უკრაინაში მიმდინარე ომთან საქართველოს მაქსიმალური ასოცირება არის უმოკლესი გზა მეორე ფრონტისკენ, რაც მათ კარგად იციან და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებენ-ლევან ნიკოლეიშვილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
248 06 დეკემბერი 2022, 16:40
უკრაინაში მიმდინარე ომთან საქართველოს მაქსიმალური ასოცირება არის უმოკლესი გზა მეორე ფრონტისკენ, რაც მათ კარგად იციან და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებენ-ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"გასული დღეების განმავლობაში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ შექმნილმა ხელოვნურმა აჟიოტაჟმა მათი მიზნები კიდევ ერთხელ გამოაშკარავა. უკრაინაში მიმდინარე ომთან საქართველოს მაქსიმალური ასოცირება არის უმოკლესი გზა მეორე ფრონტისკენ, რაც მათ კარგად იციან და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებენ.

ქართულ საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს რადიკალური ოპოზიციის დაჟინებული მოთხოვნა, საქართველოს ხელისუფლებას უკრაინაში მოხალისე მებრძოლებით სავსე თვითმფრინავების გაშვებაზე ოფიციალური ნებართვა გაეცა. მაშინ საქართველოში ემოციური ფონი უკრაინაში მიმდინარე ომის გარშემო ბევრად უფრო ირაციონალური იყო და ხელისუფლებისთვის ამ პროვოკაციულ მოთხოვნაზე უარის თქმა იოლი არ გახლდათ. თუმცა, ხელისუფლებამ წნეხს მაშინაც ღირსეულად გაუძლო და ის ნაბიჯი არ გადადგა, რომელიც სამხედრო კონფლიქტში ჩვენი ქვეყნის პირდაპირ ჩართვას ნიშნავდა.
რადგან შედარებით დიდი მასშტაბის პროვოკაცია არ გაუვიდათ, ახლა ქართველი რადიკალები სამხედრო კონფლიქტთან საქართველოს დაახლოებას ახალი პროვოკაციული მოწოდებებით ცდილობენ. უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვის გამო გლოვის დღის გამოცხადება და სხვა მსგავსი პროვოკაციული ინიციატივები, სინამდვილეში, ერთადერთ მიზანს - სამხედრო კონფლიქტის მხარედ საქართველოს წარმოჩენას ემსახურება.

ყველა სახელმწიფო, რომელიც საკუთარ ქვეყანაზე და მოქალაქეებზე ზრუნავს, მათ შორის აშშ, დიდი ბრიტანეთი და ნატოს წევრი არაერთი სხვა ქვეყანა, სრულიად ღიად და ხაზგასმით მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, უკრაინაში საომრად არ წავიდნენ. ამ ფონზე, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებისგან დაჟინებით მოითხოვს, რუსეთ-უკრაინის ომში ქართველი მოხალისეების მონაწილეობა ნებისმიერი პირდაპირი თუ არაპირდაპირი ფორმით წაახალისოს. რა განაპირობებს საქართველოს ამ უნიკალურობას, ვფიქრობ, ყველასთვის გასაგები უნდა იყოს: საქართველო დღეს არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომლის მიმართაც მეორე ფრონტის გახსნის ინტერესი არსებობს. ქართული ომის პარტია, ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების სახით, სწორედ ამ ინტერესს ემსახურება და საქართველოს მეორე ფრონტისკენ დაუფარავად ექაჩება.

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა რადიკალური ოპოზიციის მიერ შექმნილ ხელოვნურ აჟიოტაჟს ძალიან სწორი აქცენტებით უპასუხა. ამით გაღიზიანებულმა რადიკალებმა სასწრაფოდ დაამობილიზეს უკრაინაში მებრძოლი მათივე თანაგუნდელები, რომლებსაც პრემიერის განცხადება ერთხმად დააგმობინეს. კოორდინირებული განცხადებების მთავარი ლაიტმოტივი კი ის იყო, რომ უკრაინის ომი საქართველოს ომია და ეს ომი ქართველებმაც უნდა იომონ. რა მიზანს ემსახურება ცხელი ომის მხარედ საქართველოს წარმოჩენა, რასაც რადიკალური ოპოზიცია უკრაინაში მებრძოლი მათი თანაგუნდელების პირით ახმოვანებს, ვფიქრობ, რთული გამოსაცნობი არაა.
საქართველომ 1991-2008 წლებში სამი ომი გამოიარა. ყველამ ძალიან კარგად იცის, თუ რამდენი წლით დახია ამ ომებმა უკან ჩვენი ქვეყანა. ამ გამოცდილების გათვალისწინებით, ომის მხარედ საქართველოს ქცევის და საქართველოში ახალი ომის წამოწყების სურვილი მხოლოდ იმ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ, რომლებსაც ღალატის მოტივი ამოძრავებთ და რომლებიც 2008 წელს საქართველოდან გასაქცევად წითელ ხიდზე ერთმანეთს ასწრებდნენ.


ბოლოს, კიდევ ერთხელ უნდა დავსვათ მთავარი კითხვა, რომელზე პასუხის მიღებაც ქართული საზოგადოებისთვის ბევრ რამეს ახდის ფარდას: რატომ არის საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც ოპოზიცია ხელისუფლებას ესკალაციისკენ და მეორე ფრონტისკენ ექაჩება? ყველამ იცის, რომ ამ ადამიანებს, ზოგადად, სამშობლო არ უყვართ და ისინი საკუთარი ქვეყნის მტრები არიან. მაგრამ ეს ფაქტორი მთავარ კითხვაზე პასუხის გასაცემად საკმარისი არ არის. ვფიქრობ, რადიკალური ოპოზიციის აქტიურობის უკან სხვა რამე დგას. თუმცა, მირჩევნია, ამ საკითხზე საზოგადოებამ საკუთარი დასკვნა თავად გამოიტანოს."-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი ხუნდაძე: ანტიდემოკრატიული და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახველი განცხადებები ევროპარლამენტში უნდა დასრულდეს
ლევან ნიკოლეიშვილი: ზურაბიშვილს გრიგორიადისი ჰუმანური მოსაზრებით არ შეუწყალებია, დაავალეს და მანაც აღასრულა, ის, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მავნებელი, თუ ვინმეს განსაკუთრებით მტრობს, ეს ქართველი პოლიციელებია
თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკული Wokism უტევს საქართველოს და ევროპას, აგრესიული ფსევდოლიბერალიზმით ცდილობენ ქვეყნების დამორჩილებას
გია აბაშიძე - უმადურნი არიან ის ცალკეული პირები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილმა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნა და მაინც უკმაყოფილნი არიან რადიკალთა სექტაში
ლევან ნიკოლეიშვილი ფონდი „ქართუს“ ქველმოქმედებაზე: სხვებისგან განსხვავებებით ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი ქვეყნისთვის და ხალხისთვის გააკეთა! ამიტომაც აღიზიანებთ უმადურებს, მავნებლებს და საქართველოს მტრებს
არქივი