"შულერობაა", როდესაც არა თუ არ ემიჯნები დევიდ კრამერის ცილისწამებას ივანიშვილზე, არამედ გვარწმუნებ, თუ როგორ "ზრუნავს" ჩვენზე კრამერი და როგორ "უყვარს" საქართველო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
221 22 ნოემბერი 2022, 18:44
“შულერობაა", როდესაც "ხალხის ძალა" აპელირებს ამერიკის "უცხოური აგენტურის რეგისტრაციის" ფედერალურ აქტს და აინიცირებს მსგავსი კანონის შემოღებას ჩვენს ქვეყანაში, შენ კი ამას "კრემლის სახელმძღვანელოებით" მოქმედებას უწოდებ”- ასე გამოეხმაურა “ხალხის ძალის წევრი დავით ქართველიშვილი კელი დეგნანის განცხადებას.

როგორც ქართველიშვილი წერს, ამერიკის ელჩის "პრინციპულობაში" დიდი ხანია ეჭვი აღარ გვეპარება. 

“თებერვლის დასაწყისის, ივანიშვილისთვის მიცემული დეგნანისეული შეფასებიდან: "ფილანტროპი, ქველმოქმედი, პოლიტიკადან წასული გავლენიანი ადამიანი" - სულ რაღაც რამოდენიმე თვეში თითქმის აღარაფერი დარჩა. დაანონსებული "ცხელი" შემოდგომის დღევანდელ მის შეფასებაში, ივანიშვილთან მიმართებაში მხოლოდ "დასასანქცირებელ რუსეთუმე ოლიგარქს" ამოვიკითხავთ. ამერიკის ელჩის "პრინციპულობაში" ჩვენ ხომ დიდი ხანია ეჭვი აღარ გვეპარება.

რაოდენ დასანანია, რომ ესოდენ დიადი ზე-სახელმწიფოს ოფიციალურ წარმომადგენელს ასეთ პატარა ქვეყანაში უწევს უხერხული "შულერობის" ილეთების გამოყენება, გინდ სიტყვით, გინდ საქმით - გინდ ნებსით, თუ უნებლიეთ. "შულერობაა", როდესაც აისფედის საარჩევნო მაქინაციას აფარებ ხელს. "შულერობაა" - როდესაც დეოლიგარქიზაციის უკრაინული კანონის ირგვლივ პოლიტიკურ აფიორაში, უკვე ვენეციის კომისიასაც ითრევ. 

"შულერობაა", როდესაც "ეროვნული თანხმობის დეკლარაციის" გუშინდელ უწყინარ ღონისძიებაში იღებ აქტიურ მონაწილეობას, რომელსაც შენივე აგენტურა "სახელმწიფოს მიტაცებასთან" ბრძოლის აქტად რაცხავს - შენ კი არც კი ემიჯნები ამას, რამეთუ ეს სლოგანი, როგორც ჩანს შენივე შემოთავაზებულია. "შულერობაა", როდესაც "კუთხური" და კორპორაციული სოლიდარობის გამო, არა თუ არ ემიჯნები დევიდ კრამერის ცილისწამებას ივანიშვილზე და თებერვლის თვის მის შენივე შეფასებას - არამედ გვარწმუნებ, თუ როგორ "ზრუნავს" ჩვენზე კრამერი და როგორ "უყვარს" მას საქართველო, როგორ "გვლოცავენ" ჩვენ მისი "ძუძუები".

"შულერობაა", როდესაც "ხალხის ძალა" აპელირებს ამერიკის "უცხოური აგენტურის რეგისტრაციის" ფედერალურ აქტს და აინიცირებს მსგავსი კანონის შემოღებას ჩვენს ქვეყანაში, შენ კი ამას "კრემლის სახელმძღვანელოებით" მოქმედებას უწოდებ. "შულერობაა", როდესაც ქართველი "კონგრესმენები" შეკითხვებით მოგმართავენ, შენ კი მათ ურთიერთობების ამ ფორმას "ФСБ"-ს მეთოდოლოგიებით უწუნებ.

"შულერობაა", როდესაც ევროპის შუაგულში, 29 ნოემბერს ფსევდოლიბერალიზმის  რამოდენიმე "ოპერთანამშრომელი" და მათი აგენტი, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის დემოკრატიულ არჩევანს, "დემოკრატიის დაცვის" ლოზუნგით მორიგ სულში ჩაფურთხებას უმზადებს, შენ კი ამასაც არ ემიჯნები. და არა მხოლოდ "შულერობა", არამედ უკვე დიდი დანაშაულია - როდესაც საქართველოს საზოგადოების წინაშე დასავლური ღირებულებების და ევროპული ფასეულობების დისკრედიტაციის სათავეში ხარ. იმედია - ეს დროებითი მოვლენაა. ქართველებს ბოროტებისა და სიკეთის გარჩევაში მრავალსაუკუნოვანი უტყუარი გამოცდილება დაგვიგროვდა.”- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობის გამო დაკავებული ელისაშვილის დაზიანებულ ტუჩს მისტირიან ისინი, ვისთვისაც მისი „მუშტი" ისეთივე „წმინდა გრაალად" უნდა იქცეს, როგორც ამერიკაში დაკავებისას ლიკვიდირებული ნარკოდილერის, ჯორჯ ფლოიდის პატივსაცემად ეროვნული დღესასწაულის დაწესება
დიმიტრი ხუნდაძე: ვიოლა ფონ კრამონმა გაამხილა მათი გეგმები - მისი თქმით, „გაყალბებული არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება“ იგეგმებოდა
დავით ქართველიშვილი: „დაუძინებელი დაქალი“ ვიოლა ფონ კრამონი ძალიან „ზრუნავს“ ბიძინა ივანიშვილის დანაზოგებზე
გიორგი ვოლსკი: როდესაც რევოლუციურ პროცესებს უკეთებ ორგანიზებას, ეს ნიშნავს, რომ უპირისპირდები ეროვნულ ინტერესებს. ყველა, ვინც ამას ორგანიზებას უკეთებს, წინაპირობას ქმნის, რომ კვლავ რუსეთი აღმოჩნდეს მოგებულ მდგომარეობაში
ელენე ედანიშვილი: მე და ჩემი მეგობრები მშვიდობიანად ვივლით ევროპის გზაზე და არც კი შეეცადოთ ჩვენი სახელის გამოყენებას
არქივი