გიორგი ცუცქირიძე: ვადაზე ადრე გათავისუფლებულმა პატრის ლესკადრონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და ვფიქრობ, ამ ტრაგიკული ფაქტითაც ბევრი რამეა ნათქვამი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
289 05 ოქტომბერი 2022, 16:55

ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსულ საქმედ ნამდვილად უნდა განვიხილოთ ბატონ ივანიშვილსა და „კრედიტ სუისს“-ის ჯგუფს შორის მიმდინარე დავა, რომელიც მრავალი წელია მიმდინარეობს სხვადასხვა იურისდიქციაში. თუმცა ეს დავა უკვე გასცდა ლოკალური ინტერესის მასშტაბებს და განსაკუთრებით აქტუალური გახდა უკანასკნელი თვეების განმავლობაში და შედარებით ფართოდ გაშუქებას დაექვემდებარა ბერმუდის კუნძულებზე მიმდინარე საქმე, რომელიც, ბერმუდას უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელეთა უპირობო გამარჯვებით დასრულდა - ასე ეხმიანება ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე იურიდიული ფირმა „MKD“-ის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზს.

„საერთაშორისო რეზონანსული ბიზნეს დავები ყოველთვის არის ფინანსური და პოლიტიკური წრეების და მეინსტრიმული მედიის ინტერესთა სფეროში, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე.
ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსულ საქმედ ნამდვილად უნდა განვიხილოთ ბატონ ივანიშვილსა და „კრედიტ სუისს“-ის ჯგუფს შორის მიმდინარე დავა, რომელიც მრავალი წელია მიმდინარეობს სხვადასხვა იურისდიქციაში. თუმცა ეს დავა უკვე გასცდა ლოკალური ინტერესის მასტაბებს და განსაკუთრებით აქტუალური გახდა უკანასკნელი თვეების განმავლობაში,და შედარებით ფართოდ გაშუქებას დაექვემდებარა ბერმუდის კუნძულებზე მიმდინარე საქმე, რომელიც, ბერმუდას უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელეთა უპირობო გამარჯვებით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების მიხედვით, „კრედიტ სუისს“-მა სასამართლოს მიერ, მასზე დაკისრებული თანხა, 607.35 მილიონი აშშ დოლარი, სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსა სხვა შვეიცარიულ ბანკში, ხოლო გამარჯვებულ მხარეს აღნიშნულ თანხაზე წვდომა გაუჩნდება მას შემდეგ, რაც დავა ყველა ინსტანციის სასამართლოში ამოიწურება. აღნიშნული ინფორმაცია კი ასევე მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც საკითხის მიმართ არსებობს პრეს რელიზის სახით უკვე გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის ინტერესთა დამცველი ჯგუფის მხრიდან, რაც საყურადღებო არის და მისასალმებელიც.
აღნიშნული პრეს რელიზიდან სხვა მეტად საინტერესო გარემოებებიც იკვეთება. პირველ რიგში ეს ეხება სასამართლო დავას, რომლის არსებითი განხილვები სინგაპურის საერთაშორისო კომერციულ სასამართლოში მიმდინარეობდა 5-23 სექტემბრის პერიოდში.

ნიშანდობლივია, რომ ამ დავისადმი ინტერესი გაზარდა თავად ზეპირი მოსმენების ფარგლებში, მთავარი მოსარჩელის, ბატონი ივანიშვილის გამოკითხვამაც, რადგან სხვა თუ არაფერი სადავო თანხა 1.2 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება!. თავად სასამართლოს მიმდინარეობა კი ფართოდ შუქდებოდა საერთაშორისო პრესით და როგორც პრეს რელიზიდან ვიგებთ დაახლოებით, 300-ჯერ გაჟღერდა სხვადასხვა მედია საშუალებაში, რომელზეც წვდომა 960 მილიონ მომხმარებელს ჰქონდა. ამ საკითხზე სტატიები გამოაქვეყნეს ისეთმა გამოცემებმა, როგორიცაა „ბლუმბერგი“, „როიტერსი“, „ფაინენშელ ტაიმსი“ და „უოლ სტრიტ ჟურნალი“.
ამ დავაში, ვფიქრობ ჩვენთვისაც ყველაზე მეტად საინტერესო ის გარემოებაა, რომ ასეთი რეზონანსული დატვირთვის მატარებელი თემა პრაქტიკულად არ გაშუქდა ოპოზიციაში მყოფი მედიის მიერ საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ოპოზიციური მედია სივრცის აშკარად მიკერძოებულ და წმინდა მერკანტილურ ინტერესებზე.

ამ საკითხის არ გაშუქების მთავრი მიზეზი კი ამავე საკითხზე საერთაშორისო მედიის გამოხმაურება უნდა მივიჩნიოთ, რომელიც ცალსახად პოზიტიური იყო მოსარჩელე მხარისთვის, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის („კრედიტ სუისს“-ის სინგაპურული სატრასტო კომპანია, რომელიც ერთ-ერთია იმ ორი ტრასტიდან, რომელიც ემსახურებოდა კლიენტს) პოზიციებს საკმაოდ მძიმე შეფასებები მოჰყვა. კერძოდ, პროცესზე დადასტურდა, რომ „კრედიტ სუისს“-მა ნამდვილად ჩაიდინა ის დანაშაულებრივი ქმედებები (საუბარია ხელმოწერების გაყალბებაზე, თანხის არაავტორიზებულ გადარიცხვებზე და ა.შ.), რომლებზეც ყოფილ კლიენტს გააჩნია პრეტენზიები. ნიშანდობლივია, რომ ეს განწყობა განსაკუთრებით გამოიკვეთა იმ მკვეთრი კონტრასტის ფონზე, რომელიც იყო ბატონი ივანიშვილის დამაჯერებელ მოწმის ჩვენებასა და მოწინააღმდეგე მხარის მოწმეთა ჩვენებებს შორის. მეტიც, პროცესის მიმდინარეობისას მოპასუხემ, მოსამართლის აშკარა მინიშნების საპასუხოდ, სცნო პასუხისმგებლობა ჩადენილი დარღვევების მნიშვნელოვან ნაწილზე. მეტიც, ბატონი ივანიშვილის მხრიდან ჩვენების მიცემისას, მან ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ბანკის ტრასტები მას 2022 წლის მარტიდან იმ თანხებსაც კი არ ურიცხავენ, რომელიც გადაურჩა დანაშაულებს.

თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ მეორე ტრასტის მიერ ამავე პერიოდიდან, მარტის თვიდან გაჩერებული ძირითადი თანხები, რასაც ბანკი „აღმოსავლეთ ევროპაში განვითარებულ გეოპოლიტიკურ მოვლენებს“ მიაწერდა, კვლავაც არ არის გადმორიცხული. საგანგებოდ ხაზგასასმელია ისიც, რომ სინგაპურის ტრასტიდან გადმორიცხული თანხა მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს „კრედიტ სუისს“-ის ტრასტებში ჯამურად აკუმულირებული თანხებისა. თანხის უდიდესი ნაწილი, რომელიც მოქცეულია არა სინგაპურული, არამე გერნსის კუნძულზე რეგისტრირებული ტრასტის მართვის ქვეშ, კვლავაც უსაფუძვლოდ არის შეყოვნებული „კრედიტ სუისს“-ის ტრასტის მიერ და ამ მხრივ არანაირი წინსვლა არ არის.

ამ დროს როგორც ბერმუდაზე, ისე სინგაპურში მიმდინარე პროცესზე გამოიკვეთა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დანაკარგები კლიენტის ანგარიშებზე დაფიქსირებულია 2008-2010 წლებში. მიუხედავად იმისა, რომ დარღვევებისა და დანაშაულის სიმრავლე და ხასიათი უპრეცედენტო იყო, ბანკმა აღნიშნული დარღვევები მხოლოდ 2015 წელს დააფიქსირა და ისიც მხოლოდ მაშინ, როდესაც კლიენტმა მის ანგარიშზე არსებული მსხვილი თანხების სხვა მისამართით გადარიცხვა განიზრახა. სწორედ მაშინ აღმოჩნდა, რომ ანგარიშებზე თანხები იმაზე მკვეთრად მცირე იყო, ვიდრე ბანკის მიერ კლიენტისთვის მიწოდებულ მონაცემებში ჩანდა.
ამდენად, ბანკის ხელწერა არ შეცვლილა, ის მხოლოდ იძულებული გახდა განეხორციელებინა გადმორიცხვა სინგაპურის მცირე-აქტივიანი ტრასტიდან, რაც სასამართლოს მხრიდან აშკარა მითითების შედეგია.

უნდა დავეთანხმო პრეს-რელიზის კიდევ ერთ ასპექტსაც, აბსოლუტურად გაუგებარია შვეიცარიული მედიის მიდგომა, რომ მიუხედავად დავის ფართოდ გაშუქებისა და მათ შორის, იმის აღნიშვნისა, რომ ბანკის პოზიციები დავაში უკიდურესად სუსტია, ყველა მედია საშუალება მაინც ერიდება ბატონი ივანიშვილის იმ პოზიციის შემცველი წერილის გამოქვეყნებას, სადაც საუბარია იმაზე, რომ ბანკის მენეჯმენტი სრულიად შეგნებულად აზიანებს ბანკს, საბანკო სისტემასა და სახელმწიფოს იმიჯს. სამწუხაროდ, ბანკის გადაწყვეტილება, რომ მისივე ინიცირებული მორიგების პროცესი თავადვე შეეწყვიტა, სრულიად ჯდება ამ ხაზში.

ის ერთადერთი თანამშრომელიც კი, რომელსაც ბრალი დასდეს მრავალ-წლიან და მილიარდიან დანაშაულში, მხოლოდ ხუთწლიანი სასჯელით შემოფარგლა შვეიცარიულმა მართლმსაჯულებამ, რის შემდეგაც ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. ფაქტის კონსტატაცია იქნებოდა იმის აღნიშვნაც, რომ სამოქალაქო დავების არსებითი განხილვის დაწყებამდე ვადაზე ადრე გათავისუფლებულმა პატრის ლესკადრონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და ვფიქრობ, ამ ტრაგიკული ფაქტითაც ბევრი რამეა ნათქვამი.“ - წერს ცუცქირიძე facebook - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა სეფაშვილი: კელი დეგნანს ვურჩევ, სწორი ინფორმაცია მოიპოვოს
ნინო ფოჩხუა რადიკალებზე: მათ უკან დასახევი არ აქვთ, მაგრამ არაფერი გამოუვათ, ხალხი ყველაფერს ხედავს, ისმენს და სწორ დასკვნებსაც აკეთებს
გია აბაშიძე: NED და EED ქართული საზოგადოებისთვის დღემდე არიან კარჩაკეტილნი, ასპონსორებენ "ნაცრადიკალებს" და გაუგონარი უტიფრობით აქეთ უყენებენ პრეტენზიებს დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებას
დიმიტრი ხუნდაძე: სწორედ დეგნანი იყო ცრუ კამპანიის სათავეში, როდესაც „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შემოვიტანეთ და მას სრულიად უარგუმენტოდ, „რუსული კანონი“ დაარქვა
დიმიტრი ხუნდაძე „ხალხის ძალის“ წერილზე: ასეთი ამოცანის წინაშე ვდგავართ: ერთი - დავიცვათ თავი, რომ არ გავეხვიოთ ომის ქარცეცხლში და არ მივიღოთ მეორე უკრაინიზაცია; მეორე - გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანა არ მივიყვანოთ ეკონომიკურ კრიზისამდე
არქივი