გია აბაშიძე - ოქუაშვილის მსგავსი ზნედაცემული თაღლითები ყველაფერს კადრულობენ. ცილისწამება და ბინძური ტყუილების გავრცელება მათნაირთა ცხოვრების განუყრელი ნაწილია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
266 13 ოქტომბერი 2022, 12:30
2003 წელს ამ ე.წ. ბიზნესმენს, საკუთარი მამა, აწ გარდაცვლილი რობერტ ოქუაშვილი და მისი მცირეწლოვანი შვილის დედა სხვადასხვა სარჩელებით უჩიოდნენ. ზაზა ოქუაშვილმა მამამისს თვალთმაქცურად უძრავი ქონება გაუყიდა და ოფისის ქირას არ იხდიდა, ხოლო მესამე ქეისში არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ახალგაზრდა ქალბატონისგან შეძენილ შვილზე უარი განაცხადა. ცხადია, თაღლითმა ოლიგარქმა ეს საქმეები ჩაფარცხა ოცი წლის წინანდელ სასამართლო სისტემაში. მოგვიანებით, ზაზა ოქუაშვილმა საკუთარი დედა გააგდო "ომეგადან" - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ზაზა ოქუაშვილის შეტანილ სარჩელს. 

როგორც აბაშიძე წერს, ზაზა ოქუაშვილმა მამამისს თვალთმაქცურად უძრავი ქონება გაუყიდა და ოფისის ქირას არ იხდიდა, ხოლო მესამე ქეისში არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ახალგაზრდა ქალბატონისგან შეძენილ შვილზე უარი განაცხადა.  

„რადიკალური ფლანგის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა 
,,ომეგა ჯგუფის" ხელმძღვანელმა, მრავალპარტიაგამოცვლილმა ზაზა ოქუაშვილმა საზოგადოებას ისევ შეახსენა თავი. სტაჟიანმა შარლატანმა ოქუაშვილმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ლონდონის სასამართლოში "ფულის გამოძალვის ბრალდებით" საჩივარი შეიტანა. ,,ომეგა ჯგუფის" ხელმძღვანელი მისი "კუთვნილი მილიონ 700 ათასი ლარის დაბრუნებასა და მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად ივანიშვილისგან დამატებით 23 მილიონს ითხოვს". საქმე 2016 წლის გახმაურებულ მოვლენებს ეხება, როდესაც თითქოს ზაზა ოქუაშვილს ივანიშვილის რეზიდენციაში "4 მილიონი გამოსძალეს".
საზოგადოებას შევახსენებ ზაზა ოქუაშვილის სამარცხვინო ბიოგრაფიის რამდენიმე ეპიზოდს. წლების განმავლობაში ოქუაშვილმა დაიმკვიდრა უკიდურესად გაიძვერა თაღლითის სახელი. იმის გარდა, რომ ოქუაშვილის "ომეგა" კონკურენტებთან ურთიერთობისას ჩვეული რეკეტით იყო დაკავებული, მის ცხოვრებაში არის შოკისმომგვრელი, მოუშორებელი ლაქები. 
2003 წელს ამ ე.წ. ბიზნესმენს, საკუთარი მამა, აწ გარდაცვლილი რობერტ ოქუაშვილი და მისი მცირეწლოვანი შვილის დედა სხვადასხვა სარჩელებით უჩიოდნენ. ზაზა ოქუაშვილმა მამამისს თვალთმაქცურად უძრავი ქონება გაუყიდა და ოფისის ქირას არ იხდიდა, ხოლო მესამე ქეისში არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ახალგაზრდა ქალბატონისგან შეძენილ შვილზე უარი განაცხადა. ცხადია, თაღლითმა ოლიგარქმა ეს საქმეები ჩაფარცხა ოცი წლის წინანდელ სასამართლო სისტემაში. მოგვიანებით, ზაზა ოქუაშვილმა საკუთარი დედა გააგდო "ომეგადან".
სამაგიეროდ, "იბერიისა" და "ომეგას" საოფისე ფართი ნიკა გვარამიას "მთავარ არხს" დაუთმო. ამჟამად ზაზა ოქუაშვილი ბრიტანეთშია გაქცეული. მისი მეუღლე ნატო ჩხეიძე და ამ უკანასკნელის ძმა, როსტომ ჩხეიძე "ნაციონალურ მოძრაობის" დეპუტატები არიან. თანამშრომლობენ იმ ავაზაკ პარტიასთან, რომლის ხელისუფლებაში ყოფნისას, ტელეკომპანია "იბერია" ოქუაშვილსა და მის მეუღლეს სპეცრაზმის ჩარევით წაართვეს, ხოლო "ქართული ოცნების" ქვეყნის სათავეში მოსვლიდან მოკლე ხანში, "იბერია" დაუბრუნდა კანონონიერ მფლობელებს. 
მშობლებისა და შვილის უარმყოფი ზაზა ოქუაშვილის შავბნელი აწმყო და წარსული პოლიტიკური და ბიზნესსაქმიანობა ახსნადია. ამგვარი ზნედაცემული თაღლითები ყველაფერს კადრულობენ. ცილისწამება და ბინძური ტყუილების გავრცელება მათნაირთა ცხოვრების განუყრელი ნაწილია. 
იხილეთ "პოს ტივის"  2018 წლის სიუჟეტი ოქუაშვილის სამარცხვინო წარსულზე.“ - წერს facebookze - აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს - საფრანგეთზეც მოახდინა გავლენა კრემლმა და რუსული კანონიც მიაღებინა
დავით ქართველიშვილი: სულ ამერიკული FARA-ს იმედით ვერ ვიქნებით, რომელიც ადგილობრივი მავნებლების მიერ საქართველოს ინტერესების საზიანოდ და „უპრაგონოდ“ თანხების ხარჯვის თაობაზე ინფორმაციას გვაწვდის - ყველას საკუთარი კანონი უნდა ჰქონდეს
ლევან ნიკოლეიშვილი: მაინტერესებს, იმ ექსპერტების კეთილსინდისიერებაზე ვინ არის პასუხისმგებელი, ვინც ევროკავშირმა გამოაგზავნა საქართველოში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად
ნინო ფოჩხუა: საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, შეიქმნას ლობისტების რეესტრი ანუ „რუსული" კანონი მოიყვანოს მოქმედებაში
ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციას: ე.წ. ვეტინგი ჯერ სტრასბურგის სასამართლოში რომ დაგეტესტათ, არა?! იქნებ ასე მაინც დაიქვემდებაროთ ევროპის მიუკერძოებელი სასამართლო, თორემ გაგაშიშვლათ ყველა ერთად და სირცხვილია!
არქივი