ლევან ნიკოლეიშვილი ეუთო-ს ანგარიშზე: ჩვენი ელჩი უნდა გამოვიდეს სასტიკად დაგმოს და მოუწოდოს მხარეებს, უფრო კი ხელისუფლებას ყველა „ხარვეზის“ გამოსწორებისაკენ- ლოზუნგით „დემოკრატია საფრთხეშია!“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
184 10 ნოემბერი 2022, 20:38
,,ამ განცხადების კითხვისას კინაღამ დავიბენი, ეს ამერიკის არჩევნებზეა საუბარი თუ …სხვა ქვეყანაზე, აი ისეთ ქვეყანაზე რომელსაც იგივე ამერიკის შეერთებული შტატები ხშირად სწორედ ამ სიტყვებით მიმართავს,” - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე  ეუთო-ს მიერ გამოქვეყნებული მოხსენების შესახებ.

როგორც ნიკოლეიშვილი წერს, მოხსენების მიხედვით აშშ-ს იგივე პრობლემები აქვს არჩევნების დროს როგორ დაახლოებით ეუთო-ს ბევრ ქვეყანას?! 

"ძლიერი და მდგრადი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია, რომ შეერთებულმა შტატებმა განაგრძოს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების მიმართ თავისი ერთგულების დემონსტრირება არჩევნებში მონაწილეობის უფლებების  გაზრდის, არჩევნების უსაფრთხოების გაძლიერების და დეზინფორმაციის წინააღმდეგ შესაბამისის ზომების გამოყენების გზით,“ - განაცხადა  აშშ-ს არჩევნების შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა  პერე ჯოან პონსიმ
 ამ განცხადების კითხვისას კინაღამ დავიბენი, ეს ამერიკის არჩევნებზეა საუბარი თუ …სხვა ქვეყანაზე, აი ისეთ ქვეყანაზე რომელსაც იგივე ამერიკის შეერთებული შტატები ხშირად სწორედ ამ სიტყვებით მიმართავს, აღარაფერს ვამბობ ასეთი განცხადებების შემდეგ, როგორ ყირაზე გადადიან ოპოზიციური პარტიები და იგივე ამერიკელი დონორების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები მაგალითად ჩვენთან საქართველოში! სარჩევნო კომისიებში მივარდნებზე, აქციებზე და ქუჩების გადაკეტვა-პარალიზების "კონსტიტუციურ უფლებებზე" აღარაფერს ვამბობ!
„აშშ-ს წინაშე არსებული დემოკრატიული გამოწვევები მსგავსია ეუთოს ბევრ  ქვეყანაში არსებული გამოწვევების და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ უზრუნველვყოთ დემოკრატიული პროცესების მიმართ მოქალაქეების ნდობა.“  ეუთოს ბევრ ქვეყანაში, რას ნიშნავს? ეუთოში 55 წევრია-ქვეყანაა, ბევრი კი მინიმუმ ნახევარზე მეტს ნიშნავს ანუ 28 ქვეყანას მაინც, ე.ი. რა გამოდის აშშ-ს იგივე პრობლემები აქვს არჩევნების დროს როგორ დაახლოებით ეუთო-ს ბევრ ქვეყანას?! 
„ბევრი წინასაარჩევნო მარათონი იყო ძლიერ პოლარიზებული და დამძიმებული მკაცრი რიტორიკით, ხოლო ხშირ შემთხვევაში საარჩევნო ოლქების პარტიულმა გადანაწილებამ  შექმნა არაკონკურენტული საარჩევნო ოლქები, ნათქვამია განცხადებაში.“ ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ კი მგონია ვიღაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდებოდა არჩევნებს, უბრალოდ ტექსტში შეეშალა და საქართველოს მაგივრად ამერიკის შეერთებული შტატები ჩაწერა. 
ახლა დარჩა მთავარი რამ სათქმელი: „ მიუხედავად ამისა თუ იმისა არჩევნების მაინც ლეგიტიმურია!“ 
ამის შემდეგ თუ ვინმე განაწყენებული კონგრესსა თუ სენატში შესვლაზე უარს იტყვის, მაშინ სასწრაფოდ ბატონი შარლ მიშელის დოკუმენტი უნდა ავამოქმედოთ, ასევე შეგვიძლია ჩვენი პრეზიდენტი ჩავრთოთ საქმეში, რომელიც შეხვედრებს გამართავს ერთიანობის იდეის ეგიდით. და ბოლოს ჩვენი ელჩი უნდა გამოვიდეს სასტიკად დაგმოს და მოუწოდოს მხარეებს, უფრო კი ხელისუფლებას ყველა „ხარვეზის“ გამოსწორებისაკენ- ლოზუნგით „დემოკრატია საფრთხეშია!“ - წერს ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი ხუნდაძე: ანტიდემოკრატიული და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახველი განცხადებები ევროპარლამენტში უნდა დასრულდეს
ლევან ნიკოლეიშვილი: ზურაბიშვილს გრიგორიადისი ჰუმანური მოსაზრებით არ შეუწყალებია, დაავალეს და მანაც აღასრულა, ის, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მავნებელი, თუ ვინმეს განსაკუთრებით მტრობს, ეს ქართველი პოლიციელებია
თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკული Wokism უტევს საქართველოს და ევროპას, აგრესიული ფსევდოლიბერალიზმით ცდილობენ ქვეყნების დამორჩილებას
გია აბაშიძე - უმადურნი არიან ის ცალკეული პირები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილმა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნა და მაინც უკმაყოფილნი არიან რადიკალთა სექტაში
ლევან ნიკოლეიშვილი ფონდი „ქართუს“ ქველმოქმედებაზე: სხვებისგან განსხვავებებით ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი ქვეყნისთვის და ხალხისთვის გააკეთა! ამიტომაც აღიზიანებთ უმადურებს, მავნებლებს და საქართველოს მტრებს
არქივი