ხაბეიშვილმა, მუმლაძემ და მელიამ, გადახედეს ერთ მუჭა ხალხს და კმაყოფილებმა იმით, რომ ბელადის წინაშე დიდი ვალი მოიხადეს, დაიშალნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
219 03 დეკემბერი 2022, 21:20

„ქართული ოცნების“ ოფისის წინ შეკრება, ოღონდ შაბათ დღეს, აი, იმ დროს ოფისში, რომ არავინ არ არის! ხაბეიშვილმა, მუმლაძემ და მელიამ, გადახედეს ერთ მუჭა ხალხს და კმაყოფილებმა იმით, რომ ბელადის წინაშე დიდი ვალი მოიხადეს, დაიშალნენ, მალე პარტიასაც საბოლოოდ დაშლიან, მანამდე კი შეეცდებიან რაც შეიძლება ბევრი ფული წაგლიჯონ თავიანთ სპონსორებს!”- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

„დღეს, რომ აქცია ჩაატარა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „თავისუფლება მიშა“-ს კი არ „თავს ლაფის დასხმა მიშას“ დაერქმიათ ჯობდა. აბა, რეგიონებიდან მოგვყავს ხალხი, აბა ექიმებიო, აბა პოლიტიკოსები და არ პოლიტიკოსებიო, აქეთ პარტიულმა ტელევიზიებმა ატეხეს ჟრიამული, იქით ლიდერებმა მიუხედავად აზრთა სხვაობისა ამ „დიდ ჰუმანური“ იდეის გარშემო ქალი და კაცი, ბავშვი და მოხუცი ყველა ვერთიანდებითო. წინ დიდ ტრანსპარანტი (ერთ ცალი), სხვადასხვა ქვეყნის დროშები(სულ 5 ცალი! )...და „ქართული ოცნების“ ოფისის წინ შეკრება, ოღონდ შაბათ დღეს, აი, იმ დროს ოფისში, რომ არავინ არ არის! ასე, არ შეიძლებაო, მიშას საავადმყოფოში, მითუმეტეს ციხეში, რა უნდაო ცალკე ცალკე დააფიქსირეს ხაბეიშვილმა, მუმლაძემ და მელიამ, გადახედეს ერთ მუჭა ხალხს (ერთ მუშტად შეკრულ ხალხში არ აგერიოთ!) და ...კმაყოფილებმა იმით, რომ ბელადის წინაშე დიდი ვალი მოიხადეს, დაიშალნენ, მალე პარტიასაც საბოლოოდ დაშლიან, მანამდე კი შეეცდებიან რაც შეიძლება ბევრი ფული წაგლიჯონ თავიანთ სპონსორებს! ისე, მართლა მაინტერესებს, იმ ქართველების და განსაკუთრებით იმ უცხოელების თავში თუ ტვინში ჩახედვა, ვისაც თავიანთი ბოროტი ზრახვების განსახორციელებლად ამათ იმედი აქვთ!”- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა „ქართული ოცნების“ ოფისის წინ, მიმდებარე ქუჩაზე, აქცია გამართეს და მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლება და სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანა მოითხოვეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ლატარია: გვარამიას პროკურორობის დროს იყო ყველაზე მძიმე მმართველობა საქართველოში, ასეთი დიქტატურა საქართველოს ისტორიას არ ახსოვს და მაოცებთ ის ახალგაზრდები, ვინც მასთან დგახართ
ნიკა გვარამია: ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რომელსაც ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები
ზურაბ ქადაგიძე: საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს - საფრანგეთზეც მოახდინა გავლენა კრემლმა და რუსული კანონიც მიაღებინა
დავით ქართველიშვილი: სულ ამერიკული FARA-ს იმედით ვერ ვიქნებით, რომელიც ადგილობრივი მავნებლების მიერ საქართველოს ინტერესების საზიანოდ და „უპრაგონოდ“ თანხების ხარჯვის თაობაზე ინფორმაციას გვაწვდის - ყველას საკუთარი კანონი უნდა ჰქონდეს
ლევან ნიკოლეიშვილი: მაინტერესებს, იმ ექსპერტების კეთილსინდისიერებაზე ვინ არის პასუხისმგებელი, ვინც ევროკავშირმა გამოაგზავნა საქართველოში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად
არქივი