ალუდა ღუდუშაური უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე - ამ გმირ, გულნათებული ადამიანების ზურგს უკან ამოფარებულები არიან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან პატრიარქს, ეკლესიას, ქვეყანაში მშვიდობას, ბავშვებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
206 11 დეკემბერი 2022, 16:05
მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ჩვენი გმირი ვაჟკაცებით ცდილობს პოლიტიკური ქულები ჩაიწეროს, თითქოს მე ან ჩემი გუნდის რომელიმე წევრი, ჩემი მეგობარი შეურაცხყოფას აყენებს იმ ღირსეულ ვაჟკაცებს, რომლებიც თვლიან და ფიქრობენ, რომ უნდა იბრძოლონ და ენთუზიაზმით იბრძვიან უკრაინაში, ან რაღაცნაირად მათზე მიდის ზეწოლა - ეს არის წარმოუდგენელი სიცრუე. ვინც გულწრფელად თვლის, რომ ეს არის  სიმართლის დაცვა და ყოველგვარი ანაზღაურების და მერკანტილური ინტერესის გარეშე ამას აკეთებს, ეს ადამიანები უნდა გავმიჯნოთ იმ ადამიანებისგან, ვინც ყველაფერ ამაში სარგებელს ნახულობს, როგორც მატერიალურს ასევე პოლიტიკურს - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ , უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე განაცხადა. 

მისი თქმით, თითოეული მოქალაქე, დაღუპული გმირი მეომრები, საქართველოსთვის დიდი დანაკარგია და სრულიად ამორალურია მმართველ ძალას რაღაც ფორმით ტალახი ესროლონ და სიცრუის კამპანია გააჩაღონ.

„მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ჩვენი გმირი ვაჟკაცებით ცდილობს პოლიტიკური ქულები ჩაიწეროს, თითქოს მე ან ჩემი გუნდის რომელიმე წევრი, ჩემი მეგობარი შეურაცხყოფას აყენებს იმ ღირსეულ ვაჟკაცებს, რომლებიც თვლიან და ფიქრობენ, რომ უნდა იბრძოლონ და ენთუზიაზმით იბრძვიან უკრაინაში, ან რაღაცნაირად მათზე მიდის ზეწოლა. ეს არის წარმოუდგენელი სიცრუე.  ამ გმირ, მართლაც გულნათებული ადამიანების ზურგს უკან ამოფარებულები არიან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან პატრიარქს, ეკლესიას, ქვეყანას, ქვეყანაში მშვიდობას და ჩვენს ბავშვებს. 
არ უნდა გამოიყენონ და ვინმემ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს ეს ადამიანები, რომლებიც  გმირულად იბრძვიან.  ჩვენ პირიქით, ვდგავართ ამ ადამიანების მხარეს. მათი ოჯახებისთვის დიდი დანაკლისია, რომ საკუთარი სიცოცხლის ფასად  ეს ადამიანები, რომლებიც ყველაზე ძვირფასს წირავენ, ვინმემ არ გამოიყენოს. რასაც ფაქტია, ადგილი აქვს. 
არავინ  აპირებს და ნურავინ ეცდება, ვინ, ვინ და ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი ქვეყნის, ვერც ღირსებაში, ვერც ინტერესების დაცვაში „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი  აპოლოგეტები,  ბარამიძე იქნება თუ სხვები, ვერ შეგვეჯიბრებიან. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ არამც და არამც ეს არც არავის გაუფიქრია, არც უგულისხმია, რომ მათთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა. პირიქით, ჩვენ ვამბობთ, ვინც გულწრფელად თვლის, რომ ეს არის სიმართლის დაცვა და  ყოველგვარი ანაზღაურების და რაიმე მერკანტილური ინტერესის გარეშე ამას აკეთებს, ეს ადამიანები უნდა გავმიჯნოთ იმ ადამიანებისგან, ვინც ყველაფერ ამაში სარგებელს ნახულობს, როგორც მატერიალურს ასევე პოლიტიკურს“ - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ლატარია: გვარამიას პროკურორობის დროს იყო ყველაზე მძიმე მმართველობა საქართველოში, ასეთი დიქტატურა საქართველოს ისტორიას არ ახსოვს და მაოცებთ ის ახალგაზრდები, ვინც მასთან დგახართ
ნიკა გვარამია: ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რომელსაც ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები
ზურაბ ქადაგიძე: საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს - საფრანგეთზეც მოახდინა გავლენა კრემლმა და რუსული კანონიც მიაღებინა
დავით ქართველიშვილი: სულ ამერიკული FARA-ს იმედით ვერ ვიქნებით, რომელიც ადგილობრივი მავნებლების მიერ საქართველოს ინტერესების საზიანოდ და „უპრაგონოდ“ თანხების ხარჯვის თაობაზე ინფორმაციას გვაწვდის - ყველას საკუთარი კანონი უნდა ჰქონდეს
ლევან ნიკოლეიშვილი: მაინტერესებს, იმ ექსპერტების კეთილსინდისიერებაზე ვინ არის პასუხისმგებელი, ვინც ევროკავშირმა გამოაგზავნა საქართველოში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად
არქივი