებელი სახელმწიფო ნიშნავს დამოუკიდებელ - სასამართლოს და არა - მონობას!!!“- წერს ლატარია Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა სეფაშვილი: კელი დეგნანს ვურჩევ, სწორი ინფორმაცია მოიპოვოს
ნინო ფოჩხუა რადიკალებზე: მათ უკან დასახევი არ აქვთ, მაგრამ არაფერი გამოუვათ, ხალხი ყველაფერს ხედავს, ისმენს და სწორ დასკვნებსაც აკეთებს
გია აბაშიძე: NED და EED ქართული საზოგადოებისთვის დღემდე არიან კარჩაკეტილნი, ასპონსორებენ "ნაცრადიკალებს" და გაუგონარი უტიფრობით აქეთ უყენებენ პრეტენზიებს დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებას
დიმიტრი ხუნდაძე: სწორედ დეგნანი იყო ცრუ კამპანიის სათავეში, როდესაც „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შემოვიტანეთ და მას სრულიად უარგუმენტოდ, „რუსული კანონი“ დაარქვა
დიმიტრი ხუნდაძე „ხალხის ძალის“ წერილზე: ასეთი ამოცანის წინაშე ვდგავართ: ერთი - დავიცვათ თავი, რომ არ გავეხვიოთ ომის ქარცეცხლში და არ მივიღოთ მეორე უკრაინიზაცია; მეორე - გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანა არ მივიყვანოთ ეკონომიკურ კრიზისამდე
არქივი