ამირან სალუქვაძე: ქალბატონო ელჩო, იქნებ თქვენს ელჩობამდე 10-20 წლის წინანდელი პერიოდი კარგად შეისწავლოთ, გაერკვიოთ რა მოხდა ჩვენს ქვეყანაში და მოისმინოთ პოლარიზაციის რეალური მიზეზები?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
239 17 აგვისტო 2022, 15:49

პოლარიზაცია კიდევ უფრო გაღრმავდა ამ ერთი წლის მანძილზე, რადგან იმის ნაცვლად, რომ ოპოზიციურ პარტიებს დასკვნები გამოეტანა ადრე ჩადენილი დანაშაულების და დაშვებული შეცდომების გამო, მოეხდინათ შიდა განახლება, რათა ახალი სახეებით, სუფთა ხელებით წარმდგარიყვნენ 2024 წლის არჩევნებზე, რაც გააჯანსაღებდა პოლიტიკურ პროცესს, გაზრდიდა პარტიებს შორის ჯანსაღ კონკურენციას, ისევ იგივე სურათს გვთავაზობენ, - ასე ეხმიანება სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე კელი დეგნანის განცხადებას, რომ „გავრილოვის ღამე, შეუსრულებელი დაპირებები, არადემოკრატიული ქმედებები აქედან მოდის პოლარიზაცია და არა პარტნიორებისგან“.

მისი თქმით, პოლარიზაციის მიზეზია უსამართლობა, დეპოლარიზაციის ერთადერთი რეცეპტია სიმართლე და სამართლიანობა.

„ქალბატონო ელჩო, იქნებ თქვენს ელჩობამდე 10-20 წლის წინანდელი პერიოდი კარგად შეისწავლოთ, გაერკვიოთ რა მოხდა ჩვენს ქვეყანაში, ხალხში გაიაროთ, არა მხოლოდ ნაციონალებში, და მოისმინოთ პოლარიზაციის რეალური მიზეზები?!
უნდა გაერკვიოთ პოლარიზების არსში, ვის და ვის შორისაა. პოლარიზება წინა ხელისუფლებასა და მოსახლეობის დიდ ნაწილს შორის ჩამოყალიბდა, რასაც საკმაოდ ღრმა მიზეზები აქვს.
თქვენამდე არ მოვა ეს პოსტი, მაგრამ მაინც ჩამოვწერ:
- ძალადობრივი და დიქტატორული რეჟიმის ჩამოყალიბება;
- ათასობით ადამიანის "ჩარეცხვა";
- ბიუჯეტის ძარცვა და ქუჩიდან მოსული აქტივისტების ოლიგარქებად ჩამოყალიბება;
- ათიათასობით ბიზნესის უკანონოდ, ოჯახების დაწიოკების გზით ჩამორთმევა და მითვისება;
- ციხეებში საკონცენტრაციო ბანაკებზე უარესი რეჟიმის შექმნა პოლიტიკური ლიდერების ბრძანების საფუძველზე;
- აგვისტოს ომის მძიმე შედეგები, პოლიტიკურ დამნაშავეთა დაუსჯელობა, ომამდე და ომის დროს თავდაცვის ბიუჯეტის ძარცვა;
- ელიტური კორუფცია;
- ადამიანის უფლებების, დემოკრატიული ღირებულებების და ადამიანთა ღირსების ფეხქვეშ გათელვა;
- ე.წ. მესამე სექტორის (ენჯეოების) მეშვეობით სახელმწიფოს მართვაში ჩარევა;
- თავსმოხვეული "კოჰაბიტაცია" და დამნაშავეთა მფარველობა.
ელჩები, ჩვენი პარტნიორები არ არიან ვალდებულნი გაიგონონ ხალხის ხმა. ეს არ გევალებათ. თუმცა, თუ ხალხის ხმა არ გესმით, მაშინ შეფასებებსაც ნუ აკეთებთ. უსამართლო შეფასებებით ზიანდება ქართულ-ამერიკული ურთიერთობებს და დასავლური განწყობები. გაესაუბრეთ სხვა ადამიანებსაც, გაესაუბრეთ კომპეტენტურ პირებს, ვინც დოკუმენტურად მოგიყვებათ, ფაქტებით, რაც ზემოთ ჩამოვთვალე. ბოლო-ბოლო, ინტერნეტში ყველაფერია, რისი წაშლაც ვერ მოახერხეს. სამწუხაროა ასეთი არასწორი შეფასებების წაკითხვა, თუმცა ეს შეფასებები ჩემს განწყობას და მადლიერებას თქვენი ქვეყნისადმი, ვერ შეცვლის.

ჩემი ყოფილი სამსახურიდან გამომდინარე, უშუალო შეხება მქონდა სხვადასხვა პროექტთან, რომლებიც ამერიკის მიერ განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში. მაგალითად "წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა", UH-1H ტიპის შვეულმფრენების პროგრამა, ჩვენი ოფიცრების მომზადება და გადამზადება და სხვა.

იმედი მაქვს საქართველო-ამერიკის ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება. ურთიერთობებში პატარა ქვეყნებს ყოველთვის უწევთ ინტერესთა დათმობა, თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი ღირებულებები, რომელთა შელახვა შეუძლებელს ხდის ურთიერთობებს. მაგალითად, ასეთი ღირებულებებია სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, ღირსება. საქართველო-რუსეთის ურთიერთობები ვერ შედგა, რადგან არ ცნობს ამ ღირებულებებს. თქვენს ქვეყანას მადლობას ვუხდი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ეს ჩვენთვის ფასდაუდებელია. ამასთან ერთად, აუცილებელია სიმართლის პატივისცემა.

კიდევ ერთი. პოლარიზაცია კიდევ უფრო გაღრმავდა ამ ერთი წლის მანძილზე, რადგან იმის ნაცვლად, რომ ოპოზიციურ პარტიებს დასკვნები გამოეტანა ადრე ჩადენილი დანაშაულების და დაშვებული შეცდომების გამო, მოეხდინათ შიდა განახლება, რათა ახალი სახეებით, სუფთა ხელებით წარმდგარიყვნენ 2024 წლის არჩევნებზე, რაც გააჯანსაღებდა პოლიტიკურ პროცესს, გაზრდიდა პარტიებს შორის ჯანსაღ კონკურენციას, ისევ იგივე სურათს გვთავაზობენ.

შემოდგომიდან ისევ ემზადებიან რყევებისთვის. ასეთი რყევების რეჟიმში ვცხოვრობთ 10 წელია. ოპოზიცია, რომელიც არ ცნობს ხალხის არჩევანს, დღემდე არ ცნეს არცერთი არჩევნები. პოლარიზაციის მიზეზია უსამართლობა. დეპოლარიზაციის ერთადერთი რეცეპტია სიმართლე და სამართლიანობა. სიმართლე კი ხალხშია.“- წერს სალუქვაძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი ხუნდაძე: ანტიდემოკრატიული და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახველი განცხადებები ევროპარლამენტში უნდა დასრულდეს
ლევან ნიკოლეიშვილი: ზურაბიშვილს გრიგორიადისი ჰუმანური მოსაზრებით არ შეუწყალებია, დაავალეს და მანაც აღასრულა, ის, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მავნებელი, თუ ვინმეს განსაკუთრებით მტრობს, ეს ქართველი პოლიციელებია
თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკული Wokism უტევს საქართველოს და ევროპას, აგრესიული ფსევდოლიბერალიზმით ცდილობენ ქვეყნების დამორჩილებას
გია აბაშიძე - უმადურნი არიან ის ცალკეული პირები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილმა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნა და მაინც უკმაყოფილნი არიან რადიკალთა სექტაში
ლევან ნიკოლეიშვილი ფონდი „ქართუს“ ქველმოქმედებაზე: სხვებისგან განსხვავებებით ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი ქვეყნისთვის და ხალხისთვის გააკეთა! ამიტომაც აღიზიანებთ უმადურებს, მავნებლებს და საქართველოს მტრებს
არქივი