ლევან ნიკოლეიშვილი: იყო მცდელობები მორიგებოდნენ ბიძინა ივანიშვილს მისივე კუთვნილი ფინანსების სანაცვლოდ, მაგრამ ვინც მას იცნობს, კარგად იცის მილიარდებზე ეს ადამიანი არც სამშობლოს გაცვლიდა, არც მშვიდობას და არც სტაბილურობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
234 05 ოქტომბერი 2022, 12:32

„თუ ბიძინა ივანიშვილი მართალია, შესაბამისად სხვა მათ მიერ მოგონილ სიბინძურეებთან ერთად, მისი ოლიგარქობის თემაც საპნის ბუშტივით ქრება, და ეს ისედაც სახელგატეხილი ტელევიზიები თავის მეპატრონე-„ჟურნალისტებ“-რესპონდენტებიანად კიდევ ერთხელ გაბანძდებიან!“- ასე გამოეხმაურა ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი იურიდიული ფირმა „MKD“-ის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზს.

მისი თქმით ვინც ბიძინა ივანიშვილს იცნობს, კარგად იცის არც მილიონებზე, არც მილიარდებზე ეს ადამიანი არც სამშობლოს გაცვლიდა, არც მშვიდობას და არც სტაბილურობას, რაც უკვე 10 წელია ჩვენ ქვეყანაშია დამკვიდრებული!

„იმ ყეფა თუ წკმუტუნის ფონზე, რაც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან თუ მის დეოლიგარქიზაციასთან გვესმის დღეს კიდევ ერთი ინფორმაცია გასაჯაროვდა მისი უფლებადამცველის მიერ. კერძოდ კი საქმე ეხება ბატონი ივანიშვილის კიდევ ერთ სასამართლო პროცესზე გამარჯვებას, ამჯერად სინგაპურში. ეს თითქოს არც გვიკვირს, ერთი უბრალო მიზეზიდან მისი მტკიცე ხასიათიდან და სიმართლიდან გამომდინარე. აქ უფრო გასაკვირი რამდენიმე საგულისხმო ფაქტია:
• სულ ახლახან „კრედიტ-სიუსმა“ აღიარა დანაშაული, და 607,35 მილიონი დოლარი დეპოზიტზე განათავსა, ხოლო მის აღებას მოსარჩელე შეძლებს, მას შემდეგ როცა სასამართლოში ყველა დავა ამოიწურება( საინტერესოა,მერე რას მოიფიქრებენ)
• დანაშაულში მხილებული ბანკის მაღალჩინოსანს, ჯერ მცირე ხნით ციხეში ისტუმრებენ, მერე მალევე ათავისუფლებენ, და საბოლოოდ კი იგი თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს! • წამყვანი მედია საშუალებები, ისეთები როგორიცაა „Bloomberg“-ი, „Reuters“-ი, “Financial Times”-ი, “The Wall Street Journal“-ი, აშუქებენ ამ ფაქტებს, და ისე როგორც შეეფერება ჭეშმარიტ მედიას, საზოგადოებას ფაქტებით ინფორმაციით მომარაგებას ახორციელებენ.
• სამარცხვინოდ გარინდულია შვეიცარიის მედია, როგორც ჩანს ბანკების გავლენა მათზე იმდენად დიდია ჩირგვებში ყოფნას ამჯობინებენ!
• ჩვენი „საამაყო“ და „კრიტიკული მედია“, აი აქ ხდება სრული კატასტროფა, იმას რასაც ცნობს საერთაშორისო სასამართლოები, იმას რასაც გვიყვებიან მსოფლიოს წამყვანი მედია საშუალებები, ცოცხალი თავით არ ცნობს და არ გვეუბნება რადიკალური ოპოზიციის ტელევიზიები.
თუ ბიძინა ივანიშვილი მართალია, შესაბამისად სხვა მათ მიერ მოგონილ სიბინძურეებთან ერთად, მისი ოლიგარქობის თემაც საპნის ბუშტივით ქრება, და ეს ისედაც სახელგატეხილი ტელევიზიები თავის მეპატრონე-„ჟურნალისტებ“-რესპონდენტებიანად კიდევ ერთხელ გაბანძდებიან!
! ერთი მნიშვნელოვანი დეტალი(მოგეხსენებათ, ეშმაკი სწორედ დეტალებშია), იყო მცდელობები რამენაირად მორიგებოდნენ ბიძინა ივანიშვილთან, მორიგებოდნენ მისივე კუთვნილი ფინანსების სანაცვლოდ, დიდი უბედურების ცოდვა ეტვირთა მას, მაგრამ ვინც მას იცნობს, კარგად იცის არც მილიონებზე, არც მილიარდებზე ეს ადამიანი არც სამშობლოს გაცვლიდა, არც მშვიდობას და სტაბილურობას, რაც აგერ უკვე 10 წელია ჩვენ ქვეყანაშია დამკვიდრებული!
თუმცა, სად წავლენ მოუწევთ ვიოლა-ფონ კრამონიზაცია ანუ მიქარვის მერე თავის მართლების რეჟიმში გადასვლა!“- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ხდება უნგრეთი, როგორ გგონიათ, ქვეყანა რომელიც მთავარ პარტნიორად კავკასიაში განიხილავს საქართველოს და ორბანი, რომელიც კობახიძეს გროსმაისტერად მოიხსენიებს, ვიზალიბერალიზაციას შეგვიჩერებს?!
დავით ქართველიშვილი: ვინც 28-ში პროტესტის ნიშნად დააიგნორებს „რუსულ ბზობას", ყველანი რესპუბლიკის მოედანზე, რომელსაც ნაცებიც კი აღარ მოიხსენიებენ „ვარდების რევოლუციის მოედნად"
ზურაბ ქადაგიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ იმისათვის, რომ 2012 წლის შემდეგ საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების ხარჯზე იცავს საქართველოში მშვიდობას, ხოლო მოითხოვენ სააკაშვილის უპირობო თავისუფლებას, რომელმაც შექმნა მოძალადე სისტემა
დავით ქართველიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიეს - ამით დასრულდა ზღაპარი მათ მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემის თაობაზე
ლევან ნიკოლეიშვილი: საქართველოს დაპყრობა ბევრჯერ სურდათ ეროვნული იდენტობის წაშლითა და სარწმუნოებასთან დაშორებით - ხელისუფლის პრინციპულობით, სარწმუნოებისა და იდენტობის განმტკიცებით და სამშობლოს სიყვარულით, ოკუპაცია არა თუ დროებითია, არამედ საბოლოოდ კიდეც სრულდება
არქივი