საინტერესოა, არსებობს თუ არა „რუსეთის საავტორო უფლებების საზოგადოების“ სახელზე საქართველოს მგლოვიარე მოქალაქე ლЯკა ხოშტარიას გაგზავნილი წერილი: გთხოვთ, შეწყვიტოთ თქვენი სისხლიანი გადარიცხვები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
222 05 დეკემბერი 2022, 12:45

ჯერ კიდევ სექტემბრის ბოლოს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მხარი დაუჭირა, ფრაქცია „სამართლიანი რუსეთი/ პატრიოტები - სიმართლისათვის“ საკანონმდებლო ინიციატივას, საავტორო უფლებებზე ჰონორარის გადახდის შეჩერების მექანიზმის შემუშავების შესახებ, საინტერესოა, ამ კანონის შესაძლო მიღებამდე, არსებობს თუ არა საქართველოს მგლოვიარე მოქალაქე ლЯკა ხოშტარიას მიერ გაგზავნილი წერილი, შემდეგი შინაარსით: გთხოვთ შეწყვიტოთ თქვენი სისხლიანი და ბინძური ფულის ყოველთვიური გადარიცხვები, რითაც ახდენთ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრთა ღრმა ანტირუსული და ანტიპუტინისტური განწყობების დისკრედიტაციას!, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, სახელმწიფო სათათბიროს ოფიციალურ საიტზე აღნიშნული კანონპროექტის გასწვრივ იგივე მინაწერია: „განხილვის რეჟიმშია“, რაც ნიშნავს მის თაროზე დიდი ხნით გადადებას, ვინაიდან ერთია პოპულისტური „პატრიოტული“ სულისკვეთება და მეორე - რუსეთის სპეცსამსახურების ინტერესები, რომლებიც მსგავსი გადარიცხვებით წლების განმავლობაში აფინანსებდნენ საკუთარ აგენტურას.

„ჯერ კიდევ სექტემბრის ბოლოს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მხარი დაუჭირა, ფრაქცია „სამართლიანი რუსეთი/ პატრიოტები - სიმართლისათვის“ საკანონმდებლო ინიციატივას, საავტორო უფლებებზე ჰონორარის გადახდის შეჩერების მექანიზმის შემუშავების შესახებ, უცხოელ აგენტებსა და სისხლის სამართლის იმ მუხლებით მსჯავრდადებულ პირებზე, რომლებსაც მსჯავრი მიესაჯა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის, ჯარის დისკრედიტაციისა და რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოწოდების გამო.

გავიდა, თითქმის 3 თვე - სახელმწიფო სათათბიროს ოფიციალურ საიტზე აღნიშნული კანონპროექტის გასწვრივ იგივე მინაწერია: „განხილვის რეჟიმშია“ - რაც ნიშნავს მის თაროზე დიდი ხნით გადადებას, ვინაიდან ერთია პოპულისტური „პატრიოტული“ სულისკვეთება და მეორე - რუსეთის სპეცსამსახურების ინტერესები, რომლებიც მსგავსი გადარიცხვებით წლების განმავლობაში აფინანსებდნენ საკუთარ აგენტურას, რომელიც, დიახ, „ოპერატიული თამაშების" ფარგლებში, რუსეთსაც აგინებდა, მის პრეზიდენტსაც და ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების შემოღებასაც ითხოვდა.

ჩვენთვის ის უფრო საინტერესოა, ამ კანონის შესაძლო მიღებამდე, არსებობს თუ არა "რუსეთის საავტორო უფლებების საზოგადოების" სახელზე (ასლი: „რუსეთის ფედერაციის ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციას“) უკვე დღეს ან გუშინ, საქართველოს მგლოვიარე მოქალაქე ლЯკა ხოშტარიას მიერ გაგზავნილი წერილი, შემდეგი შინაარსით: გთხოვთ შეწყვიტოთ თქვენი სისხლიანი და ბინძური ფულის ყოველთვიური გადარიცხვები, რითაც ახდენთ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრთა ღრმა ანტირუსული და ანტიპუტინისტური განწყობების დისკრედიტაციას!“  - წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს - საფრანგეთზეც მოახდინა გავლენა კრემლმა და რუსული კანონიც მიაღებინა
დავით ქართველიშვილი: სულ ამერიკული FARA-ს იმედით ვერ ვიქნებით, რომელიც ადგილობრივი მავნებლების მიერ საქართველოს ინტერესების საზიანოდ და „უპრაგონოდ“ თანხების ხარჯვის თაობაზე ინფორმაციას გვაწვდის - ყველას საკუთარი კანონი უნდა ჰქონდეს
ლევან ნიკოლეიშვილი: მაინტერესებს, იმ ექსპერტების კეთილსინდისიერებაზე ვინ არის პასუხისმგებელი, ვინც ევროკავშირმა გამოაგზავნა საქართველოში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად
ნინო ფოჩხუა: საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, შეიქმნას ლობისტების რეესტრი ანუ „რუსული" კანონი მოიყვანოს მოქმედებაში
ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციას: ე.წ. ვეტინგი ჯერ სტრასბურგის სასამართლოში რომ დაგეტესტათ, არა?! იქნებ ასე მაინც დაიქვემდებაროთ ევროპის მიუკერძოებელი სასამართლო, თორემ გაგაშიშვლათ ყველა ერთად და სირცხვილია!
არქივი