ქართულ პოლიტიკაში ყველაფერი არ მოსულა. მათი არჩევანია თვითდესტრუქცია. Good luck ყველასთვის ბალასტებო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
178 18 ნოემბერი 2022, 16:07
ქართულ პოლიტიკაში ყველაფერი არ მოსულა - გახარიები, ბერძენიშვილები, გუბაზები, ბესელიები და სხვა უსაქციელონნი ვერასდროს დაბრუნდებიან საწყის ეტაპზე. მათი არჩევანია თვითდესტრუქცია დროებითი სარგებლის გამო, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. ანალიტიკოსი ნათია მეზვრიშვილის ფეისბუქ სტატუსს აზიარებს და აღნიშნავს, რომ მეზვრიშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში ყოფნისას, საქართველოზე გამოქვეყნებულ არაერთ საერთაშორისო დადებით რეიტინგზე გვამცნობდა. თუმცა, გახარიას მთავრობიდან სამარცხვინო გაქცევის შემდეგ, თურმე ყველაფერი ჩამოიშალა. 

 როგორც აბაშიძე წერს, გახარიას პარტია რომ თუნდაც NDI-ს და IRI-ს "კვლევებს" მიღმაა, ბევრ რამეზე მიუთითებს მათდამი დასავლეთის დამოკიდებულებაზე. 

 „გახარიას რაღაც პარტია რომ თუნდაც NDI-სა და IRI-ს "კვლევებს" მიღმაა, ბევრ რამეზე მიუთითებს მათდამი დასავლეთის დამოკიდებულებაზე. შეეძლოთ თუნდაც "მომღიმარი ჯოკონდა" დავით ბაქრაძესავით 'გაეპიარებინათ', მაგრამ ხედავენ რა რეალურ მაჯისცემას, საზოგადოებას ვერ უბედავენ მათთვის რაიმე %-ს დაწერას. ნათია მეზვრიშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში ყოფნისას, საქართველოზე გამოქვეყნებულ არაერთ საერთაშორისო დადებით რეიტინგზე გვამცნობდა. იყო მოწონება და ჩვეული უსაფუძვლო კრიტიკა. თუმცა, გახარიას მთავრობიდან სამარცხვინო გაქცევის შემდეგ, თურმე ყველაფერი ჩამოიშალა და "ოლიგარქმა ივანიშვილმა" "დაღუპა ქვეყანა". თუნდაც ქართულ პოლიტიკაში ყველაფერი არ მოსულა - გახარიები, ბერძენიშვილები, გუბაზები, ბესელიები და სხვა უსაქციელონნი ვერასდროს დაბრუნდებიან საწყის ეტაპზე. მათი არჩევანია თვითდესტრუქცია დროებითი სარგებლის გამო. Good luck ყველასთვის ბალასტებო!“ - წერს გია აბაშიძე
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ სააკაშვილი - ქალბატონმა პრეზიდენტმა გორში მე და სტალინი ერთმანეთს შეგვადარა და ჩემს მშობლიურ გორელებს ორივეს დავიწყება ურჩია - ერთი ადამიანია, რომელიც სტალინს და მე ვერაფრით გვივიწყებს - მას ვლადიმერ პუტინი ჰქვია
გიორგი არველაძე „ნაციონალურ მოძღაობაზე“: პარტია განადგურებულია, მისი ავტორიტეტი ფეხქვეშ გათელილი, ერთადერთი ემოცია რასაც ხალხში იწვევთ არის დაცინვა
დავით ქართველიშვილი: ზურაბიშვილმა შეიძლება ამ „არა და არასდროს“ ფრაზას არ გადააბიჯოს მაგრამ გამონაკლისის სახით სააკაშვილის საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს
გამოვდივარ ინიციატივით, შედგეს პეტიცია, რომელსაც, პირველ რიგში, ხელს მოაწერენ სტუდენტები, ასევე მათი ოჯახის წევრები და აქტივისტები
დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: პრეზიდენტმა ტრადიციული გაუგებარი და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებით გაგვახარა
არქივი