დავით ქართველიშვილი: თუ სულხანის მკვლელი-ჯალათები ქართულმა საზოგადოებამ კვლავ დააბრუნა ხელისუფლებაში, მათთან ერთ სახელმწიფოში ცოცხალს მე არაფერი მესაქმება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
234 19 ნოემბერი 2022, 15:28
თუ სულხანის მკვლელი-ჯალათები ქართულმა საზოგადოებამ კვლავ დააბრუნა ხელისუფლებაში, მათთან ერთ სახელმწიფოში ცოცხალს მე არაფერი მესაქმება, ხოლო მის მკვლელობაზე ბრძანების გამცემი სააკაშვილი, პატიმრობის მაგივრად, რომელიმე კლინიკაში ფუფუნებაში გვეყოლება- წერს “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ დღეს სულხან მოლაშვილის დაბადების დღეა. 

 “დღეს სულხან მოლაშვილის დაბედების დღეა. ეს თარიღი უკვე წლებია მახსოვს, ხვალ ჩემი დაბადების დღე რომ არის - იმიტომ. ერთი მოკრძალებული თხოვნა მექნება, თუ სულხანის მკვლელი-ჯალათები ქართულმა საზოგადოებამ კვლავ დააბრუნა ხელისუფლებაში, რა დროსაც მეც აუცილებლად მომკლავენ - უნდა მომკლან ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ მათთან ერთ სახელმწიფოში ცოცხალს მე არაფერი მესაქმება, ხოლო: სულხანის მკვლელობაზე პასუხიმგებელი პროკურორი, ვინმე გრიგალაშვილი, ჩვენი ბოძებზე გაკვრის ბრძანების გამცემი - ჯერ კიდევ ცოცხალი და უვნებელი იქნება... სულხანის მკვლელობის უშუალო შემსრულებელი, ვინმე "ქილერა", ჯერ კიდევ უკრაინაში პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსით უსარგებლებს... სულხანის მკვლელობაზე ბრძანების გამცემი ვინმე სააკაშვილი, პატიმრობის მაგივრად, რუსთავის დაწესებულებაში საკანში ყოფნის მაგივრად - რომელიმე კლინიკაში ფუფუნებაში გვეყოლება... მოკლედ - ასეთ ვითარებაში სულ ნუ გაიხსენებთ ჩემს დაბადების დღეს”- წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა სეფაშვილი: კელი დეგნანს ვურჩევ, სწორი ინფორმაცია მოიპოვოს
ნინო ფოჩხუა რადიკალებზე: მათ უკან დასახევი არ აქვთ, მაგრამ არაფერი გამოუვათ, ხალხი ყველაფერს ხედავს, ისმენს და სწორ დასკვნებსაც აკეთებს
გია აბაშიძე: NED და EED ქართული საზოგადოებისთვის დღემდე არიან კარჩაკეტილნი, ასპონსორებენ "ნაცრადიკალებს" და გაუგონარი უტიფრობით აქეთ უყენებენ პრეტენზიებს დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებას
დიმიტრი ხუნდაძე: სწორედ დეგნანი იყო ცრუ კამპანიის სათავეში, როდესაც „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შემოვიტანეთ და მას სრულიად უარგუმენტოდ, „რუსული კანონი“ დაარქვა
დიმიტრი ხუნდაძე „ხალხის ძალის“ წერილზე: ასეთი ამოცანის წინაშე ვდგავართ: ერთი - დავიცვათ თავი, რომ არ გავეხვიოთ ომის ქარცეცხლში და არ მივიღოთ მეორე უკრაინიზაცია; მეორე - გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანა არ მივიყვანოთ ეკონომიკურ კრიზისამდე
არქივი