ვატო შაქარიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაზე: არ გამოვა, ერთი ხელით საჭირო პარტნიორი გვიწოდოთ და მეორე ხელით ჩვენს სახელმწიფოს ძირი გამოუთხაროთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
241 17 დეკემბერი 2022, 20:31

ორგანიზაცია „აი იას” თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლას ეხმიანება.

შაქარაშვილი აღნიშნავს, რომ ერთი მხრივ, ვხედავთ ევროკავშირის მთავარ აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც ძირითადი პოლიტიკის განმსაზღვრელია და რომელიც საქართველოს სანდო პარტნიორად აფასებს, მეორე მხრივ კი, ვხედავთ კორუფციულ სკანდალებში გახვეულ, „ნაცმოძრაობის“ მოკავშირე ევროპარლამენტარებს, რომლებიც ყოვლად უსაფუძვლოდ გვიწუნებენ დემოკრატიის ხარისხს და უხეშად ერევიან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში.

როგორც შაქარიშვილი წერს, სანამ ერთმანეთში გაერკვეოდეთ, გახსოვდეთ, რომ საქართველო არასოდეს იქნება მხოლოდ გეოგრაფიული ერთეული თქვენს ხელში და თქვენი ინტერესების სამსახურში.

„ურსულა ფონ დერ ლაიენი - ახალი ენერგეტიკული პროექტი საქართველოს ანიჭებს ევროპულ დანიშნულებას.

რა გამოდის, რომ რას აკეთებს ევროკავშირის ერთი ხელი, არ იცის მეორემ? სურათი შემდეგნაირია - ერთი მხრივ. ვხედავთ ევროკომისიას, ევროკავშირის მთავარ აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც ძირითადი პოლიტიკის განმსაზღვრელია და რომელიც საქართველოს სანდო პარტნიორად აფასებს. ასევე, ახორციელებს მილიარდობით ევროს ინვესტირებას იმ პროექტებში, სადაც საქართველოს უმნიშვნელოვანესი როლი გააჩნია.

მეორე მხრივ კი, ვხედავთ კორუფციულ სკანდალებში გახვეულ, ნაცმოძრაობის მოკავშირე ევროპარლამენტარებს, რომლებიც ყოვლად უსაფუძვლოდ გვიწუნებენ დემოკრატიის ხარისხს (რაც საერთოდაც არ ადარდებთ) და უხეშად ერევიან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში.

„რეკომენდაციები“ კი უყვართ და იქნებ ამ შემთხვევაშიც მოაყოლონ რჩევა-დარიგება, მათ შორის რომელ ერთს დავუჯეროთ…

სანამ ერთმანეთში გაერკვეოდეთ, გახსოვდეთ, რომ საქართველო არასოდეს იქნება მხოლოდ გეოგრაფიული ერთეული თქვენს ხელში და თქვენი ინტერესების სამსახურში! საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა - ღირსეული ხალხით, უდიდესი ისტორიით და საკუთარი ეროვნული ინტერესებით! ასე რომ, არ გამოვა - ერთი ხელით საჭირო პარტნიორი გვიწოდოთ და მეორე ხელით ჩვენ სახელმწიფოს ძირი გამოუთხაროთ!“ - წერს შაქარიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი ხუნდაძე: ანტიდემოკრატიული და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახველი განცხადებები ევროპარლამენტში უნდა დასრულდეს
ლევან ნიკოლეიშვილი: ზურაბიშვილს გრიგორიადისი ჰუმანური მოსაზრებით არ შეუწყალებია, დაავალეს და მანაც აღასრულა, ის, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მავნებელი, თუ ვინმეს განსაკუთრებით მტრობს, ეს ქართველი პოლიციელებია
თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკული Wokism უტევს საქართველოს და ევროპას, აგრესიული ფსევდოლიბერალიზმით ცდილობენ ქვეყნების დამორჩილებას
გია აბაშიძე - უმადურნი არიან ის ცალკეული პირები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილმა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნა და მაინც უკმაყოფილნი არიან რადიკალთა სექტაში
ლევან ნიკოლეიშვილი ფონდი „ქართუს“ ქველმოქმედებაზე: სხვებისგან განსხვავებებით ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი ქვეყნისთვის და ხალხისთვის გააკეთა! ამიტომაც აღიზიანებთ უმადურებს, მავნებლებს და საქართველოს მტრებს
არქივი