გია გაბრიჭიძე: დღეს სულხან მოლაშვილის დაბადების დღეა. ვერცერთმა „ნაცმა“ და სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე „მოტირლებმა“ ქუჩაში გამოსვლაც ვერ უნდა გაბედონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
202 19 ნოემბერი 2022, 14:58

მახსოვს 2009 წელს „საკნების აქციის“ დროს, მიუხედავად იმისა რომ ჯანმრთელობა ძალიან ჰქონდა შერყეული, „ქუჩის გაზეთის“ რედაქციის საკანთან მოდიოდა და გაზეთის გამოშვებაში გვეხმარებოდა, - წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე.

როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს, ნაცებმა და სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის მსურველებმა გარეთ გამოსვლაც ვერ უნდა გაბედონ.

„დღეს სულხან მოლაშვილის დაბადების დღეა. ბოკერია ისევ ყელყელაობს, მისი პროკურორი ვალერი გრიგალაშვილი ბოძებზე ჩამოკიდებით იმუქრება. სახალხო დამცველები და არასამთავრობოები ისე არიან გართული დემოკრატიის მშენებლობაში, რომ ამ დამნაშავეების ბოგინს ვერ ამჩნევენ. მახსოვს 2009 წელს „საკნების აქციის“ დროს, მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობა ძალიან ჰქონდა შერყეული, „ქუჩის გაზეთის“ რედაქციის საკანთან მოდიოდა და იმ პოლიტიკანებისგან განსხვავებით, რომლებიც პარლამენტის წინ პოდიუმზე უკანალს აქიცინებდნენ, რომლებიც დღეს სწორედ ბოკერიების და გრიგალაშვილების გვერდით დგანან, გაზეთის გამოშვებაში გვეხმარებოდა.

დღეს ვერცერთმა „ნაცმა“, ბოკერიებმა, მათთან მიტმასნილებმა და მით უმეტეს სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე „მომტირალებმა“ არამც თუ ტელევიზიებში მოთქმა და მუქარა, ქუჩაში გამოსვლაც ვერ უნდა გაბედონ“, - წერს გაბრიჭიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი ხუნდაძე „ხალხის ძალის“ წერილზე: ასეთი ამოცანის წინაშე ვდგავართ: ერთი - დავიცვათ თავი, რომ არ გავეხვიოთ ომის ქარცეცხლში და არ მივიღოთ მეორე უკრაინიზაცია; მეორე - გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანა არ მივიყვანოთ ეკონომიკურ კრიზისამდე
ზაალ ანჯაფარიძე: ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს „გამჭვირვალობის კანონის“ მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება, საიდანაც გამოჩნდება საზოგადოების რა ნაწილი უჭერს მხარს კანონს და დაუყოვნებლივ დაიწყოს საჯარო დებატები ოპონენტებთან
დავით ქართველიშვილი: პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობის გამო დაკავებული ელისაშვილის დაზიანებულ ტუჩს მისტირიან ისინი, ვისთვისაც მისი „მუშტი" ისეთივე „წმინდა გრაალად" უნდა იქცეს, როგორც ამერიკაში დაკავებისას ლიკვიდირებული ნარკოდილერის, ჯორჯ ფლოიდის პატივსაცემად ეროვნული დღესასწაულის დაწესება
დიმიტრი ხუნდაძე: ვიოლა ფონ კრამონმა გაამხილა მათი გეგმები - მისი თქმით, „გაყალბებული არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება“ იგეგმებოდა
დავით ქართველიშვილი: „დაუძინებელი დაქალი“ ვიოლა ფონ კრამონი ძალიან „ზრუნავს“ ბიძინა ივანიშვილის დანაზოგებზე
არქივი