ნიკო კვარაცხელიას დედა - რა გახდა ხელისგულზე დადებული საქმის წინ და უკან ტარება, ვინ უმაგრებს ზურგს მკვლელებს?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
292 30 ნოემბერი 2022, 23:50

აზრადაც კი არ მომდის, რომ ნიკო კვარაცხელიას ტრაგიკული მკვლელობა უმკაცრესად არ შეფასდება, წარმოუდგენელია ხელისუფლების კურსი იყოს სრულიად უდანაშაულო, წარმატებული ახალგაზრდის მკვლელობა და მომხდარი ტრაგედიის არასწორი ფორმულირება, რა გახდა ხელისგულზე დადებული საქმის წინ და უკან ტარება, ვინ უმაგრებს ზურგს მკვლელებს? - ამის შესახებ Feedc-ის დამფუძნებლის, ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედამ იზა ომაძემ სოციალურ ქსელ Facebook-ზე დაწერა.

ნიკო კვარაცხელიას დედა ეხმაურება მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის სასამართლო პროცესს და აცხადებს, რომ „ხვალ მორიგი აბსურდის თეატრია“.

“ვერ წარმოიდგენთ როგორი რთული სანახავია ადამიანი, რომელსაც სინანულის ნატამალი არ აქვს, წმინდა მამები ხშირად წერილებში აღწერენ ეშმაკს, რომელიც მათ გამოეცხადათ, და რომელიც ძალიან საზარელია, სწორედ ასეთი ადამიანების დათმენა მიხდება, ასეთ სახეს იღებს ადამიანი სინანულის გარეშე, ასეთები არიან მკვლელები, მკვლელების დედები და მათი უფლებადამცველები, ოჯახები ძალიან დიდი თანხის ფასად ცდილობენ შვილების დახსნას…

მინდა მჯეროდეს რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლენი მიიღებენ სამართლიან გადაწყვეტილებას“, - წერს ნიკა კვარაცხელიას დედა და დასძენს:

„რაც შეეხება მკვლელი კავილაძის უნიჭოდ შედგენილ მონოლოგს, რომელიც, იფიქრა რომ გულისამაჩუყებელი იქნებოდა, არ გამოდგა წარმატებული“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რომან გოცირიძე - საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მიყენებული ჭრილობების მოშუშებას უნდა დრო, დიდი მონდომება, თუკი ეს საერთოდ შესაძლებელია, მეტწილი პასუხისმგებლობა გამარჯვებულ მხარეს ეკისრება
თამარ ჩერგოლეიშვილი: კეზერას ჯუჯალარებო ყველა პარტიიდან - შეერთდით
არჩევნები „ნაცმოძში“ წარიმართა მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე, სახეზე იყო კარტოფილით და ბოლოკით ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობები
ამომრჩევლები, რომელთაც ხმის მიცემის პროცესში ტექნიკური შეფერხება ჰქონდათ, 19:00 საათიდან მიიღებენ ახალი სმს გზავნილებს, განახლებული კოდებით
ეკა ხერხეულიძე მაია ორჯონიკიძეზე: სირცხვილისგან მიწა უნდა უსკდებოდეს, სინდისის ნატამალი რომ ჰქონდეს
არქივი