ზაალ ანჯაფარიძე: ყველა გასამართლებული ლიდერი სასჯელს ღირსეულად შეხვდა, არც ერთ მათგანს და არც მათი ოჯახის წევრებს არ მოუწყვიათ ის ისტერიული სპექტაკლები და სიმულაცია, რასაც სააკაშვილი, მისი ოჯახი და გარემოცვა ეწევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
205 07 დეკემბერი 2022, 17:04

ასამართლებენ თუ არა სახელმწიფოს ყოფილ და მოქმედ ლიდერებს? დიახ ასამართლებენ, რადგან ყველა ოდნავ მაინც დემოკრატიულ სახელმწიფოში, კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ყველა გასამართლებული ლიდერი სასჯელს ღირსეულად შეხვდა და არც ერთ მათგანს და არც მათი ოჯახის წევრებს არ მოუწყვიათ ის ისტერიული სპექტაკლები და სიმულაცია, რასაც სააკაშვილი, მისი ოჯახი და გარემოცვა ეწევა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე წერს.

„თუმცა, მავანთ შერჩევითი მიდგომა აქვთ ამის მიმართაც. თუ საქმე "მათ ნაძირალებს" ეხება, მათ "განსაკუთრებული" მოპყრობა სჭირდებათ. მხოლოდ აფრიკაში კორუფციის, ქვეყანაში უკანონოდ შემოსვლისა და სხვა კორუფციული დანაშაულების გამო გაასამართლეს და პატიმრობა მიუსაჯეს 10 პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. სხვადასხვა წლებში აზიაში ქვეყნების 31 ლიდერს (პრეზიდენტებს და პრემიერ-მინისტრებს) მოუწია ციხის ნარებზე დაჯდომა. 1991-1994 წლებში კორუფციის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარსდგა ავსტრალიის ორი პრემიერ-მინისტრი.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და ევროპაშიც ბევრი იყო ქვეყნის ლიდერთა გასამართლების „ქეისები“ სხვადასხვა კორუფციული თუ სხვა მძიმე დანაშაულების გამო. გაასამართლეს ალბანეთის პრემიერ-მინისტრი (1994) და პრეზიდენტი (2006). 2004-2019 წლებში გასამართლდა უკრაინის სამი პრემიერ მინისტრი და ერთი პრეზიდენტი. სასამართლოს წინაშე წარსდგა მაკედონიის პრემიერ მინისტრი (2006). 2011 წელს კორუფციაში ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარსდგა საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ჟაკ შირაკი. ის არ დაესწრო სასამართლო პროცესს, რადგან ექიმებმა ჩათვალეს, რომ მისმა ნევროლოგიურმა პრობლემებმა მას მეხსიერება დაუზიანა. 2020-2021 წწ, სასამართლო შედგა საფრანგეთის პრემიერ მინისტრ ფრანსუა ფიიონის და ექს-პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მიმართ სარკოზი გახდა საფრანგეთის პირველი პრეზიდენტი უახლეს ისტორიაში, რომელსაც რეალური პატიმრობის ვადა შეეფარდა.

2013 წელს სასამართლოს წინაშე წარსდგა იტალიის მრავალგზის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი. 2014 წელს კორუფციის და ფულის გათეთრების ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარსდგა პორტუგალიის ყოფილი პრემიერ მინისტრი ჟოზე სოკრატესი.2014 წელს ქრთამის აღების ბრალდებით გაასამართლეს რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ადრიან ნასტასე, 2016 წელს გასამართლდა მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ვლად ფილატი. 2018 და 2020 წელს, გაასამართლეს სომხეთის ორი ექს-პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და სერჟ სარქისიანი. 2018 წელს ხორვატიის პრეზიდენტი ივო სანადერი ასევე კორუფციაში ბრალდებით გასამართლდა. წელს, კორუფციაში ბრალდებით გასამართლდა მაკედონიის პრემიერ-მინისტრი ნიკოლა გრუევსკი (2022).

ახლახან, არგენტინის ყოფილ პრეზიდენტს კრისტინა კირშნერს სასამართლომ 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ბიუჯეტის თანხების გაფლანგვა-მითვისების გამო. აღსანიშნავია ერთი რამ, საძიებო სისტემებში რომლებიც თავისუფალია პოლიტიკური კონიუნქტურისგან, გასამართლებულ ლიდერებს შორის გვხვდება სააკაშვილის და მერაბიშვილის გვარებიც და ორივეს გასამართლების მიზეზის გრაფაში უწერია „კორუფცია“.
თუმცა, მთავარი ის არის, რომ ყველა გასამართლებული ლიდერი სასჯელს ღირსეულად შეხვდა და არცერთ მათგანს და არც მათი ოჯახის წევრებს არ მოუწყვიათ ის ისტერიული სპექტაკლები და სიმულაცია, რასაც სააკაშვილი, მისი ოჯახი და გარემოცვა ეწევა“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ლატარია: გვარამიას პროკურორობის დროს იყო ყველაზე მძიმე მმართველობა საქართველოში, ასეთი დიქტატურა საქართველოს ისტორიას არ ახსოვს და მაოცებთ ის ახალგაზრდები, ვინც მასთან დგახართ
ნიკა გვარამია: ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რომელსაც ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები
ზურაბ ქადაგიძე: საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს - საფრანგეთზეც მოახდინა გავლენა კრემლმა და რუსული კანონიც მიაღებინა
დავით ქართველიშვილი: სულ ამერიკული FARA-ს იმედით ვერ ვიქნებით, რომელიც ადგილობრივი მავნებლების მიერ საქართველოს ინტერესების საზიანოდ და „უპრაგონოდ“ თანხების ხარჯვის თაობაზე ინფორმაციას გვაწვდის - ყველას საკუთარი კანონი უნდა ჰქონდეს
ლევან ნიკოლეიშვილი: მაინტერესებს, იმ ექსპერტების კეთილსინდისიერებაზე ვინ არის პასუხისმგებელი, ვინც ევროკავშირმა გამოაგზავნა საქართველოში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად
არქივი