ედიშერ გვენეტაძე კელი დეგნანზე: ეს ქალბატონი სრულიად გაცდა იმ ნორმებს, რომელსაც დიპლომატიური ეტიკეტი ჰქვია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
194 22 ნოემბერი 2022, 19:06
“ბოლო ხანებში ეს ქალბატონი სრულიად გაცდა იმ ნორმებს, რომელსაც დიპლომატიური ეტიკეტი ჰქვია!
ისეთ კომენტარებს აკეთებს, რომ ეტყობა საერთოდ არად აგდებს იმას, იმყოფება თუ არა სტრატეგიულად პარტნიორ ქვეყანაში, რომელსაც ჰქვია საქართველო!” -ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს. 


გვენეტაძე კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა დევიდ კრამერის შესახებ და აღნიშნა, რომ  არ ახსოვს 30 წლის მანძილზე, საქართველოს შინაურ საქმეებში ასეთი მკვეთრი ჩარევის მცდელობა განეხორციელებინოს საქართველოში მყოფ, რომელიმე ელჩს!

როგორც გვენეტაძე წერს, საქმე იქამდე მივიდა, რომ კრამერს უფრო მეტად ჰყვარებია ჩვენი სამშობლო, ვიდრე ამ ქვეყანაზე გადაყოლილ კაცებს!

“ბოლო ხანებში ეს ქალბატონი სრულიად გაცდა იმ ნორმებს, რომელსაც დიპლომატიური ეტიკეტი ჰქვია!
ისეთ კომენტარებს აკეთებს, რომ ეტყობა საერთოდ არად აგდებს იმას, იმყოფება თუ არა სტრატეგიულად პარტნიორ ქვეყანაში, რომელსაც ჰქვია საქართველო!
არადა რა ბრწყინვალე დიპლომატად წარმოაჩინა საკუთარი თავი საქართველოში  ჩამოსვლის დროს, როგორ გაწონასწორებულ განცხადებებს აკეთებდა და ხალხისგან პატივისცემასაც იმსახურებდა!
მაგრამ მას შემდეგ რაც შეიცვალა ხელისუფლება აშშ-ში, ეს ქალბატონი გადასხვაფერდა და ნაცების  პოლიტიკის  ფაქტობრივი გამტარებელი გახდა!
ჩვენ არ გვახსოვს ამ 30 წლის მანძილზე, საქართველოს შინაურ საქმეებში ასეთი მკვეთრი ჩარევის მცდელობა განეხორციელებინოს საქართველოში მყოფ, რომელიმე ელჩს!
საქმე იქამდე მივიდა, რომ თურმე ნუ იტყვით და ვიღაც პენსიონერ, გზას აცდენილ კრამერს უფრო მეტად ჰყვარებია ჩვენი სამშობლო, ვიდრე ამ ქვეყანაზე გადაგებულ და გადაყოლილ კაცებს!
ამიტომაც ჩვენში იტყვიან "სტუმარი ღვთისააო", მაგრამ უკეთესი იქნება  ქ-ნი ელჩი უფრო მოზომილ, უფრო მოქნილ, შედარებით მიუმხრობელ და ცოტათი რეალობის შესაბამის განცხადებებს თუ გააკეთებს!”- წერს გვენეტაძე.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ოპოზიციურო არხებო მერამდენე სიუჟეტს უძღვნით უნამუსო მოქალაქეების გამოყენებით ჩვენი პოლიციელების დისკრედიტაციას? ყველაფერი გადამოწმებადია და საბოლოოდ თქვენ ზარალდებით და კარგავთ მაყურებელს ამ სიცრუის ტირაჟირების გამო
ლევან ნიკოლეიშვილი „მთავარი არხის“ სიუჟეტზე: ასეთი შავბნელი გაგების ხალხის „გაპრავებით“ გინდათ, მოქალაქეებზე ორიენტირებული, ობიექტური მედიის მანტიის მორგება?!
ედიშერ გვენეტაძე-“მთავარმა არხმა“ სამართალდამცველების გაშავების მიზნით კიდევ ერთი უნიჭო სიუჟეტი შეთითხნა. სირცხვილია, აღარ „ჭამს“ საზოგადოება თქვენს ტყუილებს, როცა სიმართლე ხელის გულზე დევს
ნინო ფოჩხუა „ევროპულ მარშზე”: ლომჯარიების, უგულავებისა და ზურაბიშვილების აქციაზე, რაც არ უნდა კეთილშობილურ მიზნებს ემსახურებოდეს, ხალხის ეს რაოდენობაც ზედმეტია - ფარსია ეს ყველაფერი
ლევან ნიკოლეიშვილი: ეს არ არის მარში, ეს არის ფარსი, რომელიც უმადურმა, ფარისეველმა სალომე ზურაბიშვილმა შესთავაზა ქართველ ხალხს, თუმცა მხოლოდ 500-მდე ადამიანი გამოეხმაურა
არქივი