მთელი ქვეყანა შეძრულია ცხრამუხის მონასტერში მომხდარი ტრაგედიის გამო, მაგრამ ამ დანაშაულის მიზეზების გადაბრალება კონკრეტული მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის უკიდურესად საშიში და არასწორია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
242 27 ნოემბერი 2022, 10:48

მთელი ქვეყანა შეძრულია ცხრამუხის მონასტერში მომხდარი ტრაგედიის გამო, მაგრამ ამ დანაშაულის მიზეზების გადაბრალება კონკრეტული მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის უკიდურესად საშიში და არასწორია, - ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „ფეისბუქში“ წერს.

მისი თქმით, „სახიფათოა ასეთი თემებით სპეკულირება და უდანაშაულო ადამიანებისგან მტრის ხატის შექმნა.“

„თერჯოლის ტრაგედიიდან ძალიან მალე უმძიმესი, უსასტიკესი დანაშაული მოხდა ცხრამუხის მონასტერში, მთელი ქვეყანა შეძრულია, მაგრამ ამ დანაშაულის მიზეზების გადაბრალება კონკრეტული მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის უკიდურესად საშიში და არასწორია. ხვალ შეიძლება ამ განცხადებით წაქეზებული მოქალაქე რომელიმე ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდეს, იძალადოს, რაც გვინახავს უკვე არაერთგზის. არ შეიძლება, სახიფათოა ასეთი თემებით სპეკულირება და უდანაშაულო ადამიანებისგან მტრის ხატის შექმნა.

მინდა ვუსურვო ძალადობის მსხვერპლ ქალს სწრაფი გამოჯანმრთელება! იმედი მაქვს, ამ მძიმე დროს გარშემომყოფებისგან სათანადო ემოციურ მხარდაჭერას მიიღებს”,-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში, 25 ნოემბერს, ორი პირი შეიჭრა. ისინი მონაზონს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სამართალდამცავებმა წარსულში ნასამართლევი, 27 და 39 წლის მამაკაცები დააკავეს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი - ხვალ "რუსული კანონი" უნდა გააპროტესტონ და ლიაკა ხოშტარია "უდიდესი" რადიკალური ძალის მატარებელია, ამიტომაც, ძირს რუბლები, გაუმარჯოს ფუნტებს!
თეა წულუკიანი ალეკო ელისაშვილზე - საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლი ლომი, ასე როგორ დაესხა თავს ადამიანს, ეს ჩოხის უღირსი
ლევან ნიკოლეიშვილი: ელისაშვილის ავაზაკური თავდასხმა მამუკა მდინარაძეზე არის იმ წამქეზებლობის შედეგი, რასაც ახორციელებს სალომე ზურაბაშვილი. დიახ, მის მიერ ხდება ამნისტიით სხვადასხვა ჯურის მკვლელებისა და ავაზაკების შეწყალება
მაკა ბოჭორიშვილი: სრულად უარგუმენტო ოპოზიციას აღარაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ უსუსური ალეკო ელისაშვილის ხელით იძალადოს და მერე ძალადობას ტაში უკრას
გია აბაშიძე ალეკო ელისაშვილზე: ელისაშვილი არის პოლიტიკური მეძავი, რომელიც „ლელოში“ თუ ხუთპროცენტიან ბარიერთან ახლოს მყოფ სხვა ნაცპარტიაში სიაში მოსახვედრად, თავისიანებსაც კი დაალომბარდებს
არქივი