ლევან ნიკოლეიშვილი: სად არის გარანტია, რომ უფრო დაბალ საფეხურზე მყოფი ევროპარლამენტარებიც, გარკვეული ანაზღაურების საფასურად, ცოტა-ცოტას არ სცოდავდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
184 10 დეკემბერი 2022, 13:15

სად არის გარანტია, რომ უფრო დაბალ საფეხურზე მყოფი ევროპარლამენტარებიც, გარკვეული ანაზღაურების საფასურად, ცოტა-ცოტას არ სცოდავდნენ და შესაბამისად, ჩვენს მიმართ უფრო დიდ ცოდვას არ სჩადიოდნენ თავიანთი მიკერძოებული რეზოლუციებით? - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერის დაკავება, თანაც კორუფციის ბრალდებით, უმნიშვნელო ამბავი არ არის.

„ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერის დაკავება, თანაც კორუფციის ბრალდებით, უმნიშვნელო ამბავი არ არის. კორუფცია („ეშმაკის მიერ ადამიანთა შეცდენის ერთ-ერთი ფორმა“), შეიძლება ყველგან იყოს, მაგრამ თუ ეს ამბავი თვით ევროპარლამენტის მაღალჩინოსნებში ხდება, მე მაშინ ტრადიციული ევროპული „ შეშფოთება-აღშფოთების“ ნაცვლად შემდეგი კითხვა და ეჭვი მიჩნდება. მაგალითად, სად არის გარანტია, რომ უფრო დაბალ საფეხურზე მყოფი ევროპარლამენტარებიც, გარკვეული ანაზღაურების საფასურად, ცოტა-ცოტას არ სცოდავდნენ და შესაბამისად ჩვენს მიმართ უფრო დიდ ცოდვას არ სჩადიოდნენ თავიანთი მიკერძოებული რეზოლუციებით? დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების პირობებში, ცხადია ყოველგვარი უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევის გარეშე ვარაუდს და ეჭვს გამოვთქვამ, ხომ მაქვს უფლება?!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ბელგიაში დააკავეს,ვროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი და კიდევ ოთხი პოლიტიკოსი, რომლებსაც კორუფციაში ადანაშაულებენ. ბრალდების მხარის მტკიცებით, საუბარია სპარსეთის ყურის ერთ-აერთი ქვეყნის მცდელობებზე, ქრთამის სანაცვლოდ ევროპარლამენტში გავლენა მოეპოვებინა და საკუთარი ინტერესები გაეტარებინა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო ფოჩხუა: საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, შეიქმნას ლობისტების რეესტრი ანუ „რუსული" კანონი მოიყვანოს მოქმედებაში
ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციას: ე.წ. ვეტინგი ჯერ სტრასბურგის სასამართლოში რომ დაგეტესტათ, არა?! იქნებ ასე მაინც დაიქვემდებაროთ ევროპის მიუკერძოებელი სასამართლო, თორემ გაგაშიშვლათ ყველა ერთად და სირცხვილია!
ედიშერ გვენეტაძე დუნია მიატოვიჩზე: უსაქმური ევრობიუროკრატი, საქართველოში პროტესტის უსტარს უსტარზე გვიგზავნის, როგორ თუ ბედავთ და ვიღაც შარლატანების უკანალების უფლებებს როგორ თუ არღვევთო
დავით ქართველიშვილი: დღეიდან მხოლოდ ერთ ფსონს აქვს გამარჯვების შანსი და მას დიადი საქართველო ჰქვია
ლევან ნიკოლეიშვილი: სტრასბურგის სასამართლოსგან უარყოფილმა გვარამიამ საკუთარ ლეკვებს დააორგანიზებინა უმსგავსობა და რესპუბლიკის მოედანზე პრემიერის გამოსვლის დროს ფეხბურთელების დაჯილდოება „გააპროტესტებინა“
არქივი