ნანა კაკაბაძე: პოლიტიკური პატიმრობა ევროპის საბჭოს თვითონვე აქვს განმარტებული, მხოლოდ „ნაცები“ ან არაობიექტური ადამიანები შეიძლება ფიქრობდნენ, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილის პერსონას ეს კრიტერიუმები შეეფერება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
255 15 ოქტომბერი 2022, 11:27

გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ თავის რეზოლუციაში რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოაცხადა და ამავე რეზოლუციით მოითხოვა პუტინთან მებრძოლი ყველა პატიმრის გათავისუფლება, რომელთა შორის უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილიც დასახელდა, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიღებულ რეზოლუციას.

როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, სააკაშვილი არც ერთ საერთაშორისო, თუ ადგილობრივ უფლებადაცვით ორგანიზაციას პოლიტპატიმრად არ უღიარებია. მეტიც, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, სულხან მოლაშვილის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში, პირდაპირ მიუთითა კონვენციის მე 14-ე მუხლის დარღვევაზე. რაც იმას ნიშნავდა, რომ მოლაშვილის დაპატიმრება, წამება და გასამართლება მოხდა პოლიტიკური ნიშნით.

,,გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ თავის რეზოლუციაში რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოაცხადა და ამავე რეზოლუციით მოითხოვა პუტინთან მებრძოლი ყველა პატიმრის გათავისუფლება, რომელთა შორის უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილიც დასახელდა.

ტვ-1-ის ჟურნალისტმა საზეიმოდ გვამცნო, რომ ამ რეზოლუციას ხმა მისცა ასამბლეის წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ - 91-მა ქვეყანამ, მათ შორის იქ მყოფმა ხატია დეკანოიძემ, ხოლო ქართული დელეგაციიდან, უმრავლესობის წარმომადგენელმა გივი მიქანაძემ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

ჩვენი ხელისუფლება მხარს არ უჭერს რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას, რადგან ამით ავტომატურად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც აძლევდა ხმასო.

ამ ტელეკომპანიის ჟურნალისტების მხრიდან გამოვლენილ უვიცობას არა აქვს საზღვარი. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არა 91, არამედ 46 ქვეყანაა გაერთიანებული. მთლიანობაში საპარლამენტო ასამბლეა 46 ქვეყნის 652 დეპუტატითაა წარმოდგენილი. ანუ 652 წევრიდან სხდომაში მონაწილეობდა 91, ხოლო მათგან რეზოლუციას ხმა მისცა 56-მა წარმომადგენელმა.

რეზოლუცია ითვლება მიღებულად, რადგან რეგლამენტის თანახმად, გადაწყვეტილებას სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა იღებს და არა მთლიანი შემადგენლობის უმრავლესობა. როგორც ხედავთ, ეს არც 91 ქვეყანაა და არც აბსოლუტური უმრავლესობა, როგორც ამის წარმოჩენა სცადა ტვ-1-ის უვიცმა ან მატყუარა ჟურნალისტმა.

ახლა რაც შეეხება რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადების საკითხის მიბმას სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნასთან. ტვ-1-ს და სხვა ოპოზიციური ტელევიზიების, ასევე მათი მმართველი პოლიტიკოსების აზრით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელს მხარი უნდა დაეჭირა რეზოლუციისთვის, ვინაიდან მასში რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდაა გამოცხადებული, მერე რა, რომ იქვე პოლიტპატიმრის სტატუსით, სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნაა დაყენებული. სააკაშვილი არც ერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ უფლებადაცვით ორგანიზაციას პოლიტპატიმრად არ უღიარებია.(ე.ი.პოლიტპატიმარი არ არის).

მეტიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, სულხან მოლაშვილის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში, პირდაპირ მიუთითა კონვენციის მე 14-ე მუხლის დარღვევაზე (პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია), რაც იმას ნიშნავს, რომ მოლაშვილის დაპატიმრება, წამება და გასამართლება მოხდა პოლიტიკური ნიშნით. გირგვლიანის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში თეთრზე შავით წერია, ხელისუფლების სამივე შტო და პრეზიდენტი უშუალოდ იყო ჩართული, რათა არ დამდგარიყო კანონიერი განაჩენი.

ევროპარლამენტის, რეზოლუცია ამბობს პოლიტპატიმარიაო ადამიანი, რომლის მმართველობის პერიოდში, სისტემური წამების, უკანონო თვალთვალისა და მიყურადების ათასობით ფაილებიდან, ნაწილის განადგურება (პირადი ცხოვრების ამსახველი) მოხდა, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2013 წელს, ყველა იმ ქვეყნის ელჩის თანდასწრებით, რომელთა დელეგატებსაც ევროპარლამენტის დეპუტატები წარმოადგენენ.

გახსოვთ ალბათ, ნაცები რომ იძახდნენ, ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც საქართველო 2008 წლის ომის დამწყებადაა გამოცხადებული მხარი იმიტომ დავუჭირეთ, რომ იქ ჩვენი სასარგებლო რაღაცაც ეწერაო. იმის შემდეგ სულ თავის მართლებაში არიან.

პუტინის წინააღმდეგ დღეს მთელი მსოფლიო იბრძვის. წარმოიდგინეთ, რამხელა აბსურდი იქნებოდა, პუტინის წინააღმდეგ მებრძოლი ყველა კრიმინალი რომ გამოცხადდეს პოლიტპატიმრად და გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან.

პოლიტიკური პატიმრობა ევროპის საბჭოს თვითონვე აქვს განმარტებული და მას ორი მთავარი მახასიათებელი უნდა ჰქონდეს, როცა შეთითხნილია ბრალდება, ან ისეთი სასჯელია ბრალდებულის მიმართ, რომელიც გამორიცხულია პოლიტიკური ფაქტორის გარეშე მიეღო. მხოლოდ ნაცები ან არაობიექტური ადამიანები შეიძლება ფიქრობდნენ, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილის პერსონას ეს კრიტერიუმები შეეფერება“, - წერს კაკაბაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე - უმადურნი არიან ის ცალკეული პირები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილმა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნა და მაინც უკმაყოფილნი არიან რადიკალთა სექტაში
ლევან ნიკოლეიშვილი ფონდი „ქართუს“ ქველმოქმედებაზე: სხვებისგან განსხვავებებით ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი ქვეყნისთვის და ხალხისთვის გააკეთა! ამიტომაც აღიზიანებთ უმადურებს, მავნებლებს და საქართველოს მტრებს
მამუკა მდინარაძე: „ფეიკებით”, დეზინფორმაციით და ყველა ამორალური გზით ცდილობენ გავლენის მოხდენას - კიდევ უფრო ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, დამოუკიდებლობა და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ
ნინო წილოსანი: გამოცემა „პუბლიკა“ აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას. ამჯერად, ფეიკი მამუკა მდინარაძის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატების გავრცელებაა და ამის კვალდაკვალ, ქალების უფლებების დაცვის მოტივს ამოფარებული აქტივისტების მუქარები
ზურაბ ქადაგიძე: ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებენ, რატომ ცდილობს ფეხბურთელების მოტივაციის ამაღლებას, აქამდე სად იყოო - ივანიშვილი კვლავ გააგრძელებს სიკეთის კეთებას, ეს ხელმოცარული პოლიტიკოსები კი კვლავ ხელმოცარულებად დარჩებიან
არქივი